Kepler-88-ის სისტემაში ახალი გიგანტური ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ახალი კვლევის მიხედვით, მზის მსგავსი ვარსკვლავის, Kepler-88-ის სისტემაში არსებულ Kepler-88 c-ს ეგზოპლანეტების გრავიტაციული გიგანტის წოდება ჩამოერთვა — სისტემაში ახალი ეგზოპლანეტის არსებობა ახლახან დადასტურდა, პლანეტა იუპიტერზე სამჯერ მასიურია.
Kepler-88-ის სისტემაში არსებული აქამდე შეუმჩნეველი მესამე ეგზოპლანეტა ჰავაის ასტრონომიის ინსტიტუტის მკვლევრების გუნდმა დააფიქსირა და მას Kepler-88 d უწოდეს.
"როგორც აღმოჩნდა, იუპიტერზე სამჯერ მასიურ პლანეტას Kepler-88-ის სისტემის ისტორიაზე იმაზე ბევრად დიდი გავლენა აქვს, ვიდრე ცნობილ, მეფედ წოდებულ Kepler-88 c-ის", — განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა ლორენ ველსმა.
Kepler-88 სისტემამ, რომელიც დედამიწიდან 1 200 სინათლის წელიწადით არის დაშორებული, ასტრონომების ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც 2013 წელს მათ მისი ორი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. დაკვირვებებმა კი აჩვენა, რომ Kepler-88 c-ს და მის აირად მეგზურს Kepler-88 b-ს სისტემის ვარსკვლავთან საკმაოდ საინტერესო ინტერაქცია აქვთ.
ეგზოპლანეტა Kepler-88 b ერთ სრულ ბრუნს 11 დღეს ანდომებს — თითქმის ზუსტად იმ დროის ნახევარს, რამდენიც Kepler-88 c-ს სჭირდება. პლანეტების შეხვედრის მომენტში, Kepler-88 b-ზე ოცჯერ დიდი Kepler-88 c-ის მიზიდულობა პატარა პლანეტის ორბიტაზე ახდენს გავლენას. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, Kepler-88 b-ის ყოველი მეორე ბრუნის დასრულებისას, გიგანტური მეგზური "ხელს კრავს" და აჩქარებს. ეს აჩქარება კი პატარა პლანეტისთვის სრული ბრუნის გაკეთების სიჩქარეს ცვლის.
Kepler-88 d-ის აღმოჩენა კი, რომელიც გიგანტური პლანეტაა და დანარჩენ ორზე ახდნეს გავლენას, სისტემის ახალ დინამიკას გვთავაზობს.
ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე დიდი გრავიტაციული გავლენა იუპიტერს აქვს, — კოსმოსურ სამეზობლოში არსებული სხეულები, მარსისა და კომეტების ჯგუფის ჩათვლით, რომლებმაც მილიარდობით წლის წინ დედამიწაზე წყალი ჩამოიტანეს, მის უმნიშვნელო მოძრაობებსაც კი გრძნობენ.
კვლევის ხელმძღვანელის, ვეისის თქმით კი, მეცნიერებისთვის იმის გარკვევა, აქვს თუ არა Kepler-88 d-ს წყლის მატარებელი კომეტებზე გავლენა, მნიშვნელოვანი საკითხია.
კვლევა 29 აპრილს Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები