როგორ სცადა კრემლმა ხანგოშვილის მკვლელობაზე პასუხისმგებლობის არიდება
მზარდი მტკიცებულებების ფონზე კრემლმა დეზინფორმაციის კომპლექსური ტექნიკა გამოიყენა, რათა საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა თავიდან აერიდებინა.
2019 წელს ზელიმხან ხანგოშვილის გახმაურებულმა მკვლელობამ და გერმანიის პროკურატურის განცხადებამ, რომ მკვლელობა პოლიტიკური მიზნით "რუსულმა სპეცსამსახურებმა" შეუკვეთეს, კრემლის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერი გამოცემებისაგან დაუსაბუთებელი ბრალდებები გამოიწვია. DFRLab-მა დეზინფორმაციის 4D-ის მოდელის ანალიზი გამოიყენა, რათა ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ კრემლის ნარატივები შეესწავლა. კრემლმა მსხვერპლის დისკრედიტაციისა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისათვის რამდენიმეეტაპიანი ტექნიკა გამოიყენა: Dismiss and Discredit (დისკრედიტაცია), Distort (დამახინჯება), Distract (დაბნევა) და Dismay (დაშინება).
ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. მისი მოკვლა მანამდე 2015 წელს, საქართველოშიც სცადეს. პოლიციამ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მალევე დააპატიმრა. Bellingcat-ის ინფორმაციით, დაკავებული ვადიმ კრასიკოვია — რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპაში შესასვლელად ყალბი საბუთები გამოიყენა. 2019 წლის დეკემბერში გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გამოაძევა იმ მიზეზით, რომ მათ გერმანელ სამართალდამცავებთან თანამშრომლობა არ სურდათ. 2020 წლის 18 ივნისს გერმანიის პროკურატურამ ვადიმ კრასიკოვს რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით ხანგოშვილის მკვლელობისათვის ბრალი წარუდგინა. საქმე ამჟამად გერმანულ სასამართლოში განიხილება.
პირველი ეტაპი: უარყოფა და დისკრედიტაცია
სხვა ქვეყნების მხრიდან კრიტიკაზე რუსეთის პირველი რეაქცია, როგორც წესი, ბრალდებების არიდება ან კონტრთავდასხმაა. 2020 წლის 20 ივნისს სერგეი ნეჩაევმა, გერმანიაში რუსეთის ელჩმა პროკურატურის განცხადებას "უსაფუძვლო" უწოდა. მანამდე კი რუსმა პოლიტიკოსებმა სცადეს, ხანგოშვილისთვის ისლამისტი ტერორისტის იარლიყი მიეწებებინათ. 2019 წლის დეკემბერში RT-მ დაწერა, რომ ხანგოშვილი "სახიფათო ისლამისტი იყო, რომელიც ისლამისტების საერთაშორისო ქსელთან თანამშრომლობდა". RT-ის კიდევ ერთი ავტორი, ალექსანდერ სოსნოვსკი კი ირწმუნებოდა, რომ ხანგოშვილს გერმანიაში მიძინებულ ისლამისტს უწოდებდნენ, რაშიც "პოტენციური ტერორისტი" იგულისხმება. ამავე ნარატივს მოერგო Regnum და ხანგოშვილს ისლამისტი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უწოდა.
ამ მომენტისთვის არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ხანგოშვილი ისლამისტურ სამხედრო საქმიანობაში იყო ჩართული. მას შემდეგ, რაც გერმანიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა, კრიმინალური პოლიცია მას Gefährder სტატუსით აკვირდებოდა, რაც "პოტენციურად სახიფათო ინდივიდს" ნიშნავს, თუმცა ხანგოშვილს ეს სტატუსი 2018 წელს მოუხსნეს, როცა მისი კავშირი ისლამისტებთან არ დადასტურდა. Bellingcat-ის გამოძიებამ ვერ იპოვა მტკიცებულება იმისა, რომ ხანგოშვილი ისლამისტურ იდეოლოგიას იზიარებდა და როგორც ფიდელიუს შმიდტი, Der Spiegel-ის ჟურნალისტი წერს, თავდაპირველად სწორედ რუსეთის მიმართვის შედეგად დაიწყეს გერმანელმა სამართალდამცავებმა ხანგოშვილის მონიტორინგი. გარდა ამისა, გიგა ბოკერიამ, საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა განაცხადა, რომ ხანგოშვილი საქართველოს მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობდა ანტიტერორისტულ გამოძიებებში.
მეორე ეტაპი: დამახინჯება
დამახინჯების ტექნიკა (Distort) მიზნად ისახავს ფაქტების გაყალბებასა და ალტერნატიული მტკიცებულებების წარმოდგენას. ფაქტების დამახინჯება სრული ტყუილიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტექსტის გამოტოვებამდე მერყეობს. კრემლის წარმომადგენლებმა ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული ფაქტები შეცვლილად წარმოადგინეს, რუსულმა სამთავრობო მედიებმა კი ალტერნატიული თეორიები შექმნეს იმასთან დაკავშირებით, ვის შეეძლო მოეკლა ხანგოშვილი.
2019 წლის 10 დეკემბერს პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა უწყებებმა რამდენჯერმე მოსთხოვეს გერმანელ კოლეგებს ხანგოშვილის ექსტრადაცია რუსეთში. პუტინის განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა უარყო: მისი თქმით, გერმანიას მოსკოვისგან საქართველოს მოქალაქის ექსტრადაციის შესახებ მოთხოვნა არ მიუღია, ასევე არავის მიუწოდებია მათთვის ინფორმაცია რუსეთში ხანგოშვილის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებებზე. 2019 წლის 19 დეკემბერს პუტინმა წინა განცხადებას გადახედა და ამჯერად თქვა, რომ რუსეთს გერმანიისთვის ოფიციალურად არ მიუმართავს, რადგან ამას შედეგი არ მოჰყვებოდა: "რეალურად, უარყოფითი პასუხი უკვე გვქონდა".
რუსულმა სახელისუფლებო მედიებმა კი ალტერნატიული ჰიპოთეზები შექმნეს ხანგოშვილის მკვლელების ვინაობის შესახებ და თვალი დახუჭეს კრემლის მონაწილეობასთან დაკავშირებულ მტკიცებულებებზე. Ria Novosti-ს ვერსიით, ხანგოშვილი ქართულ და ამერიკულ მხარეებს ჩეჩნების დიასპორაზე აწვდიდა ინფორმაციას, რის გამოც ჩეჩნებმა შური იძიეს. სტატიის ავტორი ირწმუნებოდა, რომ ხანგოშვილმა 2012 წელს ჩეჩენი მებრძოლები ლოპოტას ხეობაში შეიტყუა, სადაც ისინი სპეცოპერაციისას დახოცეს. ამავე აზრს ავითარებს Kommersant-ის სტატიაც, სადაც ნათქვამია, რომ ხანგოშვილმა ჩეჩენი სამხედროები საქართველოში სპეცრაზმისთვის გადასაცემად მოიწვია. მკვლელობის მიზეზი ამ გაზეთის მიხედვითაც შურისძიებაა.
2012 წლის აგვიტოში ქართულმა პოლიციამ ნამდვილად მოკლა რამდენიმე ჩეჩენი და დაღესტნელი მებრძოლი, რომელთაც ადგილობრივები მძევლად ჰყავდათ აყვანილი. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ზელიმხან ხანგოშვილს სთხოვა, მოლაპარაკების პროცესში ჩართულიყო. მოლაპარაკება არ შედგა, რასაც სპეცოპერაცია მოჰყვა. არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ხანგოშვილმა მებრძოლები საქართველოში მოიწვია ან მას სხვა რაიმე როლიც ჰქონდა, გარდა მედიატორისა. გერმანიის პროკურატურის დასკვნაში კვალი რუსეთის ხელისუფლებამდე მიდის, ჩეჩნების მონაწილეობაზე კი არაფერია ნათქვამი.
მესამე ეტაპი: დაბნევა
კრემლის საინფორმაციო არსენალში შემდეგი ტექნიკა ყურადღების გადატანაა. როცა კრემლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო უკმაყოფილება იზრდება, საპასუხოდ მოსკოვი დამდანაშაულებლების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს.
2019 წელს ვლადიმერ პუტინმა ხანგოშვილს "სასტიკი, სისხლიანი კაცი" უწოდა და თქვა, რომ ის მოსკოვის მეტროში აფეთქებების ორგანიზატორი იყო, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ აფეთქებებზე საუბრობდა.
DFRLab-მა ზელიმხან ხანგოშვილის სახელი ექსტრემისტულ ან ტერორისტულ ქმედებებში ჩართული ინდივიდების რუსულ ბაზაში ვერ იპოვა. 1996 წლიდან დღემდე რუსეთის მეტროში შვიდჯერ მოაწყვეს ტერორისტული აქტი. ხანგოშვილი არც ერთ გამოძიებაში არ ფიგურირებს. The Guardian-მა ასევე დაწერა, რომ ბრალდებები ხანგოშვილის მონაწილეობის შესახებ მხოლოდ მისი მკვლელობის შემდეგ გაჟღერდა.
რუსულმა სახელისუფლებო გამოცემებმა დასავლური ქვეყნები რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების საბოტაჟში დაადანაშაულეს. Sputnik Georgia-მ დაწერა, რომ ვაშინგტონმა გერმანიაზე ზეწოლა მოახდინა, რათა ოფიციალურ პირებს თითი რუსეთისაკენ გაეშვირათ. Vzglyad-მა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ოფიციალური ბრალდებები და თქვა, რომ ხანგოშვილი სწორედ მაშინ მოკლეს, როცა რუსეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა დამთბარი იყო და Nord Stream 2 გაზის მილსადენის პროექტი სრულდებოდა. Ria Novosti-მ Bellingcat მანიპულაციასა და გამოძიების გაყალბებაში დაადანაშაულა, რამაც საბოლოოდ გერმანიის პროკურატურის დასკვნაზე გავლენა მოახდინა. Rubaltica-მ კი ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული ბრალდებები დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ საინფორმაციო ომად მოიხსენია.
ბოლო ეტაპი: დაშინება
რუსეთის 4D ტექნიკაში ბოლო იარაღი დაშინებაა ანუ ოპონენტებისთვის იმის ჩვენება, თუ რა ნეგატიური შედეგებია მოსალოდნელი იმ შემთხვევაში, თუ არსებულ კურსს არ შეიცვლიან.
RT-ის ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ აშშ-ს უნდოდა ხანგოშვილის მკვლელობისგან ისეთივე სკანდალი შეექმნა, როგორიც სკრიპალის შემთხვევაში იყო (საუბარია ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის, იულიას მოწამვლაზე, რომელიც კრემლმა 2018 წელს შეუკვეთა). სტატიის ავტორი წერდა, რომ რუსეთი გერმანიისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია და შესაბამისად, გერმანია ბევრ რამეს დაკარგავს, თუ რუსეთთან კავშირს გაწყვეტს.
კრემლმა ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული ბრალდებების "გასაქარწყლებლად" ნაცნობი ტაქტიკა გამოიყენა: მსხვერპლის დისკრედიტაციისათვის ის სახიფათო ისლამისტ მებრძოლად დახატა, ოპონენტებზე თავდასხმისთვის, გერმანიას დააკისრა პასუხისმგებლობა "ვერშემდგარი ექსტრადიციის" გამო, რუსულმა სამთავრობო მედიამ კი დასავლური ქვეყნები რუსულ-გერმანული ურთიერთობის არევაში დაადანაშაულა. ეს მოდელი, რომელსაც მოსკოვი უდანაშაულობის ილუზიის შესაქმნელად იყენებს, მაშინაც კი, როცა მტკიცებულებები მასზე მიუთითებს, ბოლო წლების განმავლობაში სახიფათო ტენდენციად იქცა.
სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.
-
გადახედვათეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ საქართველომ, ივანიშვილის წყალობით, 2 მილიარდზე მეტი დახმარების მიღების შესაძლებლობა დაკარგა თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ საქართველომ, ივანიშვილის წყალობით, 2 მილიარდზე მეტი დახმარების მიღების შესაძლებლობა დაკარგა
-
გადახედვანაბეღლავი: მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ნაბეღლავი: მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა
-
გადახედვაალენ ბერსე: ღია და კონსტრუქციული აზრთა გაცვლა იყო ოპოზიციურ პარტია "ერთიანობა — ნაციონალურ მოძრაობასთან" ალენ ბერსე: ღია და კონსტრუქციული აზრთა გაცვლა იყო ოპოზიციურ პარტია "ერთიანობა — ნაციონალურ მოძრაობასთან"
-
გადახედვააქციების პერიოდში სპეცრაზმელების და პოლიციელების კვება უტენდეროდ 1 570 429 ლარი დაჯდა აქციების პერიოდში სპეცრაზმელების და პოლიციელების კვება უტენდეროდ 1 570 429 ლარი დაჯდა
-
გადახედვაელენე ხოშტარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს ელენე ხოშტარია ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე უარს აცხადებს
-
გადახედვააქტივისტმა ნიკო მანაგაძემ საპატიმრო დატოვა აქტივისტმა ნიკო მანაგაძემ საპატიმრო დატოვა
-
გადახედვამაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
-
გადახედვაპროევროპული პროტესტის მხარდამჭერი კომპანიების რიცხვი 1000-ს გადასცდა პროევროპული პროტესტის მხარდამჭერი კომპანიების რიცხვი 1000-ს გადასცდა
-
გადახედვა19 დეკემბერს საქართველოში თოვლი და ქარია მოსალოდნელი — დეტალები 19 დეკემბერს საქართველოში თოვლი და ქარია მოსალოდნელი — დეტალები
-
გადახედვამაკრონმა და ზელენსკიმ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს მაკრონმა და ზელენსკიმ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს
-
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე ბიზნესს გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობისკენ მოუწოდებს მამუკა ხაზარაძე ბიზნესს გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობისკენ მოუწოდებს
-
გადახედვაგაერთიანებული სამეფო უკრაინას 286 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის გაერთიანებული სამეფო უკრაინას 286 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის
-
გადახედვა28 დეკემბერს 15 საათზე ქვეყნის მასშტაბით აქცია "სახალხო ჯაჭვი საქართველოს ევროპული მომავლისთვის" გაიმართება 28 დეკემბერს 15 საათზე ქვეყნის მასშტაბით აქცია "სახალხო ჯაჭვი საქართველოს ევროპული მომავლისთვის" გაიმართება
-
გადახედვავასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დაკავებულ მსახიობს ვეფხია კასრაძეს სოლიდარობას უცხადებს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დაკავებულ მსახიობს ვეფხია კასრაძეს სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს საკითხს განიხილავენ ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები საქართველოს საკითხს განიხილავენ
-
გადახედვააქციაზე დაკავებულების დასახმარებლად გერმანიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება აქციაზე დაკავებულების დასახმარებლად გერმანიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
-
გადახედვაჰელსინკის კომისია "ქართულ ოცნებას" დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის ძირის გამოთხრის მცდელობაში ადანაშაულებს ჰელსინკის კომისია "ქართულ ოცნებას" დემოკრატიული მსოფლიო წესრიგის ძირის გამოთხრის მცდელობაში ადანაშაულებს
-
გადახედვადღეს თბილისში სხვადასხვა ადგილზე 8 აქცია-მსვლელობა გაიმართება დღეს თბილისში სხვადასხვა ადგილზე 8 აქცია-მსვლელობა გაიმართება
-
გადახედვააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე: ჩვენ დამატებით ქმედებებს ვამზადებთ, მათ შორის სანქციებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე: ჩვენ დამატებით ქმედებებს ვამზადებთ, მათ შორის სანქციებს
-
გადახედვასენატორი ბენ კარდინი და მისი ევროპელი კოლეგები ოცნებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე საუბრობენ სენატორი ბენ კარდინი და მისი ევროპელი კოლეგები ოცნებისთვის ფინანსური სანქციების დაწესებაზე საუბრობენ
კომენტარები