მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ მის ვიდეო რგოლს ბევრი სევდიანი კომენტარი მოჰყვა.

"ჩემი ზოგიერთი უკრაინელი მეგობარი გლოვობს, რომ უკრაინას ვემშვიდობები. მინდა მათ ვუთხრა: თავი აწიეთ! ჩვენ ვიბრძოლებთ აქაც და იქაც! ჩვენ გავიმარჯვებთ აქაც და იქაც! ჩემთვის ჩვენი ორი ქვეყნის ბედი განუყოფელია. ჩემთვის ეს ერთი ბრძოლაა. და ეს იქნება ერთი საერთო გამარჯვება!"

ვიდოე რგოლში სააკაშვილი უკრაინას ემშვიდობება და საქართველოში დაბრუნებას გვპირდება.

წინასაარჩევნო ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ქართველ ხალხს ბოდიშს უხდის დაშვებული შეცდომების გამო