უცნაური წერტილი დედამიწაზე, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო გრილდება
საერთო ჯამში დედამიწა წარმოუდგენელი სიჩქარით თბება, მეცნიერების თქმით კი, ეს სათბურის აირების გამოყოფის ბრალია. თუმცა დედამიწაზე, ატლანტის ოკეანის შუაში არსებობს ერთი წერტილი, რომელიც ყოველწლიურად ცივდება.
მკვლევრები ცივი წერტილის არსებობის შესაძლო მიზეზების დადგენას ცდილობენ. ამ ადგილს ზედმეტსახელად ბურთულას უწოდებენ.
მათი დასკვნის მიხედვით, ბურთულის არსებობა კომპლექსურმა ფაქტორებმა გამოიწვიეს, თუმცა ძირითადად მისი წარმოქმნა ოკეანის დინებების ცვლილებისა და სქელი ღრუბლების ბრალია, რომელიც მის ზემოთ კონცენტრირდება.
ოკეანის ერთ-ერთი მთავარი დინება, ატლანტიკის მერიდიანული ცირკულაცია (AMOC), უმნიშვნელოვანესი გადამტანის როლს ასრულებს, რადგან მას თბილი ტროპიკული წყალი ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთისკენ მიაქვს. მკელვრებმა კი დაადგიენს, რომ დინება დროთა განმავლობაში ნელდება. მათ აზრით, ამის მიზეზი გრენლანდიაში ყინულის დნობაა, რომლის შედეგად მტკნარი წყალი ატლანტის ოკეანეში ჩრდილოეთ ნაწილში ჩაედინება.
ამას კი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდეს. იგი ოკეანეში მარილიანობის დონეს ამცირებს, რაც წყალს ნაკლებად მკვრივს ხდის. შედეგად, ნაკლები ცივი წყალი "იძირება", რაც, თავის მხრივ, ახალი ტროპიკული წყლის მოდინებას ხელს უშლის. მუდმივი ცივი წყლის პირობები კი ბურთულას მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება.
რაც შეეხება ღრუბლებს, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ უფრო გრილი ოკეანის ზედაპირი უფრო სქელ ღრუბლებს წარმოქმნის, რომელიც ბევრ სინათლეს ირეკლავს და ზედაპირს კიდევ უფრო აგრილებს.
"ანთროპოგენული კლიმატის ცვლილება კლიმატის სისტემის საერთო სქემას ცვლის. ბურთულა კი ნამდვილად საინტერესო ფენომენია", — განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის ოკეანოგრაფმმა კრისტოფერ კარნაუსკამ, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა.
კვლევა 29 ივნისს ჟურნალ Nature Climate Change-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები