თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
2020 წლის 1 ივლისიდან, თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება. პროგრამა, რომელიც სახელმწიფომ დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად წამოიწყო, იპოთეკური სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმუმ 4%-ის დაფინანსებას გულისხმობს, ხუთი წლის განმავლობაში.
პროგრამაში მონაწილეობისთვის, მომხმარებელმა დეველოპერული კომპანიისგან ბინის შესაძენად იპოთეკური სესხით მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა ისარგებლოს. სუბსიდიის მისაღებად, განაცხადის ბოლო დღე 31 დეკემბერია, ხოლო სახელმწიფო საგარანტიო კომპონენტით სარგებლობის ბოლო ვადა - 20 დეკემბერი. თანხის მაქსიმალური მოცულობა 200,000 ლარია, სესხის დაფარვის მაქსიმალური ვადა კი - 240 თვე. მომხმარებელმა უზრუნველყოფის სახით შესაძენი ქონების მინიმუმ 10%-ის ფულადი სახსრები უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, თანამონაწილეობა უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად. პროგრამა ვრცელდება მხოლოდ სესხებზე ეროვნულ ვალუტაში.
პარტნიორ დეველოპერულ კომპანიებში ბინის შეძენის შემთხვევაში, თიბისის იპოთეკური ცენტრი სტატუს მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს სთავაზობს.
"თიბისისთვის სამშენებლო და დეველოპერული სექტორის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკის ინვესტიცია აღნიშნულ სექტორებში მხოლოდ 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში 721 მილიონ ლარს აჭარბებს. შესაბამისად, ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ამ სექტორის განვითარებას წაახალისებს. იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, ერთი მხრივ, დაეხმარება მომხმარებლებს, შეიძინონ სასურველი ბინა, მეორე მხრივ კი, დეველოპერული ინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს ბევრ სხვა ინდუსტრიასთან აქვს გადაკვეთა. ამიტომ, ვფიქრობ, ინიციატივა მნიშვნელოვნად წაახალისებს, როგორც დეველოპერული, ისე სხვა სექტორების წარმატებულ საქმიანობას და დასაქმებას", — აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია თიბისის ვებ-გვერდზე; ცხელ ხაზზე - (032) 2 27 27 27 ასევე, ბანკის ნებისმიერ ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები