აქ. ახლა თიბისიმ ქართული რაგბის მხარდაჭერა 2024 წლამდე გაახანგრძლივა
თიბისისა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის თანამშრომლობა 4 წლით, 2024 წლის ბოლომდე გახანგრძლივდა. კრიზისული პერიოდის მიუხედავად თიბისის და საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობა გრძელდება და თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის, რაგბის ეროვნული ნაკრების, საქართველოს რაგბის ყველა ასაკობრივი ეროვნული ნაკრების გენერალურ სპონსორად რჩება.
"თიბისი, როგორც ლიდერი ბანკი წარმატებით აგრძელებს გუნდურ სპორტში ლიდერი სახეობის - რაგბის - მხარდაჭერას. ჩვენ უკვე გვაქვს 4 წლიანი მეგობრობის ისტორია და გვინდა, რომ ის კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდეს. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების გაძლიერება და მთლიანად რაგბის, როგორც სპორტის სახეობის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციაა," - განაცხადა ნიკა ქურდიანმა, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
"გრძელდება საქართველოს რაგბის კავშირის პოლიტიკა რაგბიში ბიზნესის აქტიური ჩართვის მიმართულებით. თიბისი ბანკთან განვლილმა ოთხწლიანმა ურთიერთობამ, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური დახმარების კუთხით იყო საინტერესო, არამედ სარაგბო ღირებულებების, ფასეულობის პოპულარიზაციას ემსახურებოდა, ნათლად დაგვანახა აღებული კურსის სისწორე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ, ყველა პრობლემატური საკითხის მოგვარებაში თიბისი ბანკი ჩვენს გვერდით იყო და რჩება როგორც ერთგული მეგობარი და თანამოაზრე. გვიხარია, რომ ერთად ვქმნით ისტორიას,"— აღნიშნა გოჩა სვანიძემ, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.
თიბისის და საქართველოს რაგბის კავშირს შორის აქტიური თანამშრომლობა 2016 წელს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ბორჯღალოსნებმა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი და ტურნირი გამართეს. 4 წლის განმავლობაში თიბისის მიერ დაგეგმილი მრავალფეროვანი მარკეტინგული აქტივობების დახმარებით რაგბი იქცა ქვეყნის წამყვან სპორტულ სახეობად, საგრძნობლად გაიზარდა მისი გულშემატკივრების რაოდენობა, რასაც როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ტურნირების ფარგლებში გამართულ თამაშებზე სავსე სტადიონები და გულშემატკივრების აქტიური ჩართულობა მოწმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინტერესი ყოველდღიურად სულ უფრო იზრდება.
თანამშრომლობის ახალი ეტაპზე არაერთი საინტერესო პროექტი იგეგმება, რომელიც რაგბის კიდევ უფრო მასშტაბურ პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები