სიუჟეტი კვლავ საქართველოში განვითარდება — ლევან აკინი ახალ ფილმზე
ფოტო: LEVAN AKIN
როგორც უკვე ვიცით, გასული წლის გახმაურებული შვედურ-ქართული პროექტის And Then We Danced-ის რეჟისორმა ახალი ფილმი პოსტერის გამოქვეყნებით დააანონსა.
ფილმის შესახებ სხვა კონკრეტული ინფორმაცია უცნობი იყო, თუმცა პოსტერის ვიზუალით ვივარაუდეთ, რომ მისი სიუჟეტი კვლავ საქართველოსთან, ამავდროულად კი თურქეთთან იქნებოდა დაკავშირებული. სულ ცოტა ხნის წინ ScreenDaily-სთვის მიცემულ ინტერვიუში კი რეჟისორმა ლევან აკინმა დაადასტურა, რომ ეს მართლაც ასე იქნება:
"როცა And Then We Danced-ისთვის ინფორმაციებს ვაგროვებდი, ბევრი ისტორია მოვისმინე, რომელიც შემდეგ თავიდან ვეღარ ამოვიგდე. რაც ბევრს ვიგებდი, მით უფრო მეტ თემას ვაწყდებოდი, რომელიც ჩემთან კავშირში იყო და განსაკუთრებით ერთი მათგანის ხელიდან გაშვება არ შემეძლო. ამან კი თბილისიდან სტამბოლამდე მოგზაურობასთან მიმიყვანა", — ამბობს ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორი.
ფოტო: Amar Aljic / Instagram
ლევან აკინი შვედეთში დაიბადა, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით საქართველოდან არიან, რომლებიც შვედეთში წასვლამდე თურქეთში ცხოვრობდნენ. ამიტომაც აკინისთვის უცხო არ არის ამ ორი ქვეყნის კულტურაც:
"ბავშვობაში შვედეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში მივემგზავრებოდი, რათა ზაფხულობით ბებია-ბაბუა მომენახულებინა. ახალი ფილმის ისტორიის შთაგონებაც ესაა, რაც ჩემთვის ძალიან ინტიმურ ემოციებს უკავშირდება".
მომავალი ფილმის სახელწოდება Passage იქნება და მისი გადაღებები როგორც როგორც სტამბოლში, ისე საქართველოში იქნება. რეჟისორის განცხადებით, ამ ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაგონება ასევე თურქული მუსიკა იყო.
ლევან აკინი უკვე მუშაობს ფილმის სცენარზე და დაგეგმილი აქვს, რომ თურქეთში უფრო მეტი დრო გაატაროს ინფორმაციის მოძიებისა და დეტალების დაზუსტებისთვის. კინოსურათის წინასწარი მოკლედ აღწერა ასეთია: "იმ ადგილის სიყვარულისა და ლტოლვის ისტორია, რომელსაც ეკუთვნი. ეს არის ამბავი არჩეულ ოჯახებზე, რომლებიც იმ ადამიანებმა შექმნეს, ვინც თავიანთი ადგილი ბიოლოგიურ ოჯახებში ვერ იპოვეს".
შეგახსენებთ, რომ ლევან აკინის გეი დრამამ And Then We Danced გასულ წელს მრავალ მაყურებელთან ერთად კრიტიკოსებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა: ის აჩვენეს კანის კინოფესტივალზე, დასახელდა არაერთი უცხოური გამოცემის რჩეულ ფილმად და ამავდროულად ისეთი პრესტიჟული ფესტივალების გამარჯვებული გახდა, როგორებიცაა ჩიკაგოს, სარაევოს და ა.შ.
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისის სარკინიგზო მარშრუტს რეისები ემატება, მგზავრობის ფასი მცირდება — აზერბაიჯანის რკინიგზა
გადახედვა
-
რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე რა ვიცით კორნელის უნივერსიტეტში მომხდარი ჯგუფური გაუპატიურების საქმეზე
გადახედვა
-
რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა რუსეთის საპატრიარქო: პატრიარქ კირილმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს ძმური მოკითხვა და კეთილი სურვილები გადასცა
გადახედვა
-
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს, რომელმაც Flydubai-ს რეისზე დაჭრილი პილოტი გადაარჩინა
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო NASA-ს მავალმა მარსზე ტბების, ზედაპირქვეშა და ცხელი წყლების კვალს ერთ ადგილზე მიაგნო
გადახედვა
-
Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა Google-მა არაერთი დაყოვნების შემდეგ Gemini 4-ის ფლაგმანი მოდელი Argon წარადგინა
გადახედვა
-
გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია გარი კასპაროვის თქმით, ის გააფრთხილეს, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია
გადახედვა
-
"ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში? "ტელეიმედის" ჯამური ზარალი ₾500 მლნ-ს აღწევს — რა წერია არხის ფინანსურ ანგარიშში?
გადახედვა
კომენტარები