უძველესი გიგანტური ანჩოუსები ბასრკბილებიანი მტაცებლები იყვნენ — კვლევა
როგორც აღმოჩნდა, ანჩოუსები ოდესღაც სხვა თევზებზე ნადირობდნენ. ამის მიზეზი კი, დიდი ალბათობით ასტერიოდის ჩამოვარდნა გახდა, რომელმაც დინოზავრებთან ერთად ძალიან ბევრი წყლის მტაცებელი შეიწირა — ამ ფაქტმა ანჩოუსებს მსგავსი შესაძლებლობა მისცა.
ასეთი უნარების განვითარების საშუალება მათ, სავარაუდოდ, ასტეროიდის წყალობით მიეცათ, რომელმაც დინოზავრების გარდა წყლის მტაცებლების დიდი რაოდენობა გაანადგურა და ამ პატარა თევზების ევოლუციას გზა გაუხსნა.
მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორმა ლესიო კაპობიანკომ და მისმა კოლეგებმა 55 მილიონი წლის წინ მცხოვრები თევზების ორი ნამარხის გამოსაკვლევად მიკრო-კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნიკა გამოიყენა. ამან მათ ნამარხების ბევრად დეტალურად შესწავლის საშუალება მისცა.
მათ აღმოაჩინეს, რომ ორივე ნამარხი (ერთი ბელგიაში, ხოლო მეორე პაკისტანში იპოვეს) თანამედროვე ანჩოუსებს საკმაოდ ჰგავდა, თუმცა მათ ორი მნიშნელოვანი განსხვავება შენიშნეს: თითოეული ნამარხის თავის ქალას ხორცისმჭამელების მსგავსი კბილები ჰქონდა, წინ გამოწეული დიდი კბილის ჩათვლით. ისინი თანამედროვე ანჩოუსებზე დიდები იყვნენ — ერთი დაახლოებით ნახევარი მეტრი სიგრძის, მეორე კი ერთი მეტრი.
ანჩოუსებს დღეს პაწაწინა კბილები აქვთ, რომლებიც პლანქტონების საჭმელად გამოიყენება.
კაპობიანკოს თქმით, ისინი მტაცებლები იმიტომ გახდნენ, რომ 10 მილიონი წლის წინ წყლის მტაცებლები მასობრივად გადაშენდნენ. იმის გარკვევა, თუ როგორ განვითარდა და ადაპტირდა იმდროინდელი წყლის სამყარო, შესაძლოა, მასიური გადაშენების შემდეგ მომხდარი ევოლუციური პროცესის გააზრებაში დაგვეხმაროს.
თუმცა ამჟამად უცნობია, თუ რატომ ვერ მოაღწიეს დღემდე მაშინდელმა ანჩოუსებმა.
"დიდი სიამოვნებით გავიგებდი თუ როგორი გემო ექნებოდათ გრძელკბილა ანჩოუსებს — ალბათ ბევრად განსხვავებული, რადგან პლანქტონების ნაცვლად ისინი სხვა თევზებს ჭამდნენ", — განაცხადა კაპობიანკომ.
კომენტარები