საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-13 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ დაუდასტურა. მისი თქმით, გარდაიცვალა 76 წლის კაცი ბოლნისის კლასტერიდან.

ლევან გოფოძე ამბობს, რომ პაციენტი მწვავე თანმხლები დაავადებებით მათთან ერთ თვეზე მეტია, რაც მკურნალობდა. მისივე თქმით, ინფიცირებული ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი კიდევ 4-ით, 800-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. მისივე ცნობით, ახალი შემთხვევებიდან, ერთი არის საბურთალოს კლასტერიდან, სამი კი ტრაილერის მძღოლია. ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები.