არსებობს "მნიშვნელოვანი მტკიცებულებები" იმისა, რომ ვირუსი ჩინეთის ლაბორატორიიდან მომდინარეობს — პომპეო
ფოტო: AP
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, არსებობს "მნიშვნელოვანი მტკიცებულებები" იმისა, რომ ვირუსი უჰანის, ჩინეთის ლაბორატორიაში შეიქმნა. ამის შესახებ პომპეომ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან არ დააკონკრეტა, თუ რა მტკიცებულებას გულისხმობდა.
"არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, თუ საიდან დაიწყო ეს ვირუსი. ჩვენ ეს თავიდანვე ვთქვით, რომ არსებობდა ვირუსი უჰანიდან, ჩინეთიდან. მათ აქვთ მსოფლიოს ინფიცირების ისტორია და აქვთ არასტანდარტული ლაბორატორიები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინური ლაბორატორიების გამო ვირუსი მსოფლიოში გავრცელდა", — განაცხადა პომპეომ.
ჟურნალისტმა ინტერვიუსას დააზუსტა, რომ განსხვავებული პოზიციაა წარმოდგენილი აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში. პომპეომ ამაზე განაცხადა, რომ ნახა მათი დოკუმენტი და "არავითარი მიზეზი არ აქვს იფიქროს, რომ ცდებიან". ჟურნალისტის მხრიდან კიდევ ერთი დამაზუსტებელი კითხვის დასმის მცდელობისას სახელმწიფო მდივანმა განმარტა:
"ეს ყველაფერი კონტექსტში უნდა ჩასვათ. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შანსი ჰქონდა, ყველა ეს უბედურება თავიდან აეცილებინა. აი რა მივიღეთ დღეს — მე და თქვან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვერ ვხვდებით ერთმანეთს პირისპირ. ეს უდიდესი კრიზისია, რაც მოგვიტანა ავტორიტარული რეჟიმის ქმედებამ. ეს რომ ამერიკაში ყოფილიყო, მეცნიერები ამას გარეთ გამოტანდნენ, იქნებოდა იდეების გაცვლა და სწრაფი იდენტიფიცირება. სანაცვლოდ, ჩინეთმა დამალა. [...] ვფიქრობ, მთელი მსოფლიო ერთიანია იმ აზრის ირგვლივ, რომ ჩინეთიდან მოდის ეს ვირუსი".
სახელმწიფო მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ვირუსი შემთხვევით გავრცელდა ლაბორატორიიდან თუ განზრახ. მისი თქმით, ჩინეთში უამრავი ლაბორატორიაა, პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეა და კომუნისტური პარტია დასავლეთიდან ჩასულ მეცნიერებს ლაბორატორიებში შესვლას უზღუდავს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველ მაისს განაცხადა, რომ ნანახი აქვს "მტკიცებულება", რომლითაც Covid-19 ჩინეთში, უხანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში შექმნის ფაქტი დასტურდება.
ამასთან, აშშ-ს დაზვერვის სამსახური აცხადებს, რომ ვირუსი ადამიანის მიერ შექმნილი ან გენეტიკურად მოდიფიცირებული არაა. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი მეცნიერთა უმრავლესობას ეთანხმებიან, რომ ვირუსი ბუნებრივ პირობებში შეიქმნა და შემდეგ ადამიანს გადაეცა.
ინფორმაცია იმაზე, რომ ვირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა აქამდე რუსულ პროპაგანდისტულ წყაროებზე ვრცელდებოდა.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები