ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, ალექსანდრე ლუკაშენკოს გაპრეზიდენტება მიულოცა. მისალოც ტექსტში წერია, რომ გამარჯვება სანდოა.
"გილოცავთ 2020 წლის 9 აგვისტოს არჩევნებში მოპოვებულ დამაჯერებელ გამარჯვებას. მიღებული ხმების რაოდენობა აჩვენებს ხალხის ნდობისა და მხარდაჭერის მაღალ დონეს. ეს არის ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და მისი ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით თქვენი მიღწევების ცნობა. მიუხედავად ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, აფხაზეთსა და ბელარუსს აქვთ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის ფართო გამოცდილება, მე ვიმედოვნებ, რომ მომავალში ურთიერთობები გაძლიერდება და სახელმწიფოთაშორისი გახდება", — წერია მილოცვაში.
აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
ლუკაშენკოს გამარჯვება მიულოცეს რუსეთის, სომხეთის ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და ჩინეთის პრეზიდენტებმაც.
ბელარუსის ცესკოს მონაცემებით, ლუკაშენკომ 80,23 პროცენტი მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 9,9 პროცენტი.
მინსკში მოქალაქეებსა და პოლიციას შორის იყო შეტაკებებიც. საბოლოოდ, აქცია რეზინის ტყვიებითა და წყლის ჭავლით დაშალეს. უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, აქციაზე გარდაიცვალა ერთი პირი, რომელსაც პოლიციის სატვირთომ გადაუარა. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამასთან, ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სულ მცირე 120 პირი დააკავეს.
მასობრივი არეულობისა და სამართალდამცავების მიმართ ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ისევ გრძელდება.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები