მნიშვნელოვანია ორ პარტიას შორის განსხვავებაზე ხაზგასმა, რადგან ამომრჩეველს აინტერესებს — კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, პარტიის ბუკლეტზე განმარტებას აკეთებს, სადაც ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის განსხვავებებზეა საუბარი.
სერგი კაპანაძის თქმით, ევროპულ საქართველოს სხვადასხვა ბეჭვდითი მასალა აქვს, სადაც საუბარია პარტიის გეგმებზე, პროგრამაზე და იმ რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც აპირებს პარტია. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ ბუკლეტში საუბარია იმ განსხვავებებზე, რომლებიც ევროპულ საქართველოს აქვს ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობასთან.
სერგი კაპანაძის თქმით, ამომრჩეველს აინტერესებს, თუ რა განსხვავებაა ამ ორ პარტიას შორის, შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას გასხვავებებს ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს შორის. კაპანაძემ აღნიშნა, რომ მათ შორის დეკლარილებული განსხვავებებია საპენსიო დაგროვებითი ანაბრების თემაზე, სახელმწიფო ქონების ხალხისთის გადაცემის თემაზე, ერთპიროვნულ მმართველობასა და ლიდერის როლზე.
"ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენმა ბუკლეტმა ასეთი დაინტერესება გამოიწვია საზოგადოებაში. ჩვენ ბევრი ბეჭვდითი მასალა გვაქ, სადაც საუბარია ჩვენ გეგმებზე, ვალდებულებებზე, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ. ესენია: გადასახადების შემცირება, სასამართლო რეფორმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ხალხისთვის გადაცემა და კიდევ ბევრი. ჩვენ ამ კონკრეტულ ბუკლეტში საუბარი გვაქვს, თუ რატომ არ უნდა დაუჭიროს ხალხმა ქართულ ოცნებას მხარი, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყანამ შეიცვალოს გეზი. ევროპული საქართველო კი უნდა იყოს კომპასი ამ მიმართულების განსასაზღვრად", — აღნიშნა კაპანაძემ.
მისი თქმით, ამ ბუკლეტეში ასევე საუბარია იმ განსხვავებებზე, რომლებიც მათ ნაციონალურ მოძრაობასთან აქვთ. "მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ხაზი გაესვას ამ განსხვავებებს, გამომდინარე იქიდან, რომ ამომრჩეველს აინტერესებს რა განსხვავებებია ამ ორ პარტიას შორის. ბუკლეტში საუბარია იმაზე, რომ, მაგალითად, ჩვენ განსხვავებული პოზიცია გვაქვს საპენსიო დაგროვებით ანაბრებზე, ქონების ხალხისთვის კერძო საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია გვაქვს ერთპიროვნულ მმართველობასა და ლიდერის როლთან დაკავშირებით და სხვა რამდენიმე საკითხი, რომელშიც ჩვენ შორის დეკლარილებული განსხვავებებია, რომელსაც არავინ არ მალავს
გამომდინარე აქედან, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ, ერთიმხრივ, ჩვენი პროგრამისა და ვალდებულებების ხალხისთვის გაცნობას, ასევე იმ განხვავებების გაცნობას, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია სხვა პოლიტიკურ ძალებთან. პროპორციული სისტემის მთელი პლიუსი ის არის, რომ სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა განასხვავონ თავიანთი თავი სხვა პოლიტიკური ძალებისაგან და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ. ამის გაკეთება განსხვავებების აქცენტირების გარეშე ძალიან ძნელია", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა ნინო დობორჯგინიძე: განათლების "დეფორმამ ყველაზე დაუცველ ჯგუფები დააზარალა
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს ასტრონომებმა დააფიქსირეს სისტემა, რომელშიც 4 ვარსკვლავი ერთმანეთს აბნელებს
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ EU-ის გაფართოების გეგმებიდან საქართველოს გაქრობა მარტა კოსის ბრალია
გადახედვა
-
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 117 წლის გახდა
გადახედვა
-
გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი გავიმარჯვებთ! გადამწყვეტი ფაზა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად — საქართველოს ბანკი, საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დომუსი ავლაბარში ახალ მრავალფუნქციურ პროექტს ახორციელებს
-
მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების პრიორიტეტები წარადგინა — საქართველო არ უხსენებია
გადახედვა
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაურკვეველი ვადით გადაიდო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება? რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება — რა იცვლება?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს ირაკლი კობახიძე კასიმ-ჟომარტ ტოკაევს და ყაზახ ხალხს ყურულთაის I არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს
გადახედვა
კომენტარები