10 შემთხვევა, როცა გაგოშამ უსამართლობა ქუჩაში მხატვრობით გააპროტესტა
შეუძლებელია ერთხელ მაინც არ შეხვედროდით ქართველი ქუჩის მხატვრის, გიორგი გაგოშიძის სტენსილს. ხელოვანი აქტუალურ მოვლენებს და სოციალურ საკითხებს თავისი შემოქმედებით პასუხობს.
ამ სტენსილების გადახედვით მარტივად გაგახსენდებათ, რა ხდებოდა საქართველოში რამდენიმე თვის ან თუნდაც ერთწლის წინ. გავიხსენოთ 10 სიტუაცია, როცა გაგოშამ უსამართლობას გონებამახვილური ნამუშევრით უპასუხა.
1. "ყველაფერი კარგადაა", 2018, თბილისი
ნახატით გაგოშამ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გაშუქებული რეალობაა ასახა:
"აქ რაც ხატია ამას შვება ეს არხი. რეალობას გადააქცევს "ყველაფერი კარგადაა" ნიუსად, სწორედ ამ სიმულაციას გავუსვი ხაზი".
2. სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს, 2019
მწერალთა სახლის გაუქმების შემდეგ, შესასვლელთან ახალი სტენსილი გაჩნდა. გაგოშას ნახატზე ცნობილი მეცენატი დავით სარაჯიშვილი ჩემოდნით გადის ეზოდან.
3. თვალახვეული ქართლის დედა და ომი მხატვართან
თბილისის ერთ-ერთ სიმბოლოს, ქართლის დედას გაგოშამ #სირცხვილიას საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის ნიშნად თვალზე ხელი ააფარა.
სტენსილი მეორე დღესვე გადაღებეს.
მხატვარმა მის მიმართ გამოცხადებულ ომს ახალი შინაარსით უპასუხა: ამჯერად სახეგადაშლილ ქართლის დედას სპეცრაზმელი სახეში იარაღს უმიზნებდა, გარშემო კი რეზინის ტყვიები ეყარა.
ნამუშევარი მეორე დღესვე წაშალეს და ამ დროისთვის იქ არც ძველი, არც ახალი სტენსილების კვალი აღარაა.
4. ომიდან 11 წლის შემდეგ, გორი, 2019
გორში იმ კედელზე, რომელსაც 11 წლის წინ, აგვისტოს ომის დროს ტყვია მოხვდა, გაგოშამ სტენსილი დახატა.
5. ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად, 2019
ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებული სტენსილი რუსთავში გასული წლის ზაფხულში გამოჩნდა. ნახატზე ჩანს 50 და 100-ლარიანი კუპიურები, რომელზეც შოთა რუსთაველი თამარ მეფეს ამშვიდებს.
6. #SpendYourSummerInGeorgia, 2019
გასული წლის აგვისტოს მიწურულს ბათუმში ახალი სტენსილი გამოჩნდა. მისი საშუალებით გაგოშა ონლაინ კამპანია #SpendYourSummerInGeorgia-ს გამოეხმაურა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა აუკრძალა.
სტენსილზე ქართულ სუფრასთან შემომსხდარ მსოფლიო ღირსშესანიშნაობებს ვხედავთ. სუფრის თავში კრემლი ზის, რომელსაც სძინავს, მთაწმინდის ანძა კი ეიფელისა და პიზის კოშკთან, თავისუფლების ქანდაკებასთან, მოაის ქვის ქანდაკებებთან და სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად მშვიდობის სადღეგრძელოს სვამს.
7. ფერადი ფანქრებით შეიარაღებული კუპიდონი, 2019
And Then We Danced-ის გამოსვლას საქართველოში მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეშინოდა ფერადი კუპიდონების. ისინი ამბობდნენ, რომ ფილმის ყურების შემდეგ შეიძლება, სექსუალური ორიენტაცია შეიცვალო.
სწორედ ამ ჰომოფობიურ დამოკიდებულებას ეხებოდა თბილისში ლგბტ თემაზე შექმნილი სტენსილიც. ნახატზე გამოსახულია კუპიდონი, რომელსაც ისრების ნაცვლად, ფერადი ფანქრები უჭირავს. მას შეიარაღებული ჯგუფი უპირისპირდება. ისინი შემტევ და თან თავდაცვით პოზიციაში დგანან, ფარებს ამოფარებულები.
8. "განწყობა", 2019
ნახატი ეხება სამოქალაქო პროტესტს. სტენსილზე გამოსახულია გოგო, რომელიც დასარბევად გამიზნული წყლის ჭავლით იღებს ცივ შხაპს, რაც "გამოფხიზლების ნიშანია".
9. ოჯახის სიწმინდის დღე და გაჭრილი ცისარტყელა, 2020
17 მაისს, გაგოშამ ჰომოფობია ახალი სტენსილით გააპროტესტა. მან ლისის ტბის მიმდებარედ დახატა ცისარტყელა, რომელსაც ოჯახი ხერხით აზიანებს. ფოტოები მხატვარმა თავად გაავრცელა წარწერით: "ოჯახის სიწმინდის დღეს გილოცავთ ქართველებო".
10. ტყის კოდექსი, 2020
გაგოშას ნახატში, რომელიც თბილისის ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელთანაა, სასულიერო პირი ტყეში ხეს ნიშნავს, საიდანაც ფრინველები გასაფრენად ემზადებიან და ბუდეს ტოვებენ. სტენსილით მან პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული ტყის კოდექსი გააპროტესტა.
22 მაისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ტყის კოდექსი, რომელიც საპატრიარქოს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობის საკუთრებაში გადაცემას უშვებს — არაუმეტეს 20 ჰექტრისა თითოეულის შემთხვევაში.
ტელეკომპანია მთავარის გადაცემაში შენი დილა გაგოშამ საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
კომენტარები