ჰაბლმა ორი ნისლეულის საოცარი ფოტოები გადაიღო
ახალი კვლევის ფარგლებში NASA-ს ჰაბლის ტელესკოპმა ორი ნებულას გადაღება შეძლო. ამასთან კი, ასტრონომთა გუნდმა ვარსკვლავთა სიკვდილის პროცესის შესახებ რამდენიმე ახალი აღმოჩენის გაკეთებაც მოახერხა.
"ამჯერად ჰაბლის მეშვეობით ამ საოცარი ნისლეულების ყველაზე სრული გამოსახულება მივიღეთ", — განაცხადა როჩესტერის ტექნოლოგიების ინსტიტუტის პროფესორმა და კვლევის ავტორმა ჯოელ კასტნერმა.
კასტნერის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ნისლეულები საოცრად მოკლე დროის განმავლობაში იყოფიან. მათ ასევე შენიშნეს, რომ თითოეული ნისლეულის ბირთვი ოდესღაც ორი "მოცეკვავე" ვარსკვლავისგან შედგებოდა, ეს პროცესი კი მტვრის უზარმაზარ ღრუბლებს წარმოქმნის, რომელიც ჰაბლმა დააფიქსირა.
როდესაც ისინი ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ, ერთი ვარსკვლავი მასის დაკარგვას იწყებს, მეორე კი ამ მასის შთანთქვას. მკვლევართა მიხედვით, დროთა განმავლობაში ეს დიდი ვარსკვლავი ნაკლებმასიან ვარსკვლავს მთლიანად შთანთქავს, ამ პროცესს კი ამ პეპლისმაგვარ სქემამდე მივყავართ.
"NGC 6302-ში და NGC 7027-ში პოტენციური კომპანიონი ვარსკვლავების დაფიქსირება ვერ შევძელით, რადგან, შესაძლოა, რომ ისინი დიდ, წითელ, გიგანტურ ვარსკვლავებს უკვე გადაეყლაპათ", — განაცხადა ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა ბრუს ბელიკმა, — "შერწყმული ვარსკვლავების ჰიპოთეზა ყველაზე აქტიურ და სიმეტრიულ ნისლეულებში არსებული მახასიათებლების ასახსნელად საუკეთესო და ყველაზე მარტივი გზაა".
კასტნერის მიხედვით, პეპლისმსგავსი ნისლეულის შემთხვევაში ვარსკვლავი იმ ბზრიალასავით ბრუნავდა, რომელიც ეს-ესაა გაჩერდება, და აირებს არათანმიმდევრული მიმართულებებით გამოყოფდა. Jewel ნისლეულის შემთხვევაში კი პირიქით, გამოჩნდა, რომ "ახალხანს მის ცენტრში რაღაც ისეთი მოხდა, რამაც ახალი, სამყურასებრი სქემა წარმოშვა და სხვადასხვა ნივთიერებამ კონკრეტული მიმართულებებით დაიწყო გამოსროლა".
კომენტარები