სარა ჯ. მაასი განმარტავს, რატომ შეწყდა ეკლებისა და ვარდების სამეფოს ეკრანიზაციაზე მუშაობა
ფოტო: Beowulf Sheehan / The New York Times
ცნობილი ამერიკელი მწერალი სარა ჯ. მაასი სულ ახლახან ალექს კუპერის პოპულარულ პოდკასტში იყო სტუმრად. ინტერვიუს, რომელშიც მაასმა მკითხველების არაერთ შეკითხვას უპასუხა, ამ დროისთვის უკვე 1,8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რაც მას კუპერის პოდკასტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეპიზოდად აქცევს. მწერლის ყველაზე ცნობილი სერიაა ეკლებისა და ვარდების სამეფო, რომლის პირველი წიგნიც 2015 წელს გამოიცა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ იქცა ტიკტოკის ტრენდად და თანამედროვე ლიტერატურის ნამდვილ ფენომენად.
წლების განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ ეკლებისა და ვარდების სამეფოს (ინგლისური აბრევიატურით ACOTAR) ეკრანიზაციაზე მუშაობა მიმდინარეობდა. თავდაპირველად იგეგმებოდა ფილმის გადაღება, მოგვიანებით კი, 2021 წელს, წიგნების სატელევიზიო ადაპტაციის უფლება Hulu-მ მოიპოვა. პროექტზე სერიალ Star Trek-ისა და Outlander-ის შემქმნელს, რონ მურს, უნდა ემუშავა, მაგრამ სცენარისტმა და პროდიუსერმა მოგვიანებით პოზიცია დატოვა. Hulu-მ 2024 წლის თებერვალშიც დაადასტურა, რომ სერიალზე მუშაობდნენ, მაგრამ მერე გაირკვა, რომ პროექტი საბოლოოდ დაიხურა. თუმცა, როგორც პოდკასტიდან შევიტყვეთ, მაასს ეს დიდად არ აღელვებს. მეტიც...
"ყველაფერზე დავიბრუნე უფლებები", — აღნიშნავს მწერალი, რომელსაც "რომანტეზის [სასიყვარულო და ფენტეზის ჟანრების ნაზავი] დედოფალს" უწოდებენ, — "ბოლო წლებში ამაზე ვიყავი გადართული და ალბათ მალე უფრო მეტსაც ვილაპარაკებ ამ საკითხზე, მაგრამ ახლა წიგნებზე ვარ კონცენტრირებული. თან, დიდი ხანია, რაც თქვენთვის ახალი არაფერი არ შემომითავაზებია, ასე რომ, ჩემი პრიორიტეტი ამჟამად ეგ არის".
ეკლებისა და ვარდების სამეფოს ამ დროისთვის ბოლო, მეხუთე წიგნი, ვერცხლისფერი ალის სამეფო, 2021 წელს გამოიცა, ასე რომ, ავტორი მართალია — მკითხველები უკვე დიდი ხანია, საყვარელი ამბის გაგრძელებას ელოდებიან. თუმცა, ეს მოლოდინი ნამდვილად დაუფასდებათ: სერიის მეექვსე და მეშვიდე წიგნები სულ მალე, ერთიმეორის მიყოლებით გამოვა: ერთი წლევანდელ ოქტომბერში, მეორე კი — 2027 წლის იანვარში.
"ნებისმიერ ეკრანიზაციას ჩემი შექმნილი სამყაროების ახლებური რაკურსით გაცოცხლებად მივიჩნევ", — ხსნის მაასი, — "და მსურს, ამ ყველაფერს ვხელმძღვანელობდე: თავადვე ვარკვევდე და ვსწავლობდე თითოეულ დეტალს. ცოტათი ზედამხედველობის მანია მაქვს, მაგრამ მინდა, ვიცოდე, რა როგორ გაკეთდება. გაკონტროლების მიზნით იმდენად არა, რამდენადაც სერიალებისა და ფილმების მიმართ ჩემი სიყვარულის გამო. მინდა, შემოქმედებითი პროცესის მონაწილე ვიყო და ვნახო, რომ ყველაფერი ისე ცოცხლდება, როგორც თავად წარმოვიდგენდი და როგორც ვიცი, რომ ფანებს ეს უნდათ".
ეკლებისა და ვარდების სამეფო ქართულად 2019 წელს ითარგმნა (მთარგმნელი — ნინო შეყილაძე, გამომცემლობა პალიტრა L). გამოცემის გარეკანისთვის ჭიშკრის ერთგვარი მოდელი შეიქმნა, რომლის მიღმაც კიდევ ერთი ყდა იმალება.
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L / თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
როგორც ირკვევა, მაასი ეკრანიზაციებში დრამატული ცვლილებების წინააღმდეგია. ამბობს, არ მინდა, რამე მხოლოდ იმიტომ შეიცვალოს, რომ ამა თუ იმ დემოგრაფიული ჯგუფის ინტერესებს მოერგოსო: "არა, ხელოვნებას ასე არ ქმნიან. ჩემს ამბებს ასე არ ვქმნი. ამდენად, როცა ამას [ეკრანიზაციას] გავაკეთებ, მთელი მონდომებით შევეცდები, რომ ყველაფერი სწორი მიმართულებით წავიდეს.
"ეს ჩემი მემკვიდრეობაა. მკითხველები ამ ამბებსა და პერსონაჟებს ჩემი წიგნებით ეცნობიან, მაგრამ აუცილებელია, რომ ადაპტაციაც შესაფერისი იყოს. დაუშვებელია, ვიღაცის ინტერპრეტირებული ამბავი გახდეს".
ეკლებისა და ვარდების სამეფო ზღაპრულ და ფოლკლორულ ელემენტებს ახლებურად აცოცხლებს. ამბის მთავარი გმირი მოკვდავი მონადირე ფერაა, რომელიც ტყეში მგლად გარდასახულ ფერიას მოკლავს, ამიტომ, მას დაატყვევებენ და პრითიენის ჯადოსნურ სამყაროში წაიყვანენ. პრითიენი შვიდ სამეფოდ იყოფა: გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომის, ზამთრის, დღის, განთიადისა და ღამის. თითოეულ სამეფოს საკუთარი პოლიტიკური სისტემა, მაგია და კულტურა გამოარჩევს.
მაასის წიგნები მსოფლიოში 75 მილიონზე მეტ ეგზემპლარადაა გაყიდული და თარგმნილია 40 ენაზე, მათ შორის, ქართულად. ქართულ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ეკლებისა და ვარდების სამეფოს პირველი ორი წიგნი და მაასის კიდევ ერთი პოპულარული ფენტეზი საგის, შუშის ტახტის, ორი ნაწილი.
თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია სავაჭრო ბრუნვაში საქართველოს მთავარი პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა
-
აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო 5 წიგნი, რომლებიც ადამ სმითამდე და კანტილონამდე უნდა წაიკითხო
გადახედვა
-
შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს შექმნეს დნმ-ზე დაფუძნებული კომპიუტერი, რომელიც ენერგიის მუდმივი წყაროს გარეშე მუშაობს
გადახედვა
-
არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო არა, ყოველთვის "ხაზზე" არ უნდა იყო: რატომ არ ხარ ვალდებული, შეტყობინებას მოსვლისთანავე უპასუხო
-
მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა მოდიფიცირებულმა პრობიოტიკმა თაგვებში კოლორექტული სიმსივნეების 43% სრულად გაანადგურა
გადახედვა
-
დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია დეპრესიის სამკურნალოდ სახლში გამოსაყენებელი მოწყობილობა აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ გარემოვაჭრეები "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ
გადახედვა
-
გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე გვექნება შესაძლებლობა, გავაჟღეროთ საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები — მაკა ბოჭორიშვილი UNGA-ზე
გადახედვა
-
რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს რამზან კადიროვი ჩეჩნეთის ლიდერად მეხუთე ვადით აირჩიეს
გადახედვა
-
21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები 22 სექტემბერს, 17:00-ზე, სკოლის შენობასთან აქციას გამართავენ
გადახედვა
-
USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი USDT—ის შეძენა და გადარიცხვა Silk Bank—ის მობილბანკში 0% საკომისიოთია შესაძლებელი
-
ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ ქართლის ამბები: ხაშურის მე-4 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც 5 წელია სკოლის აშენებას ელოდებიან, მე-7 სკოლიდანაც ასახლებენ
გადახედვა
-
პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა პაპუაშვილის თქმით, გიორგი გველესიანზე "წნეხი" ადასტურებს, რომ სპორტსმენებზე "წნეხის" შესახებ მან სიმართლე თქვა
გადახედვა
-
15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს 15 წლის შემდეგაც კი, იაპონელი კაცი ცუნამის დროს გაუჩინარებულ ცოლს წყალქვეშ ეძებს
გადახედვა
კომენტარები