Touch Plarform-ის ორგანიზებით თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ფესტივალი Touch RGB გაიმართება

ფესტივალის პროგრამა უკვე ცნობილია და მას სრულად ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ: https://touch.ge/touchrgb25
Touch RGB-ის კარი რეგისტრაციებისთვის 10 საათიდან გაიხსნება, სცენა კი 11 საათიდან ამოქმედდება. სცენაზე 30 წუთიანი "ქინოუთ" პრეზენტაციებით წარდგებიან როგორც მოწვეული სპიკერები, ასევე ადგილობრივი პროფესიონალები ციფრული დიზაინის სხვადასხვა სფეროებიდან: UI/UX, Motion, ბრენდის იდენტობა, 3D/2D დიზაინი, ანიმაცია და სხვა.
სცენის პარალელურად მთელი დღის განმავლობაში აქტიური იქნება Class Room, რომელიც დღის განმავლობაში 4 საინტერესო ვორქშოფს უმასპინძლებს.
- "Breaking the Grid to Rebuild It: Advanced Layouts with Purpose" — DAS-ის ლექტორები თათა გუშარაშვილი და გიო ვასაძე წარმოგვიდგენენ.
- "Many Faces, One Type" — Typeface.ge-ს ტიპოგრაფიის დიზაინერი, ალექსანდრე ჩარკვიანი ჩაატარებს.
- "AI in Animation: A New Creative Era or a Quick Fix?" — Comm School-ის ორი ლექტორის, ჯონი კვეზერელისა და გიორგი კორგანობის საავტორო ვორქშოფი.
- "The DNA of Modern Design Systems - Let's talk tokens" — საბა ჩიტაიშვილი, TBC Bank.
შეგახსენებთ, რომ ვორქშოფზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაცია ღონისძიების წინა დღეს დაიწყება.
დღის მეორე ნახევარში ასევე გაიხსნება "პორტფოლიო რევიების" სივრცე, სადაც ყველა დამსწრე დელეგატს ექნება საშუალება ერთი-ერთზე გაისაუბროს და გაიაროს კონსულტაცია ფესტივალის სპიკერებთან და საკუთარ ნამუშევრებზე ღირებული უკუკავშირი მიიღოს.
ფესტივალის ფარგლებში ასევე ღია იქნება საგამოფენო სივრცე, რომელიც საინტერესო ინსტალაციას და მუსიკალურ პერფორმანსს უმასპინძლებს.
ფესტივალზე დასასწრები ბილეთის შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია ფესტივალის საიტზე: https://touch.ge/touchrgb25/get-pass
Touch RGB-ის მთავარი მიზანი ადგილობრივი და რეგიონის დიზაინ "ქომუნითის" მხარდაჭერაა, პროფესიული უნარების განვითარების, ახალი კონტაქტებისა და მსოფლიო ბაზრისთვის მომზადების გზით.
მთავარი პარტნიორები: საქართველოს ბანკი, Fabrika, Holy Motors, GIPA.
პარტნიორები: Lost&Found, Episode.
"ქომუნითი" პარტნიორები: Design Institute, Comm School, DAS, Smart Academy, ACAG, ProductTank
მედია პარტნიორები: Marketer.ge, Forbes.ge, Entrepreneur.ge, Next.on.ge, AT.ge.
კომენტარები