ოკუპირებულ რეგიონებში მედია Covid-19-ის მთავარ საფრთხედ საქართველოს წარმოაჩენს — GCSD
ფოტო: ნინო გოგუა / OC Media
საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრმა შეისწავლა, რა ინფორმაციას ავრცელებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მედია კორონავირუსის პანდემიის შესახებ. საკვლევი დროის განმავლობაში GCSD შემდეგ მედია პლატფორმებს აკვირდებოდა:
- სპუტნიკ აფხაზეთი;
- სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი;
- Apsua.tv — აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო ტელევიზია;
- GAL TV — გალის რაიონული ტელევიზია;
- IR — სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია.
კვლევის მთავარი კითხვა იყო, სვამდა თუ არა მედია კრიტიკულ კითხვებს, აშუქებდა თუ არა პანდემიის საფრთხეებს ობიექტურად და ლაპარაკობდნენ თუ არა მოსახლეობის შიშზე, რომელიც ჯანდაცვის სისტემას უკავშირდებოდა. აღმოჩნდა, რომ ჩამოთვლილი მედია ორგანიზაციები მეტწილად, დე ფაქტო მთავრობისა და რუსეთის მესიჯების გამტარები იყვნენ, რომლის თანახმადაც, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან საზღვრების ჩაკეტვა აუცილებელი იყო, მაშინ, როცა ამავე პერიოდში რუსეთში გაცილებით მეტი ინფიცირებული ფიქსირდებოდა. გარდა ამისა, სწორედ პანდემიის პერიოდში, გუდაუთისა და ცხინვალი სამხედრო ბაზებზე მოსახვედრად რუსეთის ფედერაციის ასობით სამხედრო კვეთდა საზღვარს. იქ არსებული თითოეული სამხედრო ბაზა კი სამხედრო ქალაქს ქმნის, რაც ინფიცირების საფრთხეს ზრდის.
კვლევის თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედია თებერვლისა და მარტის თვეში ავრცელებდა ინფორმაციას რუსეთში ჩატარებული მასობრივი, კულტურული თუ სპორტული ღონისძიებების შესახებ, რომელიც, თითქოს, საფრთხეს სრულებითაც არ წარმოადგნედა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ დიდი დრო დაეთმო საქართველოს, ამერიკისა და ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედიამ აქტიურად აიტაცა დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველო ამერიკელ ინსრუქტორებთან ერთად ვირუსის გავრცელების არეალს აფართოებდა. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, იქ მედია საქართველოსა და განსაკუთრებით გალის რაიონს ვირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ წარმოაჩენდა. მეორე მხრივ კი, არაფერს ამბობდა, რატომ თქვა დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარი და არაერთი თხოვნის მიუხედავად, რატომ ვერ მიიღო პანდემიის დროს რუსეთის ფედერაციისგან ის დახმარება, რაც სჭირდებოდათ. რუსეთმა დე ფაქტო მთავრობებს სამედიცინო დახმარების ნაცვლად, შავი ზღვის ფლოტის რადიაციულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხესთან მებრძოლი დანაყოფი გაუგზავნა.
რაც შეეხება კვლევის მეთოდებს, GCSD-მ, ჩამოთვლილი მედია პლატფორმების მიერ მომზადებული 317 მასალა შეისწავლა, გააანალიზა და ძირითადი გზავნილები გამოკვეთა.
აფხაზეთის საინფორმაციო პლატფორმების გზავნილები
თებერვალი
აფხაზეთში COVID 19-ის შემოღწევის მთავარი საფრთხე საქართველოდან
მოდის
კვლევის თანახმად, მასალების მცირე ნაწილი, რომელიც ამ საკითხზე მომზადა, ოკუპირებული აფხაზეთისთვის მთავარ საფრთხედ საქართველოს ასახელებდა და წერდა ამკრძალავ ზომებზე, რომელიც ენგურის ხიდთან არსებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიიღეს. ეს ეხებოდა როგორც ე.წ. საზღვრის დაკეტვას, ასევე, ადგილზე არსებულ სპეციალურ სამედიცინო კონტროლს.
მიუხედავად იმისა, რომ თებერვლის ბოლოს ცნობილი გახდა კორონავირუსით
რუსეთში მოქალაქეთა ინფიცირების შესახებ, ოკუპანტ ქვეყანასთან ე.წ საზღვრის ჩაკეტვის საჭიროება, როგორც მსჯელობის საგანი, არც მედიას და არც დე ფაქტო უწყებებს, საჯაროდ არ უხსენებიათ.
საზღვარი ფსოუზე — რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთს საფრთხე არ ემუქრება
კვლევის შედეგები გვაჩვენებს, რომ არ გამართულა დისკუსიები იმის თაობაზე, რატომ არ იკეტება ან რატომ არ კონტროლდება სამედიცინო თვალსაზრისით ე.წ საზღვრის ფსოუს მონაკვეთი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთს და რუსეთის ფედერაციას აკავშირებს. ამ დისკურსის ნაცვლად, აქცენტი გაკეთდა დე ფაქტო უწყებების დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც აფხაზეთში შემოსვლას უკრძალავადა ტაჯიკეთის, უზბეკეთის, კორეის, ჩინეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეებს.
აფხაზეთი ჩვეული რეჟიმით აგრძელებს ცხოვრებას
22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.
შესაბამისად, ადგილობრივი პოლიტიკური ძალებისთვის თებერვალი და მარტი გახლდათ წინსაარჩევნო პერიოდი, რომელსაც თან ახლდა ხალხმრავალი ღონისძიებები. კვლევაში აღნიშნულია, რომ გარდა პოლიტიკური ხასიათის აქტიურობისა, ადგილობრივები ჩვეული რიტმით აგრძელებდნენ ცხოვრებას — ტარდებოდა სპექტაკლების პრემიერები, კონფერენციები და სპორტული ღონისძიებები.
მარტი
რესპუბლიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა არჩევნები და პოლიტიკური
პროცესებია
მაშინ, როდესაც მსოფლიოში მთავარი თემა COVID-19 იყო, აფხაზეთში მარტის ბოლომდე მთავარი აქცენტი მაინც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გაკეთდა. კვლევაში თანახმად, მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაჩნდა დისკუსია იმის შესახებ, რომ სხვადასხვა თავყრილობა და აქტივობა ვირუსის გავრცელების მაღალ რისკს ქმნიდა. მარტის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველ შემთხვევაზე, რასაც გალის რაიონის ჩაკეტვა და სოციალურ ქსელებში ინფიცირებული ადამიანის მიმართ დისკრიმინაციული კომენტარების ტალღა მოჰყვა.
რუსეთის ფედერაციის დაწესებული შეზღუდვები, ობიექტური რელობითაა
განპირობებული
GCSD-ის კვლევაში ნათქვამია, რომ საინფორმაციო პლატფორმებმა კრიტიკული აქცენტებისა და კითხვების გარეშე გააშუქეს რუსეთის ფედერაციის მიერ როგორც საზღვრის ჩაკეტვის, ასევე სამედიცინო ნაწარმის ქვეყნიდან გატანის აკრძალვის გადაწყვეტილებები. მონიტორინგის ობიექტი საინფორმაციო პლატფორმების მიერ არ დაისვა კითხვები, რატომ შეეხო რუსეთის ფედერაციის აღნიშნული შეზღუდვა აფხაზეთს მაშინ, როდესაც ის რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა? ასევე, რატომ ვერ მიიღო აფხაზეთმა სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარება რუსეთის ფედერაციისგან?
რუსეთის ფედერაციისგან აფხაზეთს საფრთხე არ ემუქრება — საზღვარი ფსოუზე კონტროლდება
მიუხედავად იმისა, რომ მარტში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რუსეთის ფედერაციაში ყოველდღიურად იზრდებოდა, ეს საკითხი მათ კონტროლირებადი საინფორმაციო პლატფორმებით არ გაშუქებულა — ვკითხულობთ კვლევაში. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ფსოუს მონაკვეთი ეფექტურად კონტროლდება და ამისთვის საკონტროლო პუნქტთან თერმოსკრინინგის დისტანციური-ლაზერული აპარატი განათავსეს. გაურკვეველი დარჩა, რომელმა ორგანიზაციამ გადასცა აფხაზეთის ე.წ ჯანდაცვის სამინისტროს აღნიშნული სამედიცინო ხელსაწყო. თუ სხვა შემთხვევებში მითითებული იყო სამედიცინო ტვირთის გამომგზავნი, იქნებოდა ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, აფხაზების დიასპორა მოსკოვში თუ ადგილობრივი მეწარმეები, ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებით საკითხი გაურკვეველი დარჩა.
აფხაზეთს საერთაშორისო ორგანიზაციები ეხმარებიან
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური პარტიები და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები საუბრობენ აფხაზეთში გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებებზე, მსგავსი ინფორმაცია, ოკუპირებული ტერიტორიების საინფორმაციო პლატფორმებზე არ გაჟღერებულა. დროის მოცემულ პერიოდში წერდნენ მხოლოდ საერთაშორისო ორაგნიზაციების მიერ აღმოჩენილ დახმარებაზე. ასევე, ადგილობრივი მეწარმეების და დიასპორის გამოგზავნილ ჰუმანიტარულ ტვირთზე.
გალის რაიონი წარმოადგენს კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხეს
კვლევაში ნათქვამია, რომ გალის რაიონის საფრთხესთან ასოცირება მარტის თვეშიც აქტიურად ხდებოდა. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები აქტიურად საუბრობდნენ გალის რაიონში კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე. მათი დაწესებული შეზღუდვები არ გამხდარა საინფორმაციო პლატფორმების კრიტიკული კითხვების საგანი. აფხაზეთის კორონავირუსის პირველ შემთხვევას გალის რაიონის ჩაკეტვა მოჰყვა, რასაც მოსახლეობის შიში და დაუცველობის განცდა ახლდა. ადამიანები სოციალური ქსელებში წერდნენ, რომ არსად აქვთ გასაქცევი — ვერც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავლენ და ვერც აფხაზეთის დაბალი ხარისხის ჯანდაცვას ენდობიან. სამწუხაროდ, მოქალაქეების ეს პრობლემა საინფორმაციო პლატფორმებმა არ გააშუქეს.
საქართველოს მხრიდან დახმარების შემოთავაზება პოპულიზმია
მარტის ბოლოდან საქართველოს სამთავრობო, სამოქალაქო სექტორმა, სამედიცინო საზოგადოებამ და კერძო პირებმა, აფხაზეთში მცხოვრებთათვის COVID-19-თან საბრძოლველად სხვადასხვა გზებით გაწეულ დახმარებაზე აქტიურად დაიწყეს საუბარი. კვლევამ აჩვენა, რომ, მიუხედავად ამისა, მსგავსი ინფორმაცია მონიტორინგის ობიექტ პლატფორმებზე არ გაჟღერებულა. პირიქით, საინფორმაციო პლატფორმები მოიცვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ ბრალდებებმა. დახმარების ყველა შეთავაზებას დე ფაქტო რეჟიმმა პოპულიზმი უწოდა.
აპრილი
აფხაზეთი COVID-19-ს საკუთარი ძალებით ეფეტურად ებრძვის
კვლევის თანხმად, ამ გზავნილმა საინფორმაციო პლატფორმების მომზადებული ათობით მასალა გააერთიანა. წერდნენ დე ფაქტო მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და პრაქტიკულად არ ისმოდა ამ ნაბიჯების შესახებ კრიტიკული კითხვები და მსჯელობა.
მოსკოვში არსებული აფხაზების დიასპორა, ადგილობრივი მეწარმეები და
საქველმოქმედო ჯგუფები გვეხმარებიან
საინფორმაციო პლატფორმები აქტიურად წერდნენ, რომ აფხაზების დიასპორამ მოსკოვში მათთვის სამედიცინო ნაწარმისა და აპარატურის შეძენა-გამოგზავნაში დიდი წვლილი შეიტანა. ასევე, საინფორმაციო სივრცე აქტიურად დაუთმეს საქველმოქმედო-საინიციატივო ჯგუფებს, რომლებმაც სხვადასხვა სახის ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება შეძლეს. კვლევის მიხედვით, მასალები არ მომზადებულა ქართული მხრიდან გაწეულ რაიმე სახის დახმარებაზე.
რუსეთის ფედერაცია გვეხმარება
GCSD-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ იმ ერთადერთ დახმარებას, რომელიც აპრილის თვეში ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთისგან მიიღო, მონიტირინგის ყველა ობიექტი აქტიურად გამოეხმაურა. გააშუქეს რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის რადიაციულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხესთან მებრძოლი დანაყოფის აფხაზეთში ჩამოსვლა, თუმცა არ დასვეს კითხვები: მოთხოვნილი სამედიცინო დახმარების ნაცვლად ,ამ ტიპის დახმარება რამდენად ადეკვატური იყო.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საინფორმაციო პლატფორმების გზავნილები
თებერვალი
მაღალია კორონავირუსის საქართველოდან შემოღწევის საფრთხე
კვლევაში ვკითხულობთ, რომ COVID-19-ის შესახებ პირველი საჯარო განცახდებებისას აქცენტი საქართველოზე გაკეთდა. დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. თანამდებობის პირები ვირუსის საქართველოდან "შემოღწევის საფრთხეზე" საუბრობდნენ. ე.წ რესპუბლიკის მთავარმა ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს, რადგან ვირუსთან დაკავშირებით, ფედერაციაში სიტუაცია კონტროლდება.
თებერვლის ბოლოს დაიკეტა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად დარჩნილი ერთადერთი, პერევის საკონტროლო-გამშვები
პუნქტი.
მასობრივი ხასიათის ღონისძიბებში მონაწილეობა საფრთხეს არ წარმოადგენს
კვლევის შედეგების მიხედვით, თებერვალში არაერთი პოლიტიკური, კულტურული თუ სპორტული ღონისძიება გაიმართა. საინფორმაციო პლატფორმები და ფაქტო რეჟიმის
წარმომადგენლები, დროის მოცემულ მომენტში, მასობრივ თავყრილობებს
COVID-19-ის გავრცელების მხრივ საფრთხედ არ აფასებდნენ.
COVID-19-ის გავრცელების მხრივ რუსეთის ფედერაცია საფრთხეს არ
წარმოადგენს
საინფორმაციო პლატფორმები და მათი რესპონდენტები ავრცელებდნენ გზავნილებს, რომელთა თანახმადაც, რუსეთის ფედერაციაში, ერთობლივ ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობა საფრთხეს არ წარმოადგენს.
მარტი
COVID-19-ის გავრცლების მთავარი საფრთხე საქართველოდან მოდის — დახმარების შემოთავაზებები პოპულიზმია
კვლევამ აჩვენა, რომ დეზინფორმაცია ვრცელდებოდა ლუგარის ლაბორატორიასა და საქართველოზე, როგორც ვირუსის გავრცელების მთავარ საფრთხეზე. აღნიშნულ განცხადებებს ახლდა ინფორმაცია საქართველოსთან ყველა "საზღვრის" ჩაკეტვის შესახებ. აგრეთვე, პოპულიზმად მიიჩნიეს შეთავაზებები დახმარების შესახებ. დე ფაქტო რეჟიმმა ადგილზე ჩასვლისა და მუშაობის შესაძლებლობა არ მისცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. დე ფაქტო უწყება აცხადებდა, რომ ამერიკელი ინსტუქტორები, ლუგარის ლაბორატორიის დახმარებით, ცდილობენ გააფართოვონ ვირუსის არეალი და მოიცვან მთელი რეგიონი.
რუსეთის ფედერაციის დაწესებული შეზღუდვები ობიექტური გარემოებებით
არის განპირობებული
რუსეთმა ჩაკეტა საზღვარი და ქვეყნიდან სამედიცინო ნაწარმის გატანა აკრძალა. რუსეთის ფედერაციამ გამონაკლისი არ დაუშვა ოკუპირებული რეგიონებისთვისაც, რომელთანაც დადებული აქვს ე.წ. სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება. კვლევის მიხედვით, კრიტიკის ნაცვლად, საინფორმაციო სივრცეში გავრცელდა გზავნილები იმის თაობაზე, რომ რუსეთის ფედერაცია უახლოეს პერიოდში დაეხმარება ე.წ. სამხრეთ ოსეთს სამედიცინო ნაწარმით. თუმცა, მარტის თვეში ოკუპირებულ რეგიონს სამედიცინო დახმარება რუსეთის ფედერაციისგან არ მიუღია.
აპრილი
ხელისუფლება ეფექტურად მუშაობს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ
მედიამ ყურადღება არ დაუთმო ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომუშავე ექიმს, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ექიმების რთულ პირობებზე წერდა. ამის ნაცვლად, მომზადდა ათობით მასალა ე.წ. მთავრობის ეფექტური მუშაობის შესახებ.
ბოლოს კი, კვლევის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედია ისევე, როგორც აფხაზეთისა, ვირუსის გამავრცელებელ მთავარ საფრთხედ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასა და ლუგარს მიიჩნევს, რომლითაც აუდიტორიას ვირუსის მზარდი საფრთხის ილუზია შეუქმნა.
-
"ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის კანონს კიდევ ამკაცრებს — ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრება იზღუდება "ოცნება" შეკრება-მანიფესტაციის კანონს კიდევ ამკაცრებს — ხალხის მოძრაობის ადგილას შეკრება იზღუდება
გადახედვა
-
10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი ქმნის განათლების შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის
-
ამ პროცესში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა — "ლელო" BBC-ის გამოძიებაზე ამ პროცესში უნდა მოხდეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა — "ლელო" BBC-ის გამოძიებაზე
გადახედვა
-
ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს ჯივიპი წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებასა და მოძველებული ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს
-
აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის აღმოაჩინეს 6 000 წლის თავის ქალა, რომელიც ლომის თავდასხმას გადარჩენილ ადამიანს ეკუთვნის
გადახედვა
-
ნეტფლიქსი Warner Bros. Discovery-ს ყიდულობს — რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? ნეტფლიქსი Warner Bros. Discovery-ს ყიდულობს — რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
გადახედვა
-
შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან? შინაური ცხოველის საზოგადოებრივ სივრცეში ალიკაპის გარეშე გაყვანის შემთხვევაში, დაჯარიმდებით — რა იცვლება კანონში 2026 წლიდან?
გადახედვა
-
პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში? პენსია იზრდება 20-დან 45 ლარამდე, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასის 10%-ით — რა წერია 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო კანონპროექტში?
გადახედვა
-
500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა — Helio AI-მ $1- მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა 500 Global in Eurasia-ს მონაწილე ქართულმა სტარტაპმა — Helio AI-მ $1- მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა
-
თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია თიბისისთვის განათლების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია
-
მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს მეცნიერებმა შექმნეს შავი ქსოვილი, რომელიც სინათლის 99.87%-ს შთანთქავს
გადახედვა
-
შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით შეიმსუბუქე ყოველდღიური ხარჯების ტვირთი თიბისის ერთგული საკრედიტო ბარათით
-
SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად
-
მექსიკაში ოთხკუთხა ფორმის თავის ქალა აღმოაჩინეს — ის 1400 წლის წინანდელია მექსიკაში ოთხკუთხა ფორმის თავის ქალა აღმოაჩინეს — ის 1400 წლის წინანდელია
გადახედვა
-
"ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაჟღერდა, არასრულია" — ნონა ქურდოვანიძე სუს-ის განცხადებაზე "ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რაც გაჟღერდა, არასრულია" — ნონა ქურდოვანიძე სუს-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს სომხეთში მეოთხე მაღალი რანგის სასულიერო პირი დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება ქმნის დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს — OSCE-ს 39 ქვეყნის განცხადება საქართველოში განსხვავებული აზრის წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება ქმნის დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს — OSCE-ს 39 ქვეყნის განცხადება
გადახედვა
-
ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ექიმების ნაწილი BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ყველა კითხვა, რაც არსებობდა, არსებობს ახლაც და აუცილებელია, ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება სალომე ზურაბიშვილი: ყველა კითხვა, რაც არსებობდა, არსებობს ახლაც და აუცილებელია, ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება
გადახედვა
- "შსს-ს კამიტი არასდროს შეუძენია" — სუს-მა BBC-ის გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა "შსს-ს კამიტი არასდროს შეუძენია" — სუს-მა BBC-ის გამოძიებაზე განცხადება გაავრცელა
-
თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია
გადახედვა








კომენტარები