კომუნიკაციების კომისიამ ფორმულას წინააღმდეგ საზმაუს საჩივარი წარმოებაში მიიღო
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარის საავტორო უფლებების ნაწილი წარმოებაში მიიღო.
კომისიამ მოსამზადებელ სხდომაზე იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით სარჩელს წარმოებაში ვერ მიიღებს, რადგან აქ მისი კომპეტენცია არ ვრცელდება. იგივე ეხება ქცევის კოდექსს, რადგან კომისია ამბობს, რომ ამ მიმართულებით არხის თვითრეგულირების ორგანომ უნდა იმსჯელოს.
კომისიის წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე განმარტა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელი ეხებოდა როგორც საავტორო უფლებებს, რაც ლოგოს გამოყენებას გულისხმობს, ასევე, მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, რადგან, საზმაუს მტკიცებით, გადაცემა ფსკერმა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა.
საპასუხოდ, ფორმულამ წარადგინა მტკიცებულებები, რომლის მიხედვით, გადაცემას სატელევიზიო ეთერში ჰქონდა როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე, ფორმულას ლოგო, შესაბამისად, ის მაყურებელს შეცდომაში ვერ შეიყვანდა. ამასთან, იგივე ვიდეო მასალა განთავსდა ტელეკომპანიის Facebook გვერდზე, სადაც ფორმულას ლოგო არ ჰქონდა, თუმცა ტელეკომპანია მიუთითებს, რომ ინტერნეტის რეგულირება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილება არ არის.
გარდა ამისა, ფორმულას მტკიცებულებებს შორის არის ამერიკული არხის, NBC-ის გადაცემა, რომლშიც FOX NEWS-ის პაროდია იყო და მის ლოგოს იმეორებდნენ.
ფორმულას წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ საჩივარი ორივე ნაწილში დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი და არსებით განხილვაში არ მიიღონ. ეთერ ქათამაძემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზეც.
"ფსკერი არის იუმორისტული ჟანრის გადაცემა და პაროდიის განხილვა საავტორო უფლების ჭრილში არ არის მართებული. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დაირღვა, უნდა მიმართოს სასამართლოს. მარეგულირებელი კომისიის მიერ სარჩელის წარმოებაში მიღება ნიშნავს იმას, რომ მოხდება გადაცემის შინაარსში შესვლა, რაც გამოიწვევს ცენზურას და შესაძლოა, ისეთ უფლებას შეექმნას საფრთხე, როგორიცაა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება", — თქვა ქათამაძემ.
რაც შეეხება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის კუთხით პრეტენზიებს, ქათამაძემ მიუთითა, რომ ამას თვითრეგულირების მექანიზმი არეგულირებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია ფორმულას მიმართოს, თუ მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა.
ეთერ ქათამაძემ ისაუბრა მაყურებლის შეცდომაში შეყვანის შესახებ განცხადებაზეც და აღნიშნა:
"იუმორისრტული ჟანრის სკეტჩის მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არარეალურია და არ არსებობს ლეგიტიმური საფუძველი, რომ ვინმე შეიძლება შეცდომაში შესულიყო".
სხდომაზე ჩაერთო გადაცემა ფსკერის ავტორი და წამყვანი, ნიკა ქავთარაძეც. მისი განმარტებით, პაროდიის პრინციპი სწორედ ისაა, რომ არ იყოს წარწერა "პაროდია", ისევე, როგორც მიმდინარე სხდომას არ აწერია "სერიოზული სხდომა".
ამასთან, ქავთარაძის თქმით, გადაცემაში იყვნენ უცნობი მსახობები და მაყურებელს ისინი მრავალი მილიონით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტები ვერ ეგონებოდა და თუ ასე მოხდებოდა, ეს მაუწყებლისვე "პრობლემაა".
ნიკა ქავთარაძემ თქვა ისიც, რომ საავტორო უფლებებს რეალურად საზოგადოებრივი მაუწყებელი არღვევს, რომელმაც უცხო ქვეყნის კონტენტი თარგმანის გარეშე გამოიყენა. თუმცა სხვა დეტალებზე მას არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ ვიდეოს კვირას, გადაცემა ფსკერში წარმოადგენს.
სხდომაზე საზოგადოებრივ მაუწყებელს დიმიტრი ბერძენიშვილი წარმოადგენდა, რომელიც მიიჩნევს, რომ ფორმულამ დაარღვია როგორც საავტორო უფლებები, ისე მაუწყებელთა ქცევის კოდექსი. მისი თქმით, საზმაუ იუმორს და სარედაქციო პოლიტიკას პატივს სცემს და სიტყვის თავისუფლების კუთხით სტანდარტებსაც აწესებს. ბერძენიშვილის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ მასალა არ უნდა გავრცელდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფუთვით.
სხდომის ბოლოს კახა ბექაურმა აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისია თვითრეგულირების საკითხებს, ასევე, ფეისბუქს არ არეგულირებს, ხოლო საავტორო უფლებების ნაწილში განხილვის კომპეტენცია აქვს. მისივე თქმით, ეს მასალის შინაარსში შესვლა არ იქნება.
საქმეზე არსებითი განხილვა 2020 წლის 27 აგვისტოს ჩაინიშნა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები