10 რჩევა, თუ როგორ გავხადოთ ბავშვების არდადეგები საინტერესო
ზაფხულის მოახლოება განურჩევლად ასაკისა, ყველას გვახარებს, რადგან ნანატრი დასვენების მოლოდინი ყველას გვიჩქროლებს გულს და ახალი თავგადასავლებისთვის ვემზადებით.
განსაკუთრებით აბედნიერებთ საზაფხულო არდადეგები ბავშვებს, რომლებიც ბაღისა თუ სკოლის დასრულებას მოუთმენლად ელიან, რათა თავისუფალი დრო მთლიანად გართობას დაუთმონ. თუმცა ხანდახან ზაფხული ზედმეტად იწელება და ყველაზე მრავალფეროვანი ფანტაზიის მქონე ბავშვსაც კი უჭირს მცხუნვარე დღეების თანაბრად სახალისოდ გატარება.
ამ სტატიაში კი იმ რამდენიმე იდეას შემოგთავაზებთ, რომლებიც დაგეხმარებათ, თქვენი და თქვენი პატარების ზაფხული უფრო საინტერესო, თავშესაქცევი და შემეცნებითი გახდეს.
1. შეისწავლეთ გარესამყარო
ზაფხული საუკეთესო პერიოდია იმისთვის, რომ ბავშვებმა მათი საცხოვრებელი გარემო და ბუნება შეისწავლონ. როგორც წესი, ასეთ დრო სუფთა ჰაერზე, ქალაქგარეთ ისვენებენ ხოლმე მონატრებულ ბებია-ბაბუებთან, თუმცა თუ ეს ვერ ხერხდება, თუნდაც ქალაქშიც კი შესაძლებელია, რომ მეტი დრო გაატარონ ეზოში, პარკებში ან ახლოს მდებარე ნებისმიერ მშვიდ და წყნარ გარემოში, სადაც უკეთესად გაიცნობენ ბუნებას.
2. უყურეთ ფილმებს
მართალია, კინოთეატრები კვლავ არ ფუნქციონირებს, თუმცა სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ იმ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებს უყუროთ, რომლებიც დიდი ხანია გაინტერესებთ, მაგრამ აქამდე ამას თავი ვერ მოაბით. არ დაგავიწყდეთ, რომ კინოსეანსს სახლში მომზადებული ლიმონათი და პოპკორნიც უხდება.
3. წაიკითხეთ წიგნები
ამას, ალბათ, სკოლის დასრულების შემდეგ ისეც ბევრი მასწავლებელი იტყოდა, თუმცა კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ლიტერატურული მოგზაურობა ხშირად თუ არ ჯობს, არ ჩამოუვარდება მაინც ნამდვილ მოგზაურობას. მთავარია, საკითხავი ბავშვის ინტერესის მიხედვით შეირჩეს და ეს პროცესი იძულებას არ დაემსგავსოს.
4. ააწყეთ ლეგო ან ფაზლი
ეს ყოველთვის კარგი გამოსავალია: ლოგოს აწყობა ვის არ უყვარს, ფაზლების შემთხვევაში კი მარტივით დაიწყეთ და უფრო რთულ დავალებებზე გადადით, რაც საბოლოოდ მეტ სტიმულს მისცემს ბავშვებს, მარტივად არ მობეზრდებათ და საბოლოო შედეგითაც კმაყოფილები იქნებიან — საკუთარი ხელოვნების ნიმუშები ექნებათ.
5. სამზარეულოში ექსპერიმენტების დროა
დიახ, ბავშვებსაც კი აქვთ უფლება, რომ კულინარიაში საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ, მეტიც — ეს ხშირად მათ დიდ სიამოვნებას ანიჭებთ. თანაც გახსოვდეთ: რაც უფრო მეტს ისწავლიან, მით უფრო მალე გაგაოცებენ თავიანთი კულინარიული ნიჭით.
6. გახდით ისტორიკოსი
ანტიკური ეგვიპტე, შუა საუკუნეები, ოქროს ხანა საქართველოში — შეგიძლიათ, რომელიმე პერიოდი შეარჩიოთ და პატარებთან ერთად უფრო მეტი გაიგოთ კონკრეტულ ეპოქაზე. ამაში შესაფერისი შემეცნებითი გადაცემების და ფილმების ყურება ან მუზეუმების დათვალიერებაც დაგეხმარებათ.
7. დაე, ტალახში ამოისვაროთ
მართალია, არც ისე სასურველად ჟღერს, მაგრამ არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ბავშვებისთვის, განსაკუთრებით კი მცირეწლოვანებისთვის სასარგებლოც კია.
8. ააგეთ ციხე-სიმაგრე
არ დაგავიწყდეთ, რომ რომ საკუთარი ციხე-სიმაგრის განმგებლობა ყველა ბავშვის სანატრელი ოცნებაა. შესაბამისად, თუ შეგიძლიათ, რომ ამ მიზნის მიღწევაში მას დაეხმაროთ და სადმე განცალკევებულ ადგილას მყუდრო ბუნაგი მოუწყოთ, არ დაიზაროთ, თუ არადა სახლშიც შეიძლება სკამებითა და პლედით შტაბბინის შექმნა.
9. აღმოაჩინეთ მეცნიერების ძალა
ბავშვები პირველი და საუკეთესო მეცნიერები არიან: მათ ყველაფერი აინტერესებთ, რაც მათ გარშემო ხდება; ისიც, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი. ასე რომ, ეცადეთ, ყველა მათ კითხვას ამომწურავი პასუხი გასცეთ და ვინ იცის, რამდენ რამეს თავადაც პირველად გაიგებთ. ამაში კი შემეცნებითი წიგნები და გადაცემები დაგეხმარებათ, რომლებიც მრავლად მოიპოვება თუნდაც ინტერნეტში.
10. ითამაშეთ სამაგიდო თამაშები
თუ ერთზე მეტი ბავშვისთვის გსურთ საერთო თავშესაქცევი იპოვოთ, მაშინ სამაგიდო თამაშები ნამდვილად საუკეთესო გამოსავალია: ისეთი აზარტით ჩაერთვებიან, თქვენც კი მოგინდებათ მათთან ერთად თამაში, რაც კიდევ უკეთესი იქნება და საოჯახო დროსტარებაც გამოგივათ.
ამ თემაზე მთავარი არხის დილის გადაცემაში შენი დილა უფრო ვრცლად ისაუბრეს და ბაკურიანში მწვანე ბანაკში ბავშვების საზაფხულო რუტინის შესახებ გვიამბეს.
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
კომენტარები