თანამედროვე კავკასიური ლიტერატურის 10 საუკეთესო წიგნი
ფოტო: Konstantin Malanchev
დიდი ხნის განმავლობაში ქართული ლიტერატურა უცხოელი მკითხველებისთვის შეუმჩნეველი იყო და უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, მწერლები მხოლოდ ადგილობრივ ასპარეზზე თუ ახერხებდნენ სახელის მოხვეჭას.
ბოლო წლებში ეს მდგომარეობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება, რასაც ცხადყოფს 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მიწვევა სტუმარი ქვეყნის სტატუსით, რამაც ქართული ლიტერატურით დაინტერესება ევროპულ ქვეყნებში ერთიორად გაზარდა და ათეულობით ქართველი ავტორის შემოქმედება სხვადასხვა ენაზე ითარგმნა.
ამის დასადასტურებლად გთავაზობთ აღმოსავლეთ ევროპის კულტურით დაინტერესებული ცნობილი გამოცემის The Calvert Journal-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ჟურნალისტმა ჰანა ვებერმა თანამედროვე კავკასიური ლიტერატურის ინგლისურად თარგმნილი 10 საუკეთესო წიგნი დაასახელა და მათ შორის რამდენიმე ქართველი ავტორიც მოხვდა.
ლიტერატურული ექსპრესი, ლაშა ბუღაძე, 2009 წელი (საქართველო)
ინგლისურად თარგმნა მაია ყიასაშვილმა
"თქვენს ადგილობრივ მკითხველებს უკვე მობეზრებული აქვთ ის, რაც უცხოელებს საინტერესო ჰგონიათ ბულგარულ ლიტერატურაში. და ამის საპირისპიროდ კი ის, რაც თქვენს თანამემამულეებს აღაფრთოვანებთ, სრულიად გაუგებარია უცხოელი მკითხველებისთვის" — ლიტერატურული ექსპრესი, რომელიც ხელოვნების ნიმუშზე მეტად ხელოვნების არსზე კომენტარი უფროა, მკითხველს შავი იუმორისა და გონებამახვილური თვითკრიტიკულობის თავაწყვეტილ მოგზაურობაში ითრევს. წიგნის კითხვისას მთავარ გმირ ზაზას, რომლის ყველაზე წარმატებული (და ერთადერთი) წიგნი მოთხრობების კრებულია, სხვა ნაკლებად წარმატებული მწერლების ჯგუფთან ერთად ევროპის მასშტაბით მოგზაურობაში მატარებლით მივყვებით. მკითხველი გრძნობს, რომ ზაზას რომანტიკული ინტერესი პოლონელი მთარგმნელის თავაზიანი და მომხიბვლელი ცოლის მიმართ — მისი კარიერის არ იყოს — საეჭვოა, რომ წარმატებული აღმოჩნდეს. და, მართალია, [ის] კიცხავს ურცხვ ოპორტუნიზმს, რომელიც საერთაშორისო ყურადღების მოსახვეჭად პოლიტიკას იყენებს, მაგრამ, ამავდროულად, თავადაც დიდი სიამოვნებით სარგებლობს იმავე მეთოდებით. ეს რომანი გაცილებით მეტია, ვიდრე სატირა; ეს ლიტერატურული ლოკომოტივი ევროპული კულტურული ინდუსტრიის სტრატიფიკაციის სასაცილო და მწარე კრიტიკაა — მისი წაკითხვის შემდეგ ერთდროულად უფრო ჭკვიანი და უფრო დეპრესიული გახდებით".
სიცოცხლის რექვიემი, ალან ჩერჩესოვი, 1994 წელი (ოსეთი)
ინგლისურად თარგმნა სუბი შერველმა
"მიყრუებულ კავკასიურ სოფელში ყმაწვილი ბიჭი სამუდამოდ ცვლის აწმყო დროის მდინარებას, როცა თავისი ოჯახის მიერ მოპარულ ცხენს კანონიერ მეპატრონეს უბრუნებს. საშიში სისხლიანი შუღლის გამო მისი მშობლები სოფლიდან გარბიან, ბიჭი კი საკუთარი თავის ამარა რჩება. გამჭრიახობითა და იღბლით დაჯილდოებულს, ბრძოლისუნარიანობა მალევე აქცევს მას ეჭვისა და ზიზღის სამიზნედ. ავტორი ამ მიმზიდველ რომანში ამბის თხრობისას სადავეებს ხელიდან უშვებს, რაც საშუალებას აძლევს, რომ ამბავი წერის ბაროკოული სტილითა და ოსური მითოლოგიით გაამდიდროს. ეთნოგრაფიული დეტალების გამოყენებით ის არც ტურისტებს ან კეთილმოსურნე დასავლელ მკითხველებს ეკეკლუცება და სანაცვლოდ სრულიად ახალ და განსხვავებულ ხმას ქმნის".
მთა და კედელი, ალისა განიევა, 2012 წელი (დაღესტანი)
ინგლისურად თარგმნა კეროლ აპოლონიომ
"ალისა განიევას მთა და კედელი, რომელსაც ინგლისურად ნათარგმნ პირველ დაღესტნურ რომანად იცნობენ, ძლიერ ექსპოზიციას გვთავაზობს იმის შესახებ, თუ როგორ გავაგრძელოთ სიცოცხლე დესტრუქციის პირისპირ. რომანი ახალგაზრდა და გულგრილი შამილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მახაჩყალაში, სადაც რუსეთის მთავრობა იმუქრება, რომ კავკასიაში მუსლიმების საიზოლაციოდ კედელს ააშენებს, რეპორტიორად მუშაობს. ეს ჩვენი სრულიად უხეში ანტიგმირი კამიუს მერსოს წააგავს, მაგრამ მას მაინც არ შეუძლია არ შეიმჩნიოს ის კატასტროფა, რომელიც მის ირგვლივ ძალას იკრებს, რის გამოც იძულებულია, ორ ბოროტებას შორის გააკეთოს არჩევანი. დაძაბულობის ოსტატურად გაღვივებითა და საზღვრის ცნების, როგორც ხალხთა შორის დაპირისპირების მეტაფორის, გამოყენებით, ალისა განიევა უკიდურესობების პირისპირ აღმოჩენილ განადგურებულ საზოგადოებას გვიხატავს. ამ მიზანს ის რელიგიური ფუნდამენტალისტების მოწოდებებისა და გაუცხოებული სახელმწიფოს სასტიკი ფარისევლობის აღწერით აღწევს. ამ უდავოდ კარგი ტექსტით ავტორს სურს, რომ რუსეთსა და მის პერიფერიებს შორის დიალოგი გააჩინოს".
ობოლი ცა, ელა ლეია, 2015 წელი (აზერბაიჯანი)
"ელა ლეიას სადებიუტო რომანი მგრძნობიარე თვითანალიზის ოსტატური ნამუშევარია. ეს არის საუცხოო და ინტიმური ისტორია ლეილასი, ახალგაზრდა პიანისტის, რომელიც თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და ძვირფასი ადამიანების ნაკლოვანებების გაცნობიერებას იწყებს გვიანი მეოცე საუკუნის აზერბაიჯანში. მუსიკალური მეტაფორებით სავსე ამ წიგნში სრულადაა გამოყენებული ემოციების ლექსიკონი რახმანინოვისა და ვაგნერის შემოქმედებიდან. ეს ყველაფერი კი იმ მოზარდის მტკივნეული გულუბრყვილობის ფონზეა აღწერილი, რომელიც კომუნისტური პარტიის ელიტური ცხოვრებით ცხოვრობს, ამავდროულად კი დისიდენტი საყვარელი ჰყავს. ელა ლეიას უხვსიტყვიანმა პროზამ ერთი მხრივ შეიძლება მინიმალისტური სტილის მოყვარულ მკითხველებს გემოვნება შეუცვლოს, ამავდროულად კი გადატვირთულმა აღწერებმა ხშირად სასტიკ გარემოებებშიც კი მოულოდნელად მშვენიერი დეტალები აღმოგვაჩენინოს".
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, ოთარ ჭილაძე, 1973 წელი (საქართველო)
ინგლისურად თარგმნა დონალდ რეიფილდმა
"საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა და გავლენიანმა მეოცე საუკუნის რომანისტმა, ოთარ ჭილაძემ თავისი პირველი რომანი გზაზე ერთი კაცი მიდიოდა 1973 წელს გამოაქვეყნა, თუმცა ის ინგლისურად მხოლოდ 2012 წელს ითარგმნა. იასონისა და ოქროს საწმისის ლეგენდის გამოყენებით ეს რომანი საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ანექსიისა და გმირულ ლაშქრობებს შეწირული ადამიანების ტანჯვის ალეგორიაა. კოლხეთის დაპყრობისა და უწყინარი მოსახლეობის ჯაშუშებად თუ მჩაგვრელებად გადაქცევის აღწერით ოთარ ჭილაძე საბჭოთა ცენზურის საზღვრებს სცდიდა და ამასობაში სრულიად ახალი სახე მისცა ქართულ პოსტმოდერნულ ლიტერატურას. ეს პირველი ჩინებული სადებიუტო რომანი უხვ ჰომეროსულ შედარებებთან და კლასიკური სტილის მიბაძვასთან ერთად, მწუხარებასა და შიშში მყოფი ადამიანის სახეს სრულყოფილად გადმოსცემს".
წარმავალი ქალაქი, ოვანეს თეკგუოზიანი, 2012 წელი (სომხეთი)
"კორუფციისა და ეკონომიკის "ტრადიციული" თემების უკან მოტოვებითა და სოციალური ურთიერთობებისა და კულტურული განსხვავებების ანალიზით, ოვანეს თეკგუოზიანი სომხური ტაბუს უზარმაზარ ციხე-სიმაგრეში ცოცხალ, გულწრფელ იუმორს პოულობს. ვირტუალურ კინონოველად წოდებულ ტექსტში პროტაგონისტები, გაგიკი და გრიგორი გულითად მეგობრობას იწყებენ თურქ მოგზაურთან, რასაც სექსუალობისა და ზებუნებრივი მოვლენების გარშემო თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარებული ამბები მოსდევს. თეკგუოზიანი თავისი ანიმაციური და ფანტასტიკური სტილით ელისის მოგზაურობა საოცრება ქვეყანაშის მსგავს სამყაროს ქმნის, სადაც ადამიანი ცხოველი ხდება და საგნები ცოცხლდებიან. ამას კი ავტორი უდავოდ ტიმ ბარტონის გავლენით ახერხებს".
დაგნი ანუ სიყვარულის აღაპი, ზურაბ ქარუმიძე, 2016 წელი (საქართველო)
"დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურულ ჯილდოზე წარდგენილი ეს უჩვეულო ლიტერატურული "აღაპი", იგივე ნადიმი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილში მოულოდნელად 1901 წლის თბილისში აღმოვჩნდებით და დაგნი იუელ-პშიბიშევსკას სამი კვირის ქრონიკებს ვეცნობით, სანამ მას მოკლავენ. ედვარდ მუნკისა და ავგუსტ სტრინდბერგის ეს რეალური მუზა სასტუმრო გრანდ ოტელში მის 34-ე დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე მოკლეს. მეორე ნაწილი კი მითისა და პოლიტიკის, შამანიზმისა და ფუგის ხელოვნების, გრძნეულობისა და ლინგვისტიკის ფანტასმაგორიული ნაზავია, რომელიც თავს იყრის "სიყვარულის აღაპში" — რიტუალში, რომლის მიზანიც ადამიანების, როგორც მშვიდობის მცველების კოსმოსური მიზნის აღდგენაა, რათა მოახლოებული ტოტალიტარული კატასტროფა აირიდონ თავიდან. ამ ორივე ღრმააზროვანი და ღრმააზროვნად სასაცილო ნაწილის გენიალურობის გაგება იქამდე გაგიჭირდებათ, სანამ თქვენი ყურები გასული საუკუნის დასაწყისში დატრიალებული მოდერნიზმის მიღწევებისა და საშინელებების შესახებ არ გაიგებს".
Solar Plexus: ბაქოს ოთხნაწილიანი საგა, რუსტამ იბრაგიმბეკოვი, 1996 წელი (აზერბაიჯანი)
ინგლისურად თარგმნა ენდრიუ ბრომფილდმა
"თავისი ბასრი ტრაგიკომედიით ცნობილ ოსკაროსან სცენარისტს (რეჟისორ ნიკიტა მიხაილოვის ფილმმა მზით დამწვარი 1995 საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა), რუსტამ იბრაგიმბეკოვს იშვიათი უნარი აქვს, რომ ყველაზე უცნაურ სიტუაციებშიც კი ჰუმანურობა იპოვოს და შეისწავლოს ის. სწორედ ამას აკეთებს თავის წიგნშიც Solar Plexus, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, საერთო ეზოში მცხოვრები მეგობრების ცალკეულ ისტორიებს მოგვითხრობს. მეორე მსოფლიო ომი, მეოცე საუკუნის შუაში დაწყებული რუსიფიკაცია და ქალაქსა და სოფელს შორის არსებული მრავალწლოვანი ხიდჩატეხილობა წიგნის მთავარი თემებია, რომელთანაც გამკლავება შეიძლება გაუჭირდეს მკითხველს, თუ ამ ქვეყნის ისტორიას არ იცნობს. თუმცა თავისუფალი, გულისხმიერი თხრობის სტილით ავტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაინც ადამიანურ ურთიერთობებს ანიჭებს. ამ ერთდროულად სასაცილო და სევდიან წიგნს მკითხველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს".
დაკარგული ნივთების მემკვიდრეობა, აიდა ზილელიანი, 2015 წელი (სომხეთი/აშშ)
"ერთხელაც მიხვდები, რომ როცა რაღაცაზე პასუხს ვერ პოულობ, მისი დავიწყება გიწევს". ნიუ-იორკში მცხოვრები აიდა ზილელიანის სადებიუტო რომანი სომხების გენოციდიდან ათწლეულების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლებული სომხური ოჯახის სირთულეებით სავსე ცხოვრებაზე მოგვითხრობს. იმის გამო, რომ იმიგრანტების თემში არაბზე ქორწინება აკრძალული იყო, ბავშვობის სიყვარულის ნაცვლად ტამარი სარფიანი გარიგებით არასაიმედო ლევონზეა დაქორწინებული. თუმცა მათი უფროსი შვილის გაუჩინარების შემდეგ ლევონის შემაწუხებელ უშფოთველობასა და ტამარის ოჯახის მიმართ უსიყვარულო დამოკიდებულებაში თაობათა შორის დაძაბულობის გამაფრთხილებელი ნიშნები და მემკვიდრეობითი ტრავმა იჩენს თავს. რთულია გაიგო, ვინ არის დამნაშავე და ვინ მსხვერპლი — თითოეული პერსონაჟი ნელ-ნელა უფრო კომპლექსური და წინააღმდეგობრივი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო ადამიანური ხდება. კრიზისის პირას მყოფი ოჯახის სადა რეალიზმით აღწერით ზალალიანი გვაჩვენებს, თუ როგორ არ ქრება ჩვენი მეხსიერებიდან მძიმე გამოცდილებები".
მოგზაურობა ჯოჯოხეთში: ჩეჩნეთის დღიურები, ანა პოლიტკოვსკაია, 2002 წელი (ჩეჩნეთი, რუსეთი)
ინგლისურად თარგმნეს ალექსანდრ ბარიმ და ტატიანა ტალჩინსკიმ
"ამ სიის ბოლო წიგნი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არამხატვრული ლიტერატურის ნიმუშია. მოსკოვში მცხოვრები ანა პოლიტკოვსკაია ათ წელზე მეტი ხნის წინ თავისი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოკლეს. ეს იყო ცხადი მოწმობა იმისა, თუ რა სასიკვდილო საფრთხის წინაშე არიან ჟურნალისტები, რომლებიც ძალადობასა და უსამართლობას ააშკარავებენ. რუსეთის ხელისუფლების მწვავე კრიტიკით მან მრავალი სტატია დაწერა ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებზე, რის გამოც მას დაპატიმრების, მოწამვლისა და სიკვდილით დასჯის მცდელობის გადატანა მოუწია. მოგზაურობა ჯოჯოხეთში ჩეჩნეთის ომის შესახებ დაწერილი მისი მეორე წიგნია — მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი საკითხავი მათთვის, ვისაც ჩრდილოეთ კავკასიის უახლესი ისტორია აინტერესებს. პოლიტკოვსკაიას ფოკუსში არა რუსი ოპონენტების მკვლელი რაზმები, თვითკმაყოფილი პოლიტიკოსები ან ჩეჩნეთის წინააღმდეგობა, არამედ ორმხრივ სროლაში მოყოლილი უდანაშაულო მოქალაქეები არიან. ამ გაბედულ, უშიშარ დღიურებს ომის დამანგრეველი ბუნება სააშკარაოზე გამოაქვს და ნებისმიერი რისკის ფასად საჯაროდ ასამართლებს მას".
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს






კომენტარები