ნებისმიერი უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია და ამის გამო 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციული ზომაა — ODHIR "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) პარლამენტის მიერ 4 მარტს ახალი საკანონმდებლო პაკეტის დამტკიცებას გამოეხმაურა.
- "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს" მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა
- "ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არ აღიარება 3 წლით პატიმრობით დაისჯება
განცხადებაში წერია, რომ ახალ კანონმდებლობას გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე დამღუპველი გავლენა ექნება და მკაცრად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას. ODIHR ასევე აღნიშნავს, რომ მკაცრი სისხლის სამართლებრივი სასჯელები, ისევე როგორც ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა "მასობრივი დაუმორჩილებლობა" ან "ექსტრემიზმი" არ შეესაბამება კანონის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი გარკვეულობისა და პროგნოზირებადობის შესახებ და შეიცავს თვითნებური აღსრულების რისკს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე ნებისმიერი უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია და ამის გამო 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციული ზომაა, "რომელიც ძირს გამოუთხრის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას".
"საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და დემოკრატიული და ადამიანის უფლებების გარემოს გაუარესების ფონზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) ღრმა შეშფოთებას გამოხატავს 4 მარტს დამტკიცებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც ასანქცირებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და უცხოური დაფინანსების სხვა მიმღებებს, უკრძალავს მათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანებას და საჯარო თანამდებობებზე კენჭისყრას, კიდევ უფრო ზღუდავს საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას სამოქალაქო საზოგადოებისთვის და კრიმინალად აცხადებს აქტივობებს, რომლებიც მთავრობის "დელეგიტიმაციადაა" მიჩნეული.
ახალ კანონმდებლობას გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებზე დამღუპველი გავლენა ექნება და მკაცრად შეზღუდავს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მონაწილეობას. კანონის ფართო მასშტაბმა, შესაძლოა, პოტენციური გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებზე, არამედ ცალკეულ ექსპერტებზე, კონსულტანტებსა თუ მომსახურების მიმწოდებლებზე.
მკაცრი სისხლისსამართლებრივი სასჯელები, ისევე როგორც ფართოდ და ბუნდოვნად განსაზღვრული ტერმინები, როგორიცაა "მასობრივი დაუმორჩილებლობა" ან "ექსტრემიზმი", რაც შესაძლოა გახდეს სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი, არ შეესაბამება კანონის უზენაესობის სტანდარტებს სამართლებრივი გარკვეულობისა და პროგნოზირებადობის შესახებ და შეიცავს თვითნებური აღსრულების რისკს. ნებისმიერი უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია მთავრობის წინასწარი ნებართვის გარეშე, რაც ითვალისწინებს სასჯელს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, არის არაპროპორციული ზომა, რომელიც ძირს გამოუთხრის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას", — წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ODIHR ასევე აღნიშნავს, რომ ოფისი კვლავ სთავაზობს საქართველოს მხარდაჭერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონები საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და ყველა მოქალაქის უფლება იყოს დაცული.
"მანამდე ODIHR ამბობდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობის მარეგულირებელმა კანონმდებლობამ შესაძლოა მკაცრად შეზღუდოს მათი საქმიანობა. 2025 წლის მარტში ოფისმა ასევე გამოხატა შეშფოთება დემონსტრაციებისა და შეკრების სხვა ფორმების რეგულირების ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ გათვალისწინებული სანქციები ზედმეტად მკაცრი და შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან.
ეუთოს ყველა სახელმწიფომ აღიარა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა განვითარებული და აყვავებული დემოკრატიისთვის. ისინი ასევე შეთანხმდნენ, პატივი სცენ პოლიტიკური პარტიების დაფუძნების უფლებას და უზრუნველყონ "გარანტიები, რათა მათ შეძლონ ერთმანეთთან კონკურენცია თანაბარი მოპყრობის საფუძველზე".
ოფისი კვლავ სთავაზობს საქართველოს მხარდაჭერას იმის უზრუნველსაყოფად, რომ კანონები საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს და ყველა მოქალაქის უფლება იყოს დაცული", — წერია ODIHR-ის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ცვლილებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და 3 წლამდე პატიმრობით ისჯება, ამას გარდა დასჯადი ხდება გრანტების შესახებ კანონის დარღვევა და ბიზნეს სუბიექტის პოლიტიკური აქტივობა.
ასევე სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი მუხლი — "ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ".
ეს მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში თუ პირი საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოუწოდებს. ამ მუხლის დარღვევა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს.
კანონს ხელი მიხეილ ყაველაშვილმა 4 მარტს მოაწერა, რის შემდეგ ის ძალაშია.
- ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
- ვახუშტი მენაბდე: შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო.
- შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი — საბა ბრაჭველი "გრანტების კანონში" ცვლილებებზე
- "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს" მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა
- Amnesty International: გრანტების შესახებ კანონში ცვლილება ავტორიტარული პრაქტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს
- პეტერ ფიშერი: უცხოური ძალის აგენტების და გამჭვირვალობის შესახებ კანონებით, გრანტების შესახებ კანონით EU-ში ვერ გაწევრიანდებით
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა AI ქალსაც AI კაცზე ნაკლებს უხდიან? — კვლევაში იოჰანი იოჰანაზე "შემოსავლიანი" ასისტენტი აღმოჩნდა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსეთში გადავიდა სამუშაოდ
გადახედვა
კომენტარები