ზაურ ანთია — ქართველი გენიოსი ირლანდიაში, რომლის სახელზეც ქვეყნის ოლიმპიური მედლების მეოთხედია
ზაურ ანთია კრივის ქართველი მწვრთნელია, რომელიც წლებია, ირლანდიაში წარმატებულად მოღვაწეობს — მის სახელზე ქვეყნის მოპოვებული ოლიმპიური მედლების თითქმის მეოთხედია.
"პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც მე და ზაური ერთად დავესწარით, 2008 წელს იყო პეკინში. ამ პერიოდში საქართველოში ომი იყო — რუსეთი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შეიჭრა და მისი ოჯახიც ამ რთულ ვითარებაში მოყვა. ზაური ძილგატეხილი იყო, რადგან ყოველდღე ნახევარი ღამე არ ეძინა — თავის ოჯახს ვერ პოულობდა და ვერც მათთან დაკავშირებას ახერხებდა... ნამდვილი კოშმარის გამოვლა მოუწია, თუმცა ამის შესახებ არცერთმა მოკრივემ არ იცოდა. ამ დროს ყველაზე წარმატებული თამაშები გქვონდა..." — იხსენებს ირლანდიელი მოკრივე, ბილი უოლში, ზაურ ანთიაზე.
ზაურ ანთია დუბლინში პირველად 2002 წლის მიწურულს ჩავიდა. კონტინენტის ერთი ბოლოდან მეორეში გადასვლა მას სამუშაოზე გასაუბრებისთვის მოუწია; გასაუბრება კი იმ ენაზე უნდა შემდგარიყო, რომელსაც იგი არ ფლობდა. ზაურის საუკეთესო მეგობარი მისი მშობლიური ქალაქიდან, ფოთიდან, კრივის საერთაშორისო მწვრთნელი, ზურაბ ტიბუა, იყო, რომელიც კორკელ კოლეგასთან, დენ ო'კონელთან, მეგობრობდა და ზაურს მთელი ამ მოგზაურობის დროს თან ახლდა მთარგმნელად.
გასაუბრების დამთავრებისთანავე, იგი დუბლინის აეროპორტისკენ მიმავალ გზას დაადგა, ზურაბი კი კვლავ თან დაემგზავრა.
თუმცა, საბოლოდ, ათიათასკილომეტრიანი გზის გავლა ამაო აღმოჩნდა — ზაურ ანთიამ სამუშაო ვერ დაიწყო.
"მე და ზაურს ერთსა და იმავე პოზიციაზე მოსახვედრად გვქონდა გასაუბრება ერთ დღეს", — ამბობს ბილი უოლში, რომელმაც, საბოლოოდ, ამ სამსახურის მიღება მოახერხა, — "ამ დრომდე მას არ შევხვედროდი, როგორც ვიცი, საერთაშორისო არენაზე დიდად არც ჩნდებოდა იმ პერიოდში. თუმცაღა, იგი იმ რამდენიმე სპორტსმენის მწვრთნელი იყო, რომელთაც მსოფლიო აღიარება და მედლები მოიპოვეს. ზაური დიდად მაინც არ იყო ჩართული ქართული გუნდის საქმიანობაში, ყოველ შემთხვევაში, საქართველო კრივში მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდით, რომ, თუ არ ვცდები, საბჭოთა კავშირიდან გაგზავნილ სამ გუნდში ქართველები იყვნენ, რამდენიმე მათგანის მწვრთნელი კი სწორედ ზაური იყო.
თუმცა მე იგი მხოლოდ გასაუბრების დღეს გავიცანი. ჩვენ ერთმანეთს ეროვნულ სტადიონთან მდებარე რინგსაიდის კლუბში შევხვდით და ბარში დავლიეთ. ის საერთოდ არ ლაპარაკობდა ინგლისურად, მე კი ქართულად საუბარი არ შემეძლო. ამდენად, მთარგმნელის როლი ზურაბმა იკისრა".
ანთიამ ირლანდიური კავშირების დამყარება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა დენ ო'კონელმა იგი სამწვრთნელო კურსისთვის აარჩია ქალაქ ფოთში. ამის შემდეგ ო'კონელი ირლანდიის ათლეტ მოკრივეთა ასოციაციის (IABA) სათაო ოფისში დაბრუნდა და კრივის ახალ მწვრთნელზე წინადადება წამოაყენა — თავისი მეგობრის მეგობარზე, რომლის წვრთნის გამორჩეულ მეთოდებს შორიდან აკვირდებოდა ადგილობრივ სპორტდარბაზში. მისმა რეზიუმემ კი დიდი შთაბეჭდილება დატოვა IABA-ს ახალდანიშნულ სპორტული განვითარების უფროსზე, გერი კიგანზე.
მიუხედავად ამისა, საბოლოდ, კიგანმა IABA-ს მთავარი მწვრთნელის პოზიციისთვის ანთიას ირლანდიელი ოლიმპიელი, უოლში არჩია. თუმცა ქართველმა შთაბეჭდილებაზე მეტიც დატოვა. ამდენად, როგორც კიგანს სჩვეოდა, სურათი განავრცო: მიუხედავად იმისა, რომ ვაკანსია მხოლოდ ერთ პოზიციაზე ჰქონდა გამოცხადებული, დუბლინელმა საჭირო თანხების მოძიება დაიწყო მეორე პოზიციისთვისაც, რომელსაც "ტექნიკური მწვრთნელი" უწოდა. ეს სულ ცოტა ხნით ადრე მოხდა, სანამ ანთია ირლანდიაში გასამგზავრებლად ბარგის ჩალაგებას დაიწყებდა და ამჯერად, ცალმხრივ ბილეთს მოაქცევდა პასპორტის გვერდებს შორის.
და ასე დაიწყო ირლანდიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული ეპოქა: მხოლოდ 2008 წლის პეკინის და 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ირლანდიელმა მოკრივეებმა შვიდი მედალი წაიღეს სამშობლოში, რაც თითქმის მეოთხედია იმ ოლიმპიური ტიტულების რაოდენობისა, რომელიც ქვეყანამ დამოუკიდებლად არსებობის ისტორიაში, 1924 წლის შემდეგ მოიპოვა. მთლიანობაში, 2003 წლის შემდეგ, ირლანდიელმა მოკრივეებმა თითქმის 140 მედლის მოპოვება შეძლეს "მთავარ" ტურნირებზე (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიო ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები, ევროპული თამაშები, ევროკავშირის ჩემპიონატები და თანამეგობრობის თამაშები).
უოლში ფიქრობს, რომ "გუნდების წარმატებაში" დიდი წვლილი მიუძღვის აღმოსავლეთ ევროპაში ანთიას კავშირებს, რომელთა საშუალებითაც ირლანდიელებმა მსოფლიოში კრივის რამდენიმე საუკეთესო პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა — თუმცა, მხოლოდ კიგანის, უოლშის, ანთიას და 2000-იანი წლების დასაწყისში მოღვაწე მებრძოლების დამსახურებით მოხერხდა გუნდის დიდებულების აღდგენა სხვადასხვა ბანაკებში მონაწილეობის მეშვეობით, რომელთა უმეტესობაც მახლობელ ქვეყნებში იმართებოდა.
რა თქმა უნდა, ჯგუფის არცერთი მომდევნო წარმატება ადვილად არ მოსულა. ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ იმ ტრიუმვირატიდან, რომელმაც თითქმის ორი ათწლეულის წინ ირლანდიურ კრივს სული შთაბერა, ადგილზე მხოლოდ ქართველი რჩება.
"ირლანდიის გუნდი 2003 წლის 2 თებერვალს ჩავიბარე", — იხსენებს უოლში, რომელმაც მუშაობა საბოლოოდ 12 წლის შემდეგ დაასრულა IABA-სთან მომხდარი უთანხმოების შემდეგ.
"ასე რომ, სანამ აპრილში ზაური ჩამოვიდოდა, ყველაფერი დუბლინში გადავიტანეთ — მიუხედავად იმისა, რომ გუნდის მხოლოდ რამდენიმე წევრი იყო დუბლინელი.
აღმოჩნდა, რომ სასტუმროს ან სასტუმრო სახლის ფინანსებიც კი არ გვქონდა, ამიტომ სალაშქრო ინვენტარის მაღაზიაში წავედით, საძილე ტომრები ვიყიდეთ და დასაწყისისთვის ეროვნული სტადიონის მოედანზე ძილი გადავწყვიტეთ. საბოლოოდ სხვენში გადავედით ორსართულიან საწოლებში — გუნდი იქ იძინებდა, მწვრთნელები კი ერთ-ერთ ოთახში ვრჩებოდით ქვედა სართულზე. აი, ასე დაიწყო ყველაფერი. ხალხს ხშირად ავიწყდება, რომ ძალიან დიდი მონდომება და მსხვერპლის გაღებაა საჭირო რაღაცის მისაღწევად.
ამ დროს მსოფლიოში ყველა წამყვანი გუნდი პროფესიონალურად, სრული დატვირთვით ვარჯიშობდა და საჭირო იყო, ჩვენც მათთვის მიგვებაძა.
შემდეგ ზაური ჩამოვიდა. რასაკვირველია, დიდ პრობლემას ქმნიდა ის ფაქტი, რომ ინგლისურად საუბარი არ შეეძლო. არცერთი ინგლისური სიტყვა არ იცოდა. თუმცა, ცდილობდა, ტექნიკურად გადმოეცა მისი ნათქვამი, მე კი შევძელი ეს გამეგო და მასთან კომუნიკაცია დამემყარებინა. ცოტა ხანში კი საერთოდ აღარ გახდა საჭირო მისი ნათქვამის ინტერპრეტაცია, მოკრივეები უკვე აღიქვამდნენ ზაურის გამომსახველობით მოძრაობებს და შეეძლოთ, მისგან სწავლა".
"თუმცა გერი მაინც უფროსი იყო", — აგრძელებს უოლში, რომელიც ახლა აშშ-ის მოკრივეთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია, — "იგი მუდმივად კითხვებს სვამდა: რატომ ვაკეთებთ ამას, რატომ ვაკეთებ იმას. იგი ჩვენს გამოწვევას ცდილობდა. შემდეგ კი ჩვენი მოსაზრებების გათვალისწინებაც დაიწყო წვრთნის ტაქტიკასა და სხვადასხვა ბანაკებში მონაწილეობაზე. ჩვენ ჩართულები ვიყავით მთელ მის მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მერე კი მას ასევე მოუწია თავდაუზოგავი ბრძოლა IABA-სთან, რათა ჩვენთვის საუკეთესო ფორმები ეშოვა. ვიღაცები აშკარად ცდილობდნენ ჩვენთვის ხელის შეშლას, ჩვენს გაკონტროლებას და ყველაფერ იმას, რაც იმ დროს ხდებოდა. რის შედეგადაც, ჯერ გერი წავიდა [2008 წელს], ხოლო შემდეგ — მე [2015 წელს].
"ზაური ისევ იქაა და მთელი პასუხისმგებლობაც გადაბარებული აქვს", — დასძენს უოლში ღიმილით.
"თუმცა ძალიან მეგობრული გარემო იყო — არა მხოლოდ ჩვენ სამს შორის, არამედ მთელ ოფისის თანამშრომლებს, ჩვენს მოყვანილ დამხმარე მწვრთნელებს და იქ მყოფ ყველა ადამიანს შორისაც. ჩვენ ყველანი მხოლოდ იმაზე ვიყავით კონცენტრირებული, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გავმხდარიყავით. გერი, ყველა ჩვენგანთან ერთად, ყოველდღიურად ცდილობდა, მოტივაცია გაეზარდა.
გერიმ ის ყველაფერი გააერთიანა, რაც ირლანდიურ კრივს სჭირდებოდა. ჩვენ გუნდში ვიყავი მე: კულტურაში გათვიცნობიერებულმა ვიცოდი, რას ნიშნავდა "კარგი" — მე თვითონაც ოლიმპიელი ვიყავი და რამდენიმე ჩემპიონატზე მქონდა მონაწილეობა მიღებული, ამასთანავე, ვიცნობდი ირლანდიელების მენტალიტეტს. და, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავდა ზაურიც — რომელმაც "კარგის" ტექნიკური ასპექტები იცოდა. ის ჩვენი გუნდის ფენომენალური ნაწილი იყო.
ეს იყო განსაკუთრებული ჯგუფი იმ ადამიანებისა, რომელთა მისიაც მხოლოდ ერთი წარმოადგენდა — ირლანდიის გუნდის მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის მოქცევა.
ყოველი ჩვენგანი დროთა განმავლობაში გაიზარდა, რადგან მსოფლიო დონის არცერთი ვიყავით. ყველამ უკეთ შევიცანით საკუთარი თავი და ერთმანეთი, რადგან ერთად ვცხოვრობდით. მე და ზაური ხშირად ერთ ოთახში ვხვდებოდით, ჩემგან ისწავლა ის დამტვრეული ინგლისური!"
2003 წლიდან 2015 წლამდე, ირლანდიელის, როგორც მთავარი მწვრთნელის და ქართველი ანთიას, როგორც ტექნიკური მწვრთნელის, ტანდემით, უექსფორდელი უოლში ქვეყნის სიამაყედ იქცა. IABA-ში კონკრეტულ პიროვნებებთან არსებული უთანხმოება და 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების შემდეგ აშშ-ში გადასვლა ის მიზეზები იყო, რის გამოც იგი ირლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა პრაიმ ტაიმში მიიწვიეს, რათა ირლანდიურ საზოგადოებაში მისი გამორჩეული როლი აღენიშნათ, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში შეტანილ წვლილზე.
რიოს თამაშების დროს ირლანდიურ კრივში მომხდარმა გარდატეხამ მხოლოდ გაზარდა გუნდის რეპუტაცია და ანთიას (რომელიც ახლა მთავარი მწვრთნელია) და IABA-ს სპორტული განვითარების ახალი უფროსის, ბერნარდ დანის, ხელმძღვანელობით, ქვეყანამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 31 მედალი მოიპოვა საერთაშორისო ტურნირებზე.
ეს მნიშვნელოვანი წარმატება შეიძლება ცოტათი მაინცაა საზოგადოებაში გაფერმკრთალებული წარსულში მიყენებული იმ ჩრდილით, რომელიც როგორც კარგმა, ასევე ცუდმა ფაქტებმა გამოიწვია. და მიუხედავად იმისა, რომ უოლშის წასვლისგან დატოვებული ჩრდილიც გაფერმკრთალებულია, სპორტით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ანთიაზე იმაზე მეტი არ იცის, ვიდრე მაშინ იცოდნენ, როცა ქართველს უფრო რთულ პირობებში უწევდა მუშაობა.
თუმცა უოლში მოხარულია, რომ მის ძველ მეგობარზე სიმართლის თქმის შესაძლებლობა აქვს.
"ყველაზე მეტად ხალხი ალბათ ზაურის დამახასიათებელ თვისებებს არ იცნობს. ის კი ნამდვილად შესანიშნავი პიროვნებაა.
თუკი კამერის წინ დასვამთ, მორცხვად განერიდება მას. როცა ოლიმპიური თამაშებიდან ვბრუნდებოდით, ვეუბნებოდი 'მოდი, ზაურ, ჩემ გვერდით იდექი, როცა კამერები გვიახლოვდებიან. მინდა, რომ კითხვები შენც დაგისვან და ლაპარაკის შესაძლებლობა მოგეცეს' — ეს ყველაფერი იმისთვის მინდოდა, რომ ხალხს იგი გაეცნო. ისიც მპასუხობდა: 'ჰო, კარგი, ძმაო. კარგი, ძმაო'. თუმცა, როცა კამერებს ვუახლოვდებით, მაშინვე უკან იხევდა. ძალიან მორცხვია.
შეიძლება, არ რცხვენია, თუმცა თავისი დამტვრეული ინგლისური აბრკოლებს", — დასძენს უოლში, — "ან შეიძლება იბნეოდა, როცა კითხვას უსვამდნენ..."
თუმცა ამას გარდა, გუნდში იგი თავისი ხასიათით გამოირჩეოდა, რაც ხალხს შეიძლება შეუმჩნეველიც რჩება. ის მხიარული, მხიარულების მოყვარული ადამიანია. მხიარულების გამოწვევაც შეუძლია ხუმრობებით და ამგვარი რაღაცებით.
"უკრავს პიანინოზე, გიტარაზე. კარგად თამაშობს ფეხბურთს. გასახურებლად ხანდახან ვთამაშობდით ხოლმე და მას ეს ძალიან მოსწონდა — ტიპური ქართველია. თუმცა, ძალიან კარგი ადამიანი, მართლაც. ის მოედანზე ბევრს არ დარბის, კარში დგომა და მისი დაცვა ურჩევნია, სადაც შეგიძლია ბურთი დაურტყა. თუმცა, ყველანაირ პოზიციაში კარგად გამოსდის საქმე.
ზაურს ზოგჯერ სასაცილო რაღაც შეემთხვეოდა ხოლმე — ძალიან სასაცილო: ერთხელ მახსოვს, დუბლინის ცენტრალურ ნაწილში იყო და ავტობუსი სჭირდებოდა, თუმცა გაჩერების სახელს ვერ იხსენებდა. ქალაქში ნახევარი დღე მგზავრობდა ავტობუსით. ინგლისური საერთოდ არ იცოდა — მძღოლისთვის არ შეეძლო, ეთქვა, სად მიდიოდა ან სად უნდა ჩამოსულიყო. საბოლოოდ, ნახევარი დღის განმავლობაში იყო გაუჩინარებული და ცდილობდა, იმ ადგილას დაბრუნებულიყო, სადაც ცხოვრობდა.
ერთ დღეს კიდევ, მახსოვს, მისი შვილი ამთავრებდა DCU-ს (დუბლინის საქალაქო უნივერსიტეტი. ზაურმა ტაქსი გამოიძახა და დამტვრეული ინგლისურით უთხრა მისამართი: 'დსუ'. ასე რომ, ტაქსის მძღოლი ფენიქს პარკში მივიდა, ზოოპარკის (ინგლისურად ზოოპარკი არის "zoo", რაც დაახლოებით, მსგავსად წარმოითქმის) მახლობლად. 'რატომ მალოდინებთ?' უსაყვედურა ტაქსის მძღოლმა და ზაურმაც სასოწარკვეთილმა აუხსნა, "არაა! DCU! DCU! და არა ზოოპარკი!"
თუმცა, საქმე ყოველთვის სამხიარულოდ არ ყოფილა, როგორც უოლში მკვეთრად შეცვლილი ტონით აღნიშნავს.
"საქმე ისაა, რომ ხალხს ავიწყდება, რამდენი სირთულის გადატანა მოუწია ზაურს ირლანდიაში ყოფნისას. იქ სულ თავისით ცხოვრობდა, მისი ოჯახი კი საქართველოში იყო წლების განმავლობაში. საერთოდ არ იცოდა ენაც. მისთვის ძალიან რთული იყო.
"ზაური ჩვენს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე [2004 წელს] არ წამოსულა. მხოლოდ ერთი მოკრივე გვყავდა — ენდი ლი — და გადაწყდა, რომ მხოლოდ ერთი მოკრივე და ერთი მწვრთნელი წასულიყვნენ, შესაბამისად, მე და ენდი ერთად გავემგზავრეთ. ზაური არც პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე წამოსულა ბანგკოკში, რადგან იმ დროისთვის ვიზა არ ჰქონდა.
"პირველი ოლიმპიური თამაშები, რომელსაც მე და ზაური ერთად დავესწარით, 2008 წელს იყო პეკინში. ამ პერიოდში საქართველოში ომი იყო — რუსეთი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში შეიჭრა და მისი ოჯახიც ამ რთულ ვითარებაში მოყვა. ზაური ძილგატეხილი იყო, რადგან ყოველდღე ნახევარი ღამე არ ეძინა — თავის ოჯახს ვერ პოულობდა და ვერც დაკავშირებას ახერხებდა. ჩვენ ოთახში ერთად ვიყავით და ვეუბნებოდი: 'მოდი, შენ დაიძინე, მე წავალ და მონაწილეებს ავწონი. შენ ყველაფერს აკეთებ, რისი გაკეთებაცაა საჭირო და როცა მზად იქნები, ადექი, თუმცა კარგად გამოიძინე და დაისვენე'. ნამდვილი კოშმარის გამოვლა მოუწია, თუმცა ამის შესახებ არცერთმა მოკრივემ არ იცოდა. ზოგმა ალბათ დღესაც არ იცის. ამ დროს კი, ეს ჩვენთვის ყველაზე წარმატებული თამაშები გამოდგა, სამი მედალი მოვიპოვეთ, რაც ყველაზე დიდი რიცხვი იყო ოლიმპიური კრივის მედლებში 1992 წლის შემდეგ, ეს კი ნამდვილად ფანტასტიკურ მიღწევას წარმოადგენდა. თუმცა ძალიან დიდი ტრავმა გადაიტანა ზაურმა ამ დროს.
მისი ოჯახი მთებში იმალებოდა. საბოლოოდ ზაურმა მოახერხა მათთან დაკავშირება და გაიგო, სად იმყოფებოდნენ. როცა ის მაინც შეიტყო, რომ უსაფრთხოდ იყვნენ, ცოტათი მოეშვა. თუმცა წარმოგიდგენიათ, რამდენად სტრესულ სიტუაციაში იყო?
კიდევ ერთი ძალიან უბრალო რაღაც, ისაა, რომ ირლანდიაში ბევრი ქართველი არ იყო. სადაც უნდა წახვიდე მსოფლიოში, ყოველთვის იპოვი ირლანდიელს, ვისთან ერთადაც პაბში ან სადმე წახვალ სალაპარაკოდ. ზაური კი ირლანდიაში მარტო იყო წლების განმავლობაში და არავის იცნობდა, რომ მშობლიურ ენაზე ესაუბრა მასთან.
ხუთ წელზე მეტი გავიდა, სანამ მისი ოჯახი ირლანდიაში ჩამოვიდოდა. საქართველოდან წამოსასვლელი ვიზების მიღება ძალიან რთული იყო. რადგან ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, ლტოლვილის სტატუსის მიღება ხდება. შიშობენ, რომ, როგორც კი ირლანდიაში ჩამოვლენ, მაშინვე ქვეყანას დატოვებენ — ან მათ (ხელისუფლების წარმომადგენლებს) ეშინოდათ, რომ ეს მოხდებოდა. საბედნიეროდ, [საგარეო საქმეთა] განყოფილებასთან თანამშრომლობით, მათ ზაური გაიცნეს. ჩვენ მუდმივად ვიღებდით ვიზებს ირლანდიიდან სამოგზაუროდ და საბოლოოდ, ზაურს ირლანდიური პასპორტიც ავაღებინეთ. ამდენად, ისინი მიხვდნენ, რომ ზაური კანონმორჩილი მოქალაქე იყო და კანონიერადვე სურდა მისი ოჯახის ჩამოყვანა. ამის შემდეგ ყველაფერი უფრო მარტივად მოხდა".
რასაკვირველია, ოჯახის ჩამოსვლამდე უოლში და სხვები ეხმარებოდნენ ანთიას, რომ ირლანდიაში დამკვიდრებულიყო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეგუებაში დაეხმარა, მის მოკრივეებთან ურთიერთობა იყო.
მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ მათგანს ჰკითხავთ ანთიაზე — თუნდაც უკვე ვეტერან სპორტსმენებს — ყოველთვის ერთსა და იგივეს გაიგებთ: "უი, კი, ზაურს იმ დღეს ველაპარაკებოდი — თვითონ დამირეკა. სადღაც საათნახევარი ვილაპარაკეთ".
ყველა, უოლშის მსგავსად, განსაკუთრებულად საუბრობს მის ხასიათზე. ამავდროულად, ყოველი მათგანი უფრო ტექნიკურ საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას: თითქმის ყველანი რინგზე გაკეთებულ ერთ კონკრეტულ მანევრს, რომელმაც მათ კარიერაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ანთიას მიაწერენ, თუმცა უფრო დეტალურად არ ხსნიან, როგორ და რატომ ასწავლა ქართველმა იგი.
და მიუხედავად იმისა, რომ კითხვას "რა აქცევს ზაურს ამდენად გამორჩეულს" განსხვავებული პასუხები მოჰყვება, წვრთნის მისეული ტაქტიკა — "როგორ და რატომ" — ის არის, რაც გამონაკლისის გარეშე ყველას აერთიანებს. ანთია თავის მოკრივეებს არა მხოლოდ იმას ასწავლის, როგორ გააკეთონ რაიმე, არამედ იმასაც უზრუნველყოფს, რომ მათ სწორად გაიგონ, რატომ სჭირდებათ პირველ რიგში ამის გაკეთება.
ცხადია, ამგვარი მეთოდები მხოლოდ რინგზეა წარმატებული. თუმცა ირლანდიელი მებრძოლები ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ანთიას წვრთნის პრაქტიკამ მათ ის წარმატება მოუტანა, რომელზეც მუდამ ოცნებობდნენ. მათ უყვართ ეს უდარდელი კაცი, რომელიც პიანინოზეც უკრავს და ზოგჯერ ფეხბურთელიცაა, ხოლო მისი მახვილგონიერება დიდად აღემატება ინგლისურის შეზღუდულ დონეს. სწორედ ანთიას დემონსტრაციული რჩევებით მოახერხეს მათ წარმატების მიღწევა.
ეს მაშინაც მტკიცდება, როცა ბილი უოლშს ეკითხებიან, თუკი ანთიას რომელიმე მეთოდი მოიპარა და აშშ-ში ჩამოიტანა.
"ოჰ, უდავოდ, უდავოდ. ყველა ჩვენგანი იმ გუნდში — ან თუნდაც ნებისმიერი პროფესიონალი — ყოველდღიურად ვსწავლობთ. და ზაურისგან უამრავი რამე ვისწავლე. ირლანდიაში ჩვენ ის სისტემა შევქმენით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდა. ამ სისტემაში ყველას ჰქონდა თავისი როლი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მისი ტექნიკური მხარე იყო".
ეს ურთიერთობა ღირსეულად გრძელდება — მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ატლანტის ოკეანე აშორებთ, ისინი მაინც სამუდამოდ არიან ერთმანეთთან სიმბიოზურად დაკავშირებულნი, რომლის წყალობითაც ორივე მათგანი პლანეტის კრივის გენიებად აღიარეს.
"ჩვენ ყველანი ერთად გავიზარდეთ დროის განმავლობაში, თუმცა ის ყველაფერი, რასაც ზაური გვასწავლიდა, ყოველთვის აქტუალურია", — ამბობს უოლში, — "ჩვენ ერთად დაახლოებით 12 თუ 13 წელი ვიმუშავეთ. ასე რომ იგი იმდენადაა შენს ნაწილად ქცეული, რომ დაფიქრებაც არ გჭირდება, საიდან ან ვისგან გაქვს ეს ნასწავლი. თუმცა ჩვენ ორნი მუდმივად ერთმანეთის გვერდით ვიდექით და რთულ პერიოდშიც ერთად ვცხოვრობდით. იგი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ ყველაფრის და კვლავაც არის".
-
გადახედვათეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია თეოდოროს რუსოპულოსი: ირაკლი კობახიძეს მინდა შევახსენო, რომ მისი ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრია
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას სალომე ზურაბიშვილი: მოვიდეს ორბელიანის სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ქვეყანას
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს სალომე ზურაბიშვილი: ილია და აკაკი უყურებენ ახალ საქართველოს, რომელიც თქვენით დაიბადა, ხვალ, ზეგ ძლიერი და ევროპული იქნება, ამას ვერავინ გააჩერებს
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვათურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი თურქეთში სასწრაფო დახმარების ვერტმფრენი საავადმყოფოს შენობას შეეჯახა და ჩამოვარდა — არის მსხვერპლი
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
კომენტარები