გერმანიის ეკონომიკური სასწაული
ფოტო: gopixa / Shutterstock
მეორე მსოფლიო ომმა თითქმის შეიწირა გერმანიის ეკონომიკა. ჰიტლერის პოლიტიკამ, რომელიც დაკარგულ ტერიტორიებზე სახლების გადაწვას გულისხმობდა, შენობების 20% გაანადგურა. 1947 წელს ერთეულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტის რაოდენობა 1938 წლის მონაცემებთან შედარებით განახევრებული იყო. საოკუპაციო ძალების მიერ დადგენილი საკვების რაციონი 1040-1550 კალორიას შეადგენდა დღეში. შემცირდა სამრეწველო წარმოების შედეგები, შრომისუნარიანი გერმანელი მამაკაცების დიდი უმრავლესობა კი ომში დაიხოცა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ დასავლეთ გერმანია აშშ-სთვის ტვირთად გადაიქცეოდა, მაგრამ ომის დასრულებიდან 10 წელზე ნაკლებ დროში ხალხი გერმანიის ეკონომიკურ სასწაულზე ალაპარაკდა.
რამ შექმნა ეს ეგრეთ წოდებული სასწაული? ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი შეგვიძლია გამოვყოთ: სავალუტო რეფორმა და ფასების კონტროლის გაუქმება. იმოქმედა ასევე 1948-49 წლებში გადასახადების ზღვრული დონის დაწევამ.
ცვლილებებამდე
1948 წლამდე გერმანელი ხალხი 12 წლის განმავლობაში ფასების კონტროლის პირობებში ცხოვრობდა. ასეთი რეჟიმი 1936 წელს ადოლფ ჰიტლერმა დააწესა, რომ საბრძოლო მასალების ხელოვნურად დაბალ ფასში შეძენა შეძლებოდა (რუზველტმა და ჩერჩილმა ასევე დააწესეს ფასებზე კონტროლი). 1945 წლის ნოემბერში მოკავშირეთა საოკუპაციო ადმინისტრაციამ, რომელიც შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებისგან შედგებოდა, დაწესებული ფასების შენარჩუნება გადაწყვიტა. შენარჩუნდა ნაცისტური რეჟიმის დროს დამტკიცებული საშემოსავლო გადასახადის ოდენობაც.
ყოველ მოკავშირეს საკუთარი ზონა ჰქონდა გერმანიის ტერიტორიაზე. 1948 წელს შეერთებული შტატების ზონაში ცხოვრების ღირებულების ინდექსი 1938 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 31 პროცენტს შეადგენდა. 1947 წელს ქვეყანაში არსებული ფულის რაოდენობა კი (ნაღდ ვალუტას დამატებული დანაზოგები) 1936 წლის მაჩვენებელთან შედარებით ხუთჯერ იყო გაზრდილი. ფულის მასის მკვეთრმა ზრდამ იმ ფონზე, რომ ფასები მხოლოდ ოდნავ გაიზარდა, კრიზისი გამოიწვია.
საკვებზე ფასების კონტროლმა იმდენად მწვავე დეფიციტი წარმოქმნა, რომ მოქალაქეების ნაწილმა საკუთარი პროდუქტების მოყვანა დაიწყო, დანარჩენები კი ყოველ შაბათ-კვირას მიემგზავრებოდნენ სოფელში, რომ საკვები ბარტერის გზით მოეპოვებინათ. იელის უნივერსიტეტის ეკონომისტი ჰენრი ვოლიკი 1955 წელს გამოქვეყნებულ წიგნში წერს:
"ყოველდღიურად უამრავი გერმანელი მიემგზავრებოდა სოფლებში. მშიერი ხალხი ასობით მილს გადიოდა გაძარცვული და განადგურების პირას მყოფი მატარებლებით, რომ ეპოვათ ადგილი, სადაც საჭმელი იშოვებოდა. თან მიჰქონდათ ძველი ტანსაცმელი, ავეჯი, ომს გადარჩენილი ნივთები და უკან ერთი ან ორი კვირის სამყოფი კარტოფილით ბრუნდებოდნენ".
ბარტერი კომპანიებს შორის ტრანზაქციებშიც მიღებული ფორმა გახდა. ბიზნესებმა დაიქირავეს "კომპენსატორები", რომლებიც საჭირო ნივთებისთვის თუ სერვისებისთვის გასაცვლელ პროდუქტებს ეძებდნენ. 1947 წლის სექტემბრის მონაცემებით აშშ-ს და ბრიტანეთის ზონებში ტრანზაქციების 1/3 საკომპენსაციო ვაჭრობის ფორმით ხორციელდებოდა.
ბარტერი ფულით შესყიდვებთან შედარებით არაეფექტური იყო. გერმანელი ეკონომისტი ვოლტერ ოიკენი წერდა, რომ ეს ყველაფერი გერმანიის ეკონომიკური სისტემის პრიმიტიულობას აჩვენებდა. ამ ვარაუდს რიცხვებიც უმყარებდა ზურგს. 1936 წელთან შედარებით წარმოება განახევრებული იყო.
დებატები
ოიკენი ფრაიბურგის უნივერსიტეტის ეკონომიკური სკოლის სათავეში იდგა. "საზოგადოებაზე ორიენტირებული თავისუფალი ბაზრის" წარმომადგენლები უდიდესი რისკის ფასად ჰიტლერის რეჟიმშიც აფიქსირებდნენ ტოტალიტარიზმის სიძულვილს. ნაცისტების დროს სკოლა ერთგვარ ინტელექტუალურ წინააღმდეგობას წარმოადგენდა, რაც დამოუკიდებელი აზროვნებისა და სიმამაცის ნიშანი იყო.
მშიერი გერმანელები ყოველდღიურად ასობით მილს გადიოდნენ, რომ საჭმელი მოეპოვებინათ. თან მიჰქონდათ ძველი ტანსაცმელი, ავეჯი და უკან ერთი კვირის სამყოფი კარტოფილით ბრუნდებოდნენ.
მოძრაობის წევრებს, ვილჰელმ როპკესა და ლუდვიგ ერჰარდს სჯეროდათ, რომ ომის სავალალო შედეგებთან გასამკლავებლად ვალუტის რეფორმა და ფიქსირებული ფასების გაუქმება იყო საჭირო. ამ ცვლილებებს ინფლაცია უნდა დაესრულებინა. ერჰარდს ომის დროს ამ თემაზე მემორანდუმიც ჰქონდა შექმნილი, რომელიც ეკონომიკაზე მისი წარმოდგენის გარდა, იმასაც ცხადყოფდა, რომ მას ნაცისტური რეჟიმის დამარცხების იმედი ჰქონდა. სოციალ-დემოკრატების მთავარი იდეოლოგი, დოქტორი კრეისიგი სახელმწიფო კონტროლის შესუსტებას არ ემხრობოდა. მისი აზრით, აუცილებელი იყო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ეკონომიკის მიმართულების განსაზღვრა. მას მხარს უჭერდნენ შრომითი კავშირების ლიდერები, ბრიტანული მთავრობა და ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი.
ცვლილებები
ლუდვიგ ერჰარდმა ამ ეკონომიკურ დაპირისპირებაში გაიმარჯვა. მოკავშირეებს სურდათ, რომ ახალი ხელისუფლება ანტინაცისტური შეხედულებების მქონე ადამიანებით ყოფილიყო დაკომპლექტებული. ერჰარდი, რომელმაც თავის დროზე ცხადად დააფიქსირა ნაცისტებისადმი შეურიგებლობა, ბავარიის ფინანსთა მინისტრად დაინიშნა. 1947 წელს ის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ზონების ეკონომიკური ოფისის დირექტორი გახდა და აშშ-ს სამხედრო ზონის მმართველს, ლუციუს დ. კლეის დაუახლოვდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი მოკავშირეთა მაკონტროლებელი საბჭოდან გამოვიდა, ლუციუს დ. კლეიმ ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად 1948 წლის ივნისში ფულადი რეფორმა გაატარა.
რეფორმის მიზანი არსებული ვალუტის სხვა, უფრო მცირე რაოდენობის ლეგალური ვალუტით, კერძოდ კი, გერმანული მარკით შეცვლა იყო. ვალუტის შეცვლის შემდეგ კონტროლირებადი ფასების პირობებშიც კი, ფულის მიმოქცევა მორგებული იქნებოდა პროდუქტის რაოდენობაზე და ამას არსებული დეფიციტი უნდა შეემცირებინა. უამრავ ადამიანს, რომელსაც რეფორმა შეეხო, წმინდა აქტივები შეუმცირდა. საერთო მასშტაბით, ფულის მიწოდება 93%-ით შეიზღუდა.
ამავე დღეს ბრიტანულ-ამერიკული ზონების ეკონომიკის საბჭომ ლუდვიგ ერჰარდის დაჟინებული თხოვნითა და სოციალ-დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, ფასების კონტროლი გააუქმა.
ერჰარდმა 1948 წლის მთელი ზაფხული მიუძღვნა ნაცისტური შეხედულებებისგან გერმანული ეკონომიკის გათავისუფლებას. უქმდებოდა სხვადასხვა სფეროში არსებული რეგულაციები თუ დირექტივები. ერჰარდის დევიზი იყო: უქმად არ იჯდე, რამე გააუქმე.
ჟურნალისტი ედვინ ჰარტრიხი გვიამბობს, რომ მორიგი ინიციატივის, საჭმლის პორციების კონტროლის გაუქმების შემდეგ, კლეი ერჰარდს დაუპირისპირდა.
კლეი: ჩემმა მრჩევლებმა მაცნობეს, რომ საშინელი შეცდომა ჩაგიდენიათ. რას იტყვით ამაზე?
ერჰარდი: ძვირფასო გენერალო, ყურადღებას ნუ მიაქცევთ, მეც ამას მეუბნებიან ჩემი მრჩევლები.
კლეი: როგორ გაბედეთ დაწესებული პორციების შეცვლა, როცა ხალხს საჭმელი უჭირს?
ერჰარდი: პორციები კი არ შევცვალე, გავაუქმე. ამიერიდან ერთადერთი "ტალონი", რომელიც ხალხს დასჭირდება, გერმანული მარკაა და ამ მარკის მოსაპოვებლად ადამიანები ბევრს იმუშავებენ. უბრალოდ დაიცადეთ და ნახავთ.
ერჰარდის პროგნოზები გამართლდა. ფასების გათავისუფლებამ გერმანელ მომხმარებელს საშუალება მისცა, მწარმოებლამდე მიეტანა მოთხოვნები. გაზრდილი ფასები კი საკმარისი მოტივაცია აღმოჩნდა მეწარმეებისთვის, რომ მეტი პროდუქტი შეექმნათ.
მთავრობამ საგადასახადო განაკვეთიც შეამცირა. ახალგაზრდა ეკონომისტმა ვოლტერ ჰელერმა, რომელიც იმ დროს გერმანიაში აშშ-ს ზონაში მუშაობდა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ კენედის ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1949 წლის რეფორმებს სტატია მიუძღვნა. იგი წერდა: მაღალი განაკვეთების რეპრესიული ეფექტის გასაქრობად მთავრობამ გადასახადების დიდი ნაწილი გააუქმა. ბიზნესისთვის მოგების გადასახადი 65%-დან 50%-მდე შემცირდა. რეფორმების შედეგად არ შეცვლილა საპროცენტო განაკვეთი ინდივიდუალური პირებისთვის, მაგრამ შეიცვალა პირობები. 1946 წელს მოკავშირეებმა 60 000 რაიხს მარკის ზემოთ (6 000 გერმანული მარკა) ფიზიკურ პირთა შემოსავლები 95 პროცენტით დაბეგრეს. რეფორმების შემდეგ მსგავსი პროცენტი მხოლოდ 250 000 გერმანული მარკის ზემოთ წლიურ შემოსავალზე ვრცელდებოდა. თუ 1948 წელს საშუალო შემოსავლის მქონე გერმანელი 85%-იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა, 1950 წელს მისთვის საშემოსავლო გადასახადი 18% გახდა.
ცვლილებების შემდეგ
ამ ყველაფერმა გერმანიის ეკონომიკაზე კატალიზატორის ეფექტი იქონია. ვოლიკი წერდა: “ქვეყანა ერთ ღამეში შეიცვალა. უღიმღამო, მშიერი ფიგურები, რომლებიც ქუჩებში საკვების საპოვნელად დაძრწოდნენ, ცხოვრებას დაუბრუნდნენ”.
21 ივნისს, რეფორმიდან ერთი დღის გასვლის შემდეგ დახლები პროდუქციით გაივსო და ხალხი მიხვდა, რომ ახალ ფულს ბევრად მეტი ღირებულება გააჩნდა. რეფორმებმა სწრაფად დაუბრუნეს ფულს გადახდის უპირატესი საშუალების ფუნქცია და ადამიანებს მუშაობის მოტივაცია გაუჩნდათ. 1948 წლის მაისში დასაქმებულები კვირაში 9.5 საათს აცდენდნენ, უმეტესად იმიტომ, რომ მათ მიერ ნაშოვნ ფულს მსყიდველობითი უნარი არ ჰქონდა. კიდევ ერთი მიზეზი ბარტერებისთვის შორეული მოგზაურობები იყო. როგორც კი ეს ფაქტორები გაქრა, სულ რამდენიმე თვეში ინდუსტრიული პროდუქცია 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა. 1958 წლისთვის სამრეწველო წარმოების წლიური მაჩვენებელი 1948 წლის მაჩვენებელს ოთხჯერ აჭარბებდა. ამის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური ეკონომიკა ადგილიდან არ იძვროდა.
რადგან ერჰარდის იდეები მუშაობდა, ახალი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის კანცლერმა კონრად ადენაუერმა ის გერმანიის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობას ერჰარდი 1963 წლამდე იკავებდა, სანამ თავად არ გახდა კანცლერი.
მარშალის გეგმა
ჩვენ ჯერ არ გვიხსენებია მარშალის გეგმა. შეიძლება გერმანიის აღორძინება ამ გეგმას "დავაბრალოთ"? პასუხია - არა. მიზეზი მარტივია: მარშალის გეგმით გათვალისწინებული ფინანსური დახმარება არც ისე დიდი იყო. 1954 წლის ოქტომბრამდე დახმარების პროგრამებიდან მიღებული ჯამური დახმარება 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 1948 და 1949 წლებშიც კი, როცა ფინანსური შემოწირულობები პიკს აღწევდა, მარშალის გეგმით მიღებული სარგებელი გერმანიის ნაციონალური შემოსავლის 5 პროცენტზე ნაკლები იყო. სხვა ქვეყნებში, რომელთაც მარშალის გეგმით მეტი ფინანსური მხარდაჭერა ჰქონდათ, ეკონომიკის მსგავსი ზრდა არ დაფიქსირებულა.
მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა მხოლოდ ინფლაციის შეჩერებით, ფასების კონტროლის აღკვეთით და გადასახადების შემცირებითაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, შემოსული თანხებიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტი აღდგენით გადასახადებში მიდიოდა და ყველაზე მთავარი: მოკავშირეებმა ქვეყანას საოკუპაციო ძალების შესანარჩუნებლად ყოველწლიურად 7,2 მილიარდი გერმანული მარკის ოდენობით (2,4 მილიარდი დოლარი) გადასახადი დაუწესეს (იმ მოტივით, რომ გერმანიას საკუთარ თავდაცვაზე ხარჯები არ ესაჭიროებოდა).
დასკვნა
ის, რაც ზოგიერთ ექსპერტს სასწაულად მიაჩნია, სულაც არ იყო სასწაული. ასეთ შედეგს ლუდვიგ ერჰარდი და ფრაიბურგის სკოლის სხვა წარმომადგენლებიც ელოდნენ. მათ ესმოდათ, რომ ინფლაციას, ფასების კონტროლსა და მაღალ გადასახადებს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ხოლო მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა მხოლოდ ინფლაციის შეჩერებით, ფასების კონტროლის აღკვეთით და გადასახადების შემცირებითაა შესაძლებელი.
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI- ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის AI- ის შესახებ ვორკშოპი გაიმართება
-
რატომ უყვარს შენს სხეულს რუტინა (მაშინაც კი, როცა შენ არა) რატომ უყვარს შენს სხეულს რუტინა (მაშინაც კი, როცა შენ არა)
-
ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი ტრამპი 30-მდე ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს — მიზეზი და ქვეყნების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქეთი თავართქილაძე: დახურულ დაწესებულებას, სადაც ბავშვი ოჯახს იძულებით ჩამოშორებულია, არ შეიძლება ერქვას "სახლი" ქეთი თავართქილაძე: დახურულ დაწესებულებას, სადაც ბავშვი ოჯახს იძულებით ჩამოშორებულია, არ შეიძლება ერქვას "სახლი"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ირაკლი კობახიძე: დღევანდელი მშვიდობა, არა შემთხვევითი მოცემულობა, არამედ გააზრებული და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია
გადახედვა
-
400 ახალი საბაზო სადგური — სელფის მასშტაბური განახლება 400 ახალი საბაზო სადგური — სელფის მასშტაბური განახლება
-
მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშნველოვან გამოწვევას წარმოადგენს. მაკა ბოჭორიშვილი: ქვეყნის პოლიტიკური არჩევანის, სტაბილურობისა და ინსტიტუტების სანდოობის შელახვის მიზნით განხორციელებული გარე ჩარევები, საქართველოსთვის მნიშნველოვან გამოწვევას წარმოადგენს.
გადახედვა
-
დიღომში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის კაცი გარდაიცვალა დიღომში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის კაცი გარდაიცვალა
გადახედვა
-
მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გენერალი აფეთქების შედეგად დაიღუპა მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე გენერალი აფეთქების შედეგად დაიღუპა
გადახედვა
-
მარკ რუტე: პუტინს 140 მლნ ადამიანი ჰყავს, NATO-ს ქვეყნებს — მილიარდი, ყველა ასპექტით, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ მარკ რუტე: პუტინს 140 მლნ ადამიანი ჰყავს, NATO-ს ქვეყნებს — მილიარდი, ყველა ასპექტით, ჩვენ რუსეთზე ძლიერები ვართ
გადახედვა
-
მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში ჩავიდა მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით სერბეთში ჩავიდა
გადახედვა
-
პირველადი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა პირველადი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე: ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი — არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება ანდრო ჭიჭინაძე: ყველანაირ შეწყალებაზე ზედმეტია საუბარი — არ მოვაწერ ხელს არანაირ დოკუმენტს, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება
გადახედვა
-
ევროკომისია: საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი ევროკომისია: საქართველომ შესაძლოა სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი
გადახედვა
-
2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობები იცვლება 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობები იცვლება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: [მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ სალომე ზურაბიშვილი: [მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ
გადახედვა
-
ჩინეთის დიდი კედლის კვლევისას უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს ჩინეთის დიდი კედლის კვლევისას უნიკალური არტეფაქტები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მეტეოროიდის მთვარესთან დაჯახებისას წარმოქმნილი იშვიათი ნათება დააფიქსირეს მეცნიერებმა მეტეოროიდის მთვარესთან დაჯახებისას წარმოქმნილი იშვიათი ნათება დააფიქსირეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ? ქვიზი: მაფიის ღამის რომელი პერსონაჟი ხარ?
-
მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს მეცნიერებმა ბერმუდის სიღრმეში გიგანტური სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა ახალი კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულობის პერიოდშიც უსაფრთხოა
გადახედვა
კომენტარები