შავი ჭირის დროინდელი ტრადიცია დაბრუნდა — იტალიაში "ღვინის ფანჯრები" კვლავ გაიღო
ზოგიერთი ტრადიცია თავისი შავბნელი ისტორიით მეტისმეტად უცნაურია.
საუკუნეების წინ ევროპაში ბუბონური შავი ჭირი, იგივე შავი სიკვდილი გავრცელდა და კონტინენტის მოსახლეობის მესამედი გაანადგურა. პანდემია თავდაპირველად აზიაში მე-14 საუკუნეში გაჩნდა, შემდეგ კი სავაჭრო საქარავნო გზით ევროპაში გავრცელდა.
2020 წლის დასაწყისში ევროპა კიდევ ერთი პანდემიის მასობრივად გავრცელების არეალში მოექცა: კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად მსოფლიო ეკონომიკაც დააზარალა. მათ შორის განსაკუთრებით მძიმე შედეგები ჰქონდა იტალიას, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ნელ-ნელა უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ კალაპოტს.
რამდენიმეთვიანი მკაცრი კარანტინის შემდეგ იტალიის მოსახლეობა შედარებით შემსუბუქებულ პირობებში განაგრძობს ცხოვრებას, თუმცა მთელი რიგი შეზღუდვები კვლავ მოქმედებს ქვეყანაში, რის გამოც ადამიანებს ახალი რეალობით უწევთ ცხოვრება.
სწორედ ამის ფონზე კვლავ შეიძინა აქტუალობა "ღვინის ფანჯრებმა" (იტალიურად buchette del vino): კედელში დატანებული მცირე ზომის ფანჯრები, რომლებიც ღვინისა და სხვა პროდუქტების მაღაზიების კედლებშია ამოჭრილი, რათა უსაფრთხო ფიზიკური დისტანციით სასმლის მიწოდება მოხდეს.
მსგავსი ტიპის ფანჯრები პირველად იტალიაში მე-17 საუკუნეში გამოჩნდა და შავი ჭირის შემდეგ საუკუნეების განმავლობაში ფუნქციადაკარგული იყო... დღევანდლამდე.
"ორი თვის განმავლობაში ყველა სახლში იყო გამოკეტილი და მხოლოდ ახლა დაგვრთო ნება ხელისუფლებამ, რომ თანდათანობით ცხოვრების ჩვეულ წესს დავუბრუნდეთ. ამ პერიოდში კი ზოგიერთი დაწესებულების მეპატრონემ, რომელთა შენობებზეც "ღვინის ფანჯრები" კვლავ შემორჩენილია, გადაწყვიტა, საუკუნეების წინანდელი ტრადიცია განეახლებინა და ადამიანებისთვის ჭიქა ღვინო, ყავა თუ სხვა ნებისმიერი სასმელი მაქსიმალური დისტანციის დაცვით მიეწოდებინა", — ვკითხულობ ღვინის ფანჯრის ასოციაციის ვებსაიტზე.
"სურვილის შემთხვევაში საკმარისია უბრალოდ ფანჯრის ხის საკეტით დააკაკუნოთ და მაშინვე იტალიაში ყველაზე ცნობილი ღვინით სავსე ჭიქას ფანჯრიდან მოგართმევენ", — აღნიშნა მატეო ფაგლიამ, ასოციაციის პრეზიდენტმა ინტერვიუში.
მარტო ფლორენციაში ასეთი 150 ფანჯარაა, რომელიც დიდი დროის განმავლობაში უფუნქციობის გამო დალუქული იყო. ტოსკანას მთელ რეგიონში კი კიდევ უფრო ბევრ მსგავსი ისტორიული ფანჯარაა მიმოფანტული.
"ღვინის ფანჯრები ნელ-ნელა უსარგებლო გახდა და მათი ნაწილი, რომლებიც ხით იყო დამზადებული, 1966 წლის წყალდიდობის დროს დაიკარგა", — აცხადებს მატეო ფაგლია, რომლის ასოციაციის მიზანიც იტალიაში ყველა მსგავსი ფანჯრის აღმოჩენა და შეძლებისდაგვარად მათი დაცვაა.
კორონავირუსის პანდემიის შედეგად იტალია ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა: მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ინფექციის გავრცელების გამო 35 000-ზე მეტი იტალიის მოქალაქე დაიღუპა. ქვეყანა დღემდე ებრძვის პანდემიით გამოწვეულ მძიმე შედეგებს.
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები