გაიცანით მსოფლიოს ყველაზე დიდი ელექტროთვითმფრინავი — Cessna Grand Caravan 208
მსოფლიოში ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილები უფრო და უფრო პოპულარული ხდება. გადაადგილებისთვის წიაღისეული საწვავის გამოყენება უზარმაზარ ემისიებთან არის დაკავშირებული, რაც გლობალური კლიმატისთვის პრობლემას წარმოადგენს.
ინჟინრები და ავიაკომპანიები ცდილობენ, რომ ფრენებიც ეკოლოგიურად სუფთა გახდეს. თვითმფრინავი სახელად Cessna Grand Caravan 208, შეიძლება ითქვას ეკოფრენებისკენ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯია.
ცოტა ხნის წინ Caravan 208-მ ნახევარ საათიანი ფრენა წარმატებით განახორციელა. ამ დროისთვის, ზემოხსენებულ ხომალდს პილოტის და 9 მგზავრის ტრანსპორტაცია შეუძლია. რადგან კომერციული ფრენების უმეტესობა ნახევარ საათზე დიდ ხანს გრძელდება ამიტომ ეკოლოგიურად სუფთა საჰაერო გადაადგილება ჯერ სავარაუდოდ შორეული პერსპექტივაა.
"პრობლემა ისაა, რომ ბატარეა ენერგიის ისეთივე პოტენტური გენერატორი არაა როგორც საწვავი", — ამბობს Magnix-ის (კომპანია, რომელმაც ზემოხსენებული თვითმფრინავი შექმნა) აღმასრულებელი დირექტორი როეი განზარსკი. "ამ ეტაპზე ჩვენ ლითიუმ-იონის ბატარეას ვიყენებთ, რადგან ეს ენერგიის გამომუშავების ყველაზე უკეთ დადასტურებული ტექნიკაა და უსაფრთხო ფრენის გარანტია".
განზარსკი მიიჩნევს, რომ მომავალში ელექტრონულ ძრავებზე მომუშავე თვითმფრინავები ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად უფრო ხშირი იქნება, რაც ემისიებსაც შეამცირებს და ფრენას უფრო იაფს გახდის იმიტომ, რომ ინჟინრული გადმოსახედიდან, წიაღისეულ საწვავზე მომუშავე ძრავებთან შედარებით, ელექტროძრავები უფრო მარტივი აგებულებისაა და მათი წარმოებაც უფრო იაფი ჯდება.
კომენტარები