მანქანის ზომის ასტეროიდმა დედამიწას ისე ჩაუფრინა, რომ ასტრონომებმა ის ვერც კი შენიშნეს
16 აგვისტოს დედამიწას მანქანის ზომის ასტეროიდმა 2,950 კილომეტრის დაშორებით ჩაუფრინა — ეს მანძილი ყველაზე ახლოა მათ შორის, რაც ოდესმე დაფიქსირებულა.
იმ შემთხვევაში, თუკი ასტეროიდი დედამიწას დაეჯახებოდა, მისი ზომის გამო იგი ადამიანებისთვის საშიში არ იქნებოდა. თუმცა ჩვენს პლანეტასთან მისი ასე ახლო მანძილზე მოსვლა მაინც ანგარიშგასაწევი პრობლემაა, რადგან ასტრონომებმა მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც მან დედამიწას ჩაუარა. ასტეროიდი პირველად პალომარის ობსერვატორიაში, ჩავლიდან ექვსი საათის შემდეგ შენიშნეს. ამ ასტეროიდს ZTF0DxQ ეწოდა, თუმცა ფორმალურად იგი ცნობილია როგორც 2020 QG.
NASA-სთვის დედმიწასთან მსგავსად ახლოს მყოფი ასტეროიდების მხოლოდ ნაწილია ცნობილი. ბევრი მათგანი ტელესკოპის ხედში საერთოდ ვერ ხვდება, რამდენიმე პოტენციურად საშიში ასტეროიდი კი ბოლო წლებია, მეცნიერებს განსაკუთრებით აწუხებთ.
კონკრეტულად 2020 QG ძალიან საშიში ნამდვილად არ ყოფილა. ასტრონომების მიხედვით, ობიექტი 2 მეტრიდან 5,5 მეტრამდე სიგანის იყო — დაახლოებით პატარა მანქანის ზომის. მათი თქმით, თუკი ასტეროიდი ბევრი რკინისგან შედგებოდა, დედამიწამდე მისი მხოლოდ პატარა ნაწილი თუ მოაღწევდა, რადგან იგი ატმოსფეროშივე აფეთქდებოდა. საჰაერო აფეთქება TNT-ის (ტრინიტროტოლუოლის) რამდენიმე ათეული კილოტონის აფეთქების ტოლფასი იქნებოდა — ეს დაახლოებით იგივეა, რაც 1945 წელს იაპონიაში ჩამოგდებული ატომური ბომბი.
2019 წლის ივლისში 130 მეტრი სიგანის ასტეროიდმა სახელად 2019 OK დედამიწას 72,400 კილომეტრის დაშორებით ჩაუფრინა. ასტრონომებმა იგი ჩაფრენამდე ერთი კვირით ადრე აღმოაჩინეს და ინტერვიუში განაცხადეს, რომ იგი უბრალოდ, არსაიდიან გამოჩნდა. იმ შემთხვევაში, თუკი ასტეროიდი ქალაქის თავზე ჩამოვარდებოდა, იგი ათასობით ადამიანს შეიწირავდა.
NASA აქტიურად მუშაობს, რათა მსგავსი საფრთხე ავიცილოთ თავიდან. სააგენტომ 2019 წლის მაისში განაცხადა, რომ მათ ნავარაუდები 25 ათასი ობიექტიდან მხოლოდ ნახევარზე ნაკლები იპოვეს.
კომენტარები