სამადაშვილი რურუას მიმართვაზე: ჩვენთვის ეს პოზიცია არაფერს ცვლის, პრინციპის საკითხია და არ ეხება მხოლოდ მას
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, გიორგი რურუას მიმართვა, მისი პატიმრობის მიუხედავად ოპოზიციამ საარჩევნო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს, მათთვის არაფერს ცვლის. სამადაშვილის განმარტებით, ეს პრინციპის საკითხია და ეხება არამხოლოდ რურუას, არამედ ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკურ გარემოს.
"ეს არის სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ თვალსაზრისით, რომ მას არ სურს მისი პიროვნული საკითხი გახდეს დაბრკოლებად იმ მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის, რომელიც ეხება კონსტიტუციას. მაგრამ ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია არაფერს არ ცვლის იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს არის პრინციპის საკითხი და ეს არ შეეხება მხოლოდ გიორგი რურუას. ეს შეეხება იმ სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოს, რომლითაც ჩვენ მივდივართ შემდეგ არჩევნებზე და შეთანხმებას, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით მართმსაჯულება არ უნდა განხორციელდეს", — განუცხადა მან რუსთავი 2-ს.
მთავარი არხის დამფუძნებელი, გიორგი რურუა მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებების მესამე კენჭისყრაში ოპოზიციის მონაწილეობა აუცილებელია. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
"მინდა გამოვეხმაურო რვა მარტის შეთანხმებას! ჩემი პოზიცია ასეთია, მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა აუცილებელია, მნიშვნელობის აღნიშნვას აღარ დავიწყებ. მესმის ჩემი მეგობრების პოზიციაც, მეც ასე მოვიქცეოდი მათ ადგილას. ჩემი მძევლად დატოვება ახლა მეორეხარისხოვანია. უპრინციპობას ჩვენ ვერავინ დაგვაბრალებს. პროპორციული საარჩევნო კანონის მიღება იყო და არის საზოგადოების მთავარი მოთხოვნა, ასევე ჩვენი საერთაშორისო მეგობრების თხოვნაც", — წერს რურუა.
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.
გიორგი რურუას გათავისუფლება კენჭისყრაში მონაწილეობისთვის ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა. ისინი ამბობენ, რომ 8 მარტის შეთანხმებაში, გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, რურუას გათავისუფლებაზეც არის საუბარი. ნაციონალური მონაწილეობა კენჭისყრაში არ მონაწილეობს. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, პარტიამ პირველი მოსმენის დროს საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი იმ მოტივით დაუჭირა, რომ მმართველ გუნდს არ ჩაეგდო, მეორე მოსმენისას კი, რადგან ხელახალი კენჭისყრის შესაძლებლობა არსებობს, მონაწილეობა არ მიიღო. პარლამენტმა ცვლილებებს ოპოზიციის გარეშე, 115 ხმით დაუჭირა მხარი. მესამე და საბოლოო კენჭისყრა მომდევნო კვირაში, სავარაუდოდ, ორშაბათს იქნება.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები