10 შეცდომა, რომელსაც რემონტის დროს ვუშვებთ
როგორც იქნა, ბიუჯეტს თავი მოუყარე, იპოთეკა აიღე და სახლი იყიდე — ვაშაა! მაგრამ ახლა ყველაზე რთული ნაწილი იწყება: ეს სახლი შენი უნდა გახდეს. განურჩევლად იმისა, მთლიანად გსურს სახლის გარემონტება თუ, უბრალოდ, მცირეოდენ შენს ჭკუაზე მოწყობა, სახლის დიზაინის შეცვლა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე წარმოგიდგენია.
სახლის განახლების კონსულტანტისა და ინტერიერის დიზაინერის რჩევების გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირ 10 შეცდომას, რომელიც რემონტის დროს არ უნდა დაუშვა:
1. რემონტის ზედმეტად ადრე დაწყება
თუკი შესაძლებელია, სახლში ცოტა ხანი გეგმების შედგენამდეც იცხოვრე, საგულდაგულოდ რომ შეამოწმო ყველაფერი. შეისწავლე სახლის კონტურები და გაიგე, სად უნდა განთავსდეს ნივთები, სად უნდა იყოს სამრეცხაო კუთხე, საიდან ურტყამს მზე — ერთი სიტყვით, სახლის სული შეიგრძენი. ეს ყველაფერი დაგეხმარება იმის მიხვედრაში, თუ როგორი ცვლილებები უნდა დაგეგმო შენი სახლისთვის.
2. ბევრ ოთახზე ერთდროულად მუშაობა
ყველას, ვისაც ბიუჯეტში ჩატევა უწევს (ანუ, პრინციპში, ყველას), საცხოვრებელ სივრცეებზე ფოკუსირებას ვურჩევთ. რამდენიმე ოთახში ცოტ-ცოტას გაკეთება მარტო არამდგრადობისა და იმედგაცრუების შეგრძნებას დაგიტოვებს. შენი ყველაზე მეტი დრო და ენერგია იმ სივრცეს უნდა დაუთმო, სადაც ყველაზე მეტ დროს გაატარებ. ბიუჯეტი თუ ამის საშუალებას მოგცემს, სხვა სივრცეზეც გადაინაცვლე.
3. დანახარჯების გაუთვალისწინებლობა
საქმეთა უმრავლესობა მოსალოდნელზე უფრო მეტი დაჯდება და მეტხანს გაგრძელდება, ამიტომ ყოველთვის დაუმატე 20 პროცენტი შენი წარმოდგენით გათვალისწინებულ ბიუჯეტს. საკმარისი სახსრები თუ არ გაქვს, გამოაკელი რაღაც სამუშაოები და საბოლოოდ თუ პროგნოზებს აჯობებ, ძალიანაც კარგი!
4. ხარისხზე დაზოგვა
ფული განსაკუთრებით ისეთ რაღაცებზე უნდა დახარჯო, რასაც ყოველდღე ეხები. მაგალითად, კარები, ონკანი, საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოები, სამზარეულოს კარადა. ნივთებზე შეხება ყოველდღიურად შეგახსენებს შენი სახლის საიმედოობასა და ხარისხს.
მეორე მხრივ კი, ნუ გეგონება, რომ ყველაზე დიდ ნივთებზე ყველაზე ბევრი უნდა დახარჯო — პატარა და ლამაზმა ბალიშებმა, შესაძლოა, საშუალო ხარისხის დივანს სრულიად ახალი ელფერი შესძინოს.
5. იმის ფიქრი, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა
ძველ შენობებზე მუშაობას ბევრი გაუთვალისწინებელი რამ ახლავს თან. ვინ იცის, რა იმალება ამ ძველი კედლის მიღმა? ახალი ნაგებობები უფრო მეტად კონტროლირებადია, თუმცა ეს საქმის გარანტირებულ სიმარტივეს არ ნიშნავს. მზად იყავი მოვლენების მოულოდნელი განვითარებისთვის. ადამიანების ხშირი პრობლემა ისაა, რომ გვგონია, ყოველთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა — სამწუხაროდ, არა.
6. ზედმეტად პატარა ხალიჩების ყიდვა
არასაკმარისად დიდი ზომის ხალიჩების ყიდვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა. ხალიჩა ისე უნდა ფარავდეს ავეჯს, რომ მისი წინა ფეხები მაინც იყოს ხალიჩაზე. სახლს თუ სტანდარტული ზომები არ მოერგება, არ ინერვიულო. ხალიჩების ადგილობრივ მაღაზიას მიაკითხე და სასურველი ზომისა და ფორმის ხალიჩა დაამზადებინე.
7. ზომების არცოდნა
როცა გაარკვევ, რა ზომის სავარძლები, დივანი, მაგიდები და კედლის სანათები გჭირდება, ჩაიწერე ეს ზომები და ყოველთვის თან იქონიე. არასდროს იცი, გზად როდის გადაეყრები შენი სახლისთვის იდეალურ ნივთს. 240-სანტიმეტრიანი დივანი ნუ შეგიყვარდება, თუ მხოლოდ 220 სანტიმეტრის ადგილი გაქვს.
8. გიგანტური ავეჯის ყიდვა
და ბარემ, რახან ზომების აღებაზე მიდგა საქმე, შენი სახლის მთავარი შესასვლელის ზომებიც გაარკვიე და დარწმუნდი, რომ რასაც იყიდი, კარში გაეტევა. გაგიკვირდება, რამდენად ხშირად ავიწყდება ხოლმე ხალხს ეს.
9. გზადაგზა ზედმეტად ბევრი რამის შეცვლა
შესაძლოა, ზოგი საქმე ძალიან მარტივი გეჩვენებოდეს, მაგრამ, სინამდვილეში, მის უკან უამრავი სამუშაო იმალებოდეს, ამიტომ ყველაზე პატარა ცვლილებებიც კი აუცილებლად დროულად შეათანხმე რემონტის ხელმძღვანელთან ან დიზაინერთან. სინათლის გადამრთველის რამდენიმე ათეული სანტიმეტრით გადაწევაც კი, შესაძლოა, ასობით ან ათასობით ლარი დაჯდეს.
10. არასაკმარისი შეკითხვების დასმა
და, რაც მთავარია, გახსოვდეს: დასვი ძალიან ბევრი შეკითხვა. არ არსებობს სულელური შეკითხვები — როცა საკუთარ ფულს ხარჯავ, უნდა იცოდე, რაზე და რატომ.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
კომენტარები