გიორგი გახარია

8 Jan. 2025, 20:55

"ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

ერთი შეხედვით, ღიმილისმომგვრელი თეორიები "გლობალური ომის პარტიასა" და "დიფ სთეითზე", სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიის გახსნის მცდელობა, თავდაპირველად უწყინარ იუმორისტულ ჟანრში, შემდეგ კი - თავიანთი პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმით, ადამიანებისგან სასურველი ქცევების მისაღწევად.

რეჟიმის გადასარჩენად "ოცნება" აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ: ის ცდილობს შეცვალოს ქართული კულტურული და ეროვნული კოდები: მტერს დაარქვას მოყვარე - მოყვარეს მტერი, მეგობარი გამოაცხადოს აგრესორად და მტერს მოუხადოს ბოდიში, ერთგულებას და ქვეყნის მსახურებას უწოდოს ღალატი, ღალატს კი - პატრიოტიზმი, ადამიანზე ძალადობა გაასაღოს ღირსებად და ამისთვის დააწესოს ჯილდო.

ეს, ერთი შეხედვით, შეშლილი თეორიები, რეჟიმის ეფექტური ინსტრუმენტების პირობებში, შესაძლოა, ერთ დღესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობად იქცეს. ამიტომ, სისტემურად და თანმიმდევრულად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სინამდვილეში "ოცნება" ნიშნავს სიღარიბეს, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, კორუფციას, ნარკომანიასა და კრიმინალს, უსამართლობას და დაუსჯელობას, ახალგაზრდებისგან დაცლილ ქვეყანას, ეს ყველაფერი - სახელმწიფოს ღალატის შედეგია.

უნდა ვესაუბროთ ყველას, პირველ რიგში კი მათ, ვინც ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეა, რათა ისინი არ დავტოვოთ მარტო რეჟიმთან უთანასწორო ჰიბრიდულ ომში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  3. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. საქართველოში 17 წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს თორნიკე რაზმაძეს კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი კობახიძის შეურაცხყოფას ედავება

აქტივისტ თორნიკე რაზმაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინიტრო კრემლის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანისა და ირაკლი…