მეცნიერებმა ძრავის პროტოტიპი შექმნეს, რომელიც წიაღისეული საწვავის გარეშე მუშაობს
რეაქტიული ძრავის პროტოტიპს საკუთარი თავის მოძრაობაში მოყვანა წიაღისეული საწვავის გამოყენების გარეშე შეუძლია, რაც, შესაძლოა, ნახშირბადისგან თავისუფალი საჰაერო მოგზაურობის განვითარებაში წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდეს.
ჟურნალ AIP Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მოწყობილობა ჰაერს კუმშავს, მიკროტალღების მეშვეობით მის იონიზირებას ახდენს და პლაზმას წარმოქმნის, რომელიც მას გადააადგილებს. ეს კი ნიშნავს, რომ სამომავლოდ თვითმფრინავებმა, შესაძლოა, მხოლოდ ელექტრობის გამოყენებით იფრინონ. ისინი გარშემო არსებულ ჰაერს კი საწვავად გამოიყენებენ.
თუმცა პროტოტიპიდან ძრავის ნამდვილ თვითმფრინავში მოთავსებამდე საკმაოდ დიდი გზაა. პროტოტიპმა ჰაერში ერთი კილოგრამი ფოლადის ბურთის აწევა შეძლო, ეს კი სტანდარტული თვითმფრინავის ძრავის მასშტაბის პროპორციული წევაა.
"ჩვენმა შედეგებმა აჩვენა, რომ მსგავსი ძრავი წიაღისეული საწვავის პოტენციურად ეფექტიანი ალტერნატივა შეიძლება იყოს", — განაცხადა კვლევის წამყვანმა მეცნიერმა და უხანის უნივერსიტეტის ინჟინერმა ჯაუ ტანგმა.
"ჩვენს მოტივაციას გლობალური დათბობის პრობლემის მოგვარება წარმოადგენს, რომელიც ადამიანების მიერ მანქანებსა და თვითმფრინავებში წიაღისეული საწვავის გამოყენებას უკავშირდება", — აცხადებს ტანგი.
კომენტარები