ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი რანგის დელეგაცია საქართველოს ეწვია — გამოხმაურებები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მაღალი რანგის დელეგაცია, ასამბლეის პრეზიდენტის, პერე ჟოან პონს სამპიეტროს ხელმძღვანელობით, 8 მარტს საქართველოს ეწვია. ვიზიტი 10 მარტამდე გაგრძელდება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ:
- პერე ჟოან პონსი (ესპანეთი) — ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი;
- ლუის გრასა (პორტუგალია) — ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტი და სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში;
- ევროსიმა პეიოვიჩი (მონტენეგრო) — პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ბარონესა კრისტინ ბლოუერი (გაერთიანებული სამეფო) — დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- რობერტო მონტელა — ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მისცემს შესაძლებლობას, ქართველ კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილონ ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, ასევე დემოკრატიასთან, უსაფრთხოებასა და რეგიონულ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები.
პარლამენტარები შეხვდებიან პოლიტიკურ აქტორთა ფართო წრეს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში მიმდინარე ჩართულობის შესახებ იმსჯელონ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 2024 წლის ანგარიშის შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრეს. მისივე თქმით, განიხილავენ ყველა საკითხს, რაც ქვეყანას აწუხებს და შემდეგ გამართავენ პრესკონფერენციას.
"ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებთან დაკავშირებით. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. ის საინტერესო იყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ამ ქვეყანას აწუხებს და შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას, რადგან მინდა, ყველა მოსაზრება და მონაცემი მოვისმინო და ამის შემდეგ ვისაუბრებთ", — აღნიშნა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ.
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმაც. მისი თქმით, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ის დასკვნა გაიმეორა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა. პაპუაშვილმა ასევე განმარტა, რომ ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში სიმართლეში გაერკვეს და ის თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა უკრიტიკოდ არ მიიღონ.
"საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ის დასკვნა გაიმეორა, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წელს არჩევნებთან დაკავშირებით ჰქონდა. გახსოვთ, მთავარი დასკვნა რაც მაშინ მისიის ხელმძღვანელმა გააჟღერა იყო ის, რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება და მნიშვნელოვანია ახლა წინ გახედვა. სამწუხაროდ, იმ პირობის მიუხედავად, რომელიც მათ შორის ევროკავშირისგან მივიღეთ, რომ მათი სახელმძღვანელო მათ შორის ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა იქნებოდა, ჩვენ აქ მოგვატყუეს და დასკვნის საფუძველზე საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელების ნაცვლად, ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ მცდელობა, რომ რადიკალური დღის წესრიგი წაქეზებულიყო. ვნახეთ კონკრეტული უცხოური პოლიტიკური ჯგუფები, ქვეყნები, რომელიც აქეზებდა საქართველოში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობას, დემოკრატიის უარყოფას და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას, როდესაც 4 ოქტომბერს ზოგიერთი უცხოური პოლიტიკური ჯგუფის და მათ შორის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერის მხრიდან ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მოწოდების მხარდაჭერა ვნახეთ.
ასე რომ, ჩვენ ვართ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან აქტიური წევრები. მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და მისი ხელმძღვანელი აგრძელებს ხაზს, რომელიც უსაფრთხოების ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს კონსტრუქციული დიალოგისთვის. ჩვენ ამ მხრივ სრული მზადყოფნა გვაქვს.
ჩვენთვის რამდენიმე რამ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ სიმართლეზე ვგავართ — ეს არის ჩვენი მთავარი და მყარი ფუნდამენტი, რომელიც ვერავინ ვერ მოარყია, რადგან როდესაც სიმართლეზე დგახარ, იქ შეიძლება ვინმემ მოკლევადიანი პრობლემები შეგიქმნას, მაგრამ შეუძლებელია, ვინმემ ხანგრძლივად სიმართლის დამალვა და ტყუილზე აწყობა შეძლოს, როგორც ამას დღევანდელი ბრიუსელი აკეთებს.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები არ იყოს გამოყენებული იარაღად ზოგიერთი ქვეყნის თუ პოლიტიკური ჯგუფების დღის წესრიგის გასატარებლად, რასაც PACE-ს შემთხვევაში ახერხებენ.
საბედნიეროდ, ეუთო საპარლამენტო ასამბლეა ჯერჯერობით ამ გავლენისგან მეტ-ნაკლებად დაცულია. მათ შორის ასამბლეის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ ამ რთულ პირობებში სიმართლეში გაერკვეს და ის თავსმოხვეული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც ბრიუსელიდან ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, ეს დეზინფორმაცია და პროპაგანდა უკრიტიკოდ არ მიიღონ", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან, არჩევნების შემდეგ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების გამო და გარკვეული ჩართული დაინტერესებული მხარეების გამო, ეს ვიზიტი არ შედგა. მისივე თქმით, ამ ვიზიტს არანაირი კავშირი არ აქვს "მოსკოვის მექანიზმთან".
"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი დაგეგმილი იყო შარშან, არჩევნების შემდეგ, თუმცა მაშინ გარკვეული გარემოებების გამო და გარკვეული ჩართული დაინტერესებული მხარეების გამო, ეს ვიზიტი არ შედგა. თუმცა მაშინ იყო გაკეთებული განცხადება, რომ ვიზიტი აუცილებლად გაიმართებოდა, შესაბამისად, ეს ვიზიტი არის ჩვეულებრივი, რიგითი ვიზიტი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა, რომელიც აქამდეც ხდებოდა და მომავალშიც იქნება, ამიტომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს "მოსკოვის მექანიზმთან", ან ნებისმიერ სხვა თემასთან, რომელიც შეიძლება, ვინმეს ეგონოს. ჩვეულებრივი, რეგულარული ვიზიტია, რომელიც ყოველთვის ხორციელდებოდა. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ის იყო უკრაინაში და ახლა ჩამოვიდნენ საქართველოში. იცით, რომ გუშინ იყვნენ საოკუპაციო ხაზთან, შესაბამისად, ეუთოსთვის, როგორც ორგანიზაციისთვის რომლისთვისა მთავარია უსაფრთხოების საკითხები, ასევე პრიორიტეტულია საქართველო, რადგან საქართველო არის ოკუპირებული ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ისევე როგორც უკრაინის მიმართ, ასევე საქართველოს მიმართ, არის განსაკუთრებული ინტერესი, რადგან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. სწორედ ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ეს ვიზიტი და ნებისმიერი სხვა სპეკულაცია არის უსაფუძვლო," — განაცხადა სამხარაძემ.
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
კომენტარები