Facebook ყალბი სამედიცინო ინფორმაციის მხოლოდ 16%-ს ბლოკავს
ინტერნეტში ყოველდღიურად ცრუ ინფორმაციის ძალიან დიდი რაოდენობა ვრცელდება, რაც ერთობ პრობლემურია. ამის გათვალისწინებით, სოციალური ქსელები, და მათ შორის ფეისბუქიც, ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლას ცდილობენ.
Business Insider-ის ცნობით, ამ პლატფორმაზე გავრელებული ცრუ ინფორმაციის 84% ხელულხებელი რჩება და პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.
ეს კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციამ, Avaaz-მა ჩაატარა. ანგარიშში წერია, რომ "გაპარული" ცრუ ან გადაუმოწმებელი ინფორმაცია საჯარო ჯანდაცვისთვის და კეთილდღეობისთვის "სერიოზული საფრთხეა".
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც Facebook ცრუ ინფორმაციას ვერ ამჩნევს, პირველადი წყაროს თარგმანია. მაგალითად წარმოვიდგინოთ შემთხვევა, როცა რაღაც ცრუ ინფორმაცია თავდაპირველად ინგლისურად გავრცელდა და მოგვიანებით ის ვიღაცამ პოლონურად გადათარგმნა. ასეთ შემთხვევაში, პირველწყაროს სიცრუის გამოაშკარავების მიუხედავადაც კი, თარგმანი, დიდი ალბათობით, სოციალურ ქსელში ხელუხლებელი დარჩება.
Aavaz-ში ამბობენ, რომ Facebook-ის განცხადებები ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლის ეფექტიანობაზე მცდარია. ჯანდაცვის წარმომადგენლები მედიცინაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემად ახლა, პანდემიის პირობებში აღიქვამენ, როცა სოციალური პასუხისმგებლობა COVID-19-ის გავრცელებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს.
კრიტიკის მიუხედავად, BBC-სთან ინტერვიუში, Facebook-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Aavaz-ის კვლევა "არ ასახავს ნაბიჯებს", რომელიც სოციალური მედიის გიგანტმა ყალბი ინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლისთვის გადადგა. Aavaz-ში კი ამბობენ, რომ Facebook-ის ალგორითმი საჯარო კეთილდღეობისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
კომენტარები