ქართული არასერიოზული სამაგიდო თამაში "მახათი" დიდებისთვის, რომლებიც ცხოვრებას მსუბუქად უყურებენ
ფოტო: მახათი / FB
რა შეიძლება ერქვას ქართულ "ეროვნულ", არასერიოზულ სამაგიდო თამაშს? ან როგორ შეიძლება ამერიკული თამაშის, Cards Against Humanity-ს მსგავსი თამაშის ქართული ვერსიის შექმნა ისე, რომ ხუმრობა ყველასთვის გასაგები და თან ორიგინალურიც იყოს?
სწორედ ამ კითხვებზე გასცა პასუხი ორმა მეგობარმა ექვსი თვის წინ. მათ ქართული "არასერიოზული" თამაში, სახელად "მახათი" შექმნეს. თამაშის იდეასა და პრინციპზე მისი დამფუძნებლები ვაჩე ვაჩეიშვილი და დავით ცხადიაშვილი გვესაუბრნენ.
"სამაგიდო თამაში "მახათის" შექმნის იდეა ერთ საღამოს გაჩნდა, როდესაც მეგობრები განსხვავებული სტილის ამერიკულ თამაშს ვთამაშობდით. თამაშისას საერთოდ ვერ გავერთეთ, რადგან კარტების უმრავლესობის იუმორი ამერიკული იყო და ჩვენზე არ იყო მორგებული. ვინაიდან მსგავსი ქართული თამაში ვერ მოვიძიეთ, რთული გამოსავალი ავირჩიეთ და გადავწყვიტეთ, ჩვენით შეგვექმნა", — გვიყვება ვაჩე.
რამდენიმეთვიანი შრომის შედეგად შეიქმნა "მახათი", რომელიც ორი მეგობრის იუმორის და იდეების გაერთიანებას წარმოადგენს. მეგობრები ამაყობენ, რომ პირველებმა აიღეს თავის თავზე ეს საქმე და საქართველოში ეროვნულ Party Game-ებს ჩაუყარეს საფუძველი.
თამაშში 4-12 მოთამაშე შეიძლება ჩაერთოს, სულ 400 კარტია — შავი და თეთრი, რომელზეც სხვადასხვა სახის იუმორისტული წარწერებია დატანილი და მათგან წინადადებების უსაზღვრო ვარიაცია შეიძლება შეიქმნას. თამაში საშუალოდ 30-90 წუთი გრძელდება.
"მახათის" თამაშის პრინციპი ასეთია:
ყველას ურიგდება 10 თეთრი კარტი.
თამაშს იწყებს უხუცესი (რადგან, როგორც ინსტრუქციაში წერია, მას "ისედაც ცოტა დარჩენია და ნუ ვალოდინებთ"). უხუცესი ხდება კარტის უსტაბაში. იგი იღებს შავ კარტს და კითხულობს ხმამაღლა. ამის შემდეგ ყველა ირჩევს სასურველ ვარიანტს თეთრი კარტებიდან და აძლევს (ამოტრიალებულს) უსტაბაშს, რომელიც ჩეხავს მათ, კითხულობს ყველა ვარიანტს და ირჩევს საუკეთესოს.
მოცემული წინადადება (შავი კარტი) გადაეცემა რაუნდის გამარჯვებულს. ყოველი რაუნდის შემდეგ თითოეული მოთამაშე (უსტაბაშის გარდა) იმატებს თეთრ კარტს. ყოველ მოთამაშეს მუდმივად 10 თეთრი კარტი უნდა ეჭიროს. თამაში მიმდინარეობს 7 ქულამდე.
თამაშს დამატებითი წესებიც აქვს, რომელთაც შეგიძლიათ ამ ფეიჯზე გაეცნოთ.
როგორც თამაშის შემქმნელები გვიყვებიან, მათი სამიზნე აუდიტორია 18+ ასაკის ნებისმიერი ადამიანია, "ვისაც სურს ფრთები შეასხას საკუთარ იუმორს და ნებისმიერი შეკრება სახალისო გახადოს". მათი თქმით, "მახათი" ასევე წარმოადგენს მარტივ და იდეალურ გამოსავალს ახლობლისთვის საჩუქრის შერჩევისას.
ფოტო: მახათი / FB
"გვინდა, რომ მახათი ყველასთვის სიცილთან და გართობასთან ასოცირდებოდეს. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გვწერენ, რომ მახათის თამაშით სასიამოვნო საღამო გაატარეს და ბევრი იცინეს. გვინდა, დღევანდელ სტრესულ და გადატვირთულ გარემოში , ხელი შევუწყოთ მომხმარებლებს არასერიოზულად შეხედონ ყველაფერს და გაერთონ ახლობლებთან ერთად. თამაშის ლოზუნგი: "არასერიოზული თამაშიც" სწორედ ამიტომ ავირჩიეთ", — ამბობს ვაჩე.
როგორც თითქმის ყველა მცირე ბიზნესს, კორონავირუსმა დაბრკოლება "მახათსაც" შეუქმნა. ონლაინ გაყიდვების შეზღუდვის გამო მათ ვერ შეძლეს პროდუქტი მომხმარებლებისთვის მიეწოდებინათ. გარდა ამისა, "მახათს" ძირითადად ოთხი ან მეტი ადამიანი თამაშობს, ამიტომ, სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვაც დამატებითი დაბრკოლება აღმოჩნდა მათთვის.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "მახათის" შემქმნელებმა კარანტინის პერიოდი სასარგებლოდ გამოიყენეს და რამდენიმე ახალი თამაში შექმნეს. მათ შესახებ ინფორმაციას კი მალე გაავრცელებენ.
საქართველოში თანდათანობით პოპულარული ხდება სამაგიდო თამაშები, თუმცა ძირითადად უცხოური ვარიანტებია გავრცელებული. სწორედ ამ რეალობის შეცვლას აპირებენ "მახათის" დამფუძნებლები და გეგმავენ, რაც შეიძლება მეტი სამაგიდო თამაში შექმნან, რათა ქართველ ახალგაზრდებს გართობის მრავალფეროვანი საშუალება გაუჩნდეთ.
ასე რომ, მეგობრებთან დროის სასიამოვნოდ გასატარებლად და უსაქმურობის დროს მახათის უსაფრთხო ალტერნატივის გამოყენება ყველა ზრდასრულ ადამიანს შეუძლია. თამაშს კი "მახათის" ფეიჯის ან ვენდუს საშუალებით შეიძენთ.
სტატია მომზადებულია მცირე ბიზნესების ხელშეწყობის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც On.ge-მ კორონავირუსის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო კომპანიების, გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლების, ქართული სტარტაპების ბაზარზე ღირსეულად დაბრუნების მიზნით წამოიწყო. ინიციატივის შესახებ გაიგეთ მეტი ამ სტატიიდან.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები