ამ AI-ის სელფებით ადამიანის ხასიათის ამოცნობა შეუძლია
მოსკოვის ღია უნივერსიტეტის მკვლევართა გუნდის მიხედვით, მათ ისეთი ხელოვნური ინტელექტი შექმნეს, რომელსაც მხოლოდ სელფების ანალიზზე დაყრდნობით პიროვნების ზუსტი დახასიათება შეუძლია.
მკვლევართა აზრით, ტექნოლოგია ადამიანებს შეხვედრების ონლაინ პლატფორმებზე პარტნიორების უკეთ შეჩევაში, ხოლო კომპანიებს ინდივიდუალურ პიროვნებებზე მორგებული პროდუქტის გაყიდვაში დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ორი თანაავტორი რუსულ AI კომპანიასთან, BestFitMe-სთან თანამშრომლობს, რომელიც ფსიქოლოგიურ პროფილირებაზე მუშაობს და სხვადასხვა კომპანიას მათთვის საჭირო თანამშრომლების დაქირავებაში ეხმარება.
კვლევის მიხედვით, გუნდმა 12 000 მოხალისეს კითხვარის შევსება სთხოვა, მიღებული შედეგები კი პიროვნული თვისებების მონაცემთა ბაზის შექმნისთვის გამოიყენეს. ასევე, მოხალისეებმა კვლევისთვის საჭირო 31 000 სელფიც ატვირთეს.
კითხვარი, რომელიც მკვლევრებმა გამოიყენეს პიროვნების ხუთი ძირითადი თვისების თეორიას ეფუძნება, რომელსაც ფსიქოლოგები სუბიექტის დახასიათებლად ხშირად იყენებენ — იგი ადამიანის კეთილსინდისიერებას, ექსტრავერსიულობას, დამყოლობას, ნევროტულობასა და გამოცდილებებისადმი მიმღებლობას განსაზღვრავს.
ნეირონული ქსელის წრთვნის შემდეგ მკვლევრებმა დაადგინეს, რომ სისტემას ფოტოების მიხედვით პიროვნების ზუსტი აღწერა შეეძლო. გუნდის მიხედვით კი, მათ AI-ის პიროვნების თვისებების გამოცნობა ადამიანებზე უკეთ შეუძლია. ხოლო როგორც აღმოჩნდა, პიროვნების აღწერა, რომელიც ქალების სახეებს ეფუძნება უფრო ზუსტია, ვიდრე კაცებისა.
"ჩვენი კვლევა გვიჩვენებს, რომ რეალურ ცხოვრებაში გადაღებული ფოტოებითა და კომპლექსური ალგორითმის მეშვეობით პიროვნების განსაზღვრა შესაძლებელია", — აცხადებს გუნდის ერთ-ერთი წევრი. "ჩვენი ტექნიკის უპირატესობა ისაა, რომ იგი შედარებით მარტივია — არც 3D სკანერებსა და არც სახის 3D რუკებს არ ეფუძნება, მისი გამოყენება პერსონალური კომპიუტერით, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი".
კვლევა 22 მაისს, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები