მოგვცეს ინფორმაცია, რომ ბოლნისში მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლსო — გამყრელიძე მუშევანის ინციდენტზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე და ცენტრის თანამშრომლები მარნეულის მუნიციპალიტეტში ქვემო ქართლის გუბერნატორს შოთა რეხვიაშვილს შეხვდნენ. საუბარი ბოლნისის სოფელ მუშევანში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, როცა ადგილობრივებმა ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა გადაყვანის საშუალება არ მისცეს.
ამირან გამყრელიძის თქმით, მათ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებს ჰქონდა ადგილი და რელიგიურმა ლიდერებმაც ითამაშეს გარკვეული როლი.
"ასე მოგვცეს ინფორმაცია, რომ თითქოს მათი მოლა და მუფთი თამაშობსო ცუდ როლსო".
ამავე დროს, გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ინციდენტი ერთეული შემთხვევაა. როგორც რეხვიაშვილი აღნიშნავს, ქვემო ბოლნისის თემში რელიგიურმა ლიდერებმა მხარდამჭერი როლი ითამაშეს და ინფორმაციის გავრცელებაში დაეხმარნენ.
როგორც ამირან გამყრელიძემ თქვა, მოსახლეობის დარწმუნებაში ადგილობრივი ლიდერები უნდა ჩაერთონ და სამედიცინო ვერტიკალიც უნდა გაძლიერდეს. მანვე აღნიშნა, რომ მარნეულში შესაძლებელია ლაბორატორია გაიხსნას.
რაც შეეხება ბოლნისის შემთხვევას, გამყრელიძე ამბობს, რომ განმეორებით ტესტირებებს, რომელსაც ადგილობრივები ითხოვენ, ვერ ჩაატარებენ.
"განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ 4 დღის შემდეგ, 8 დღის შემდეგ, მკურნალობის პროცესში. ახლა ჩვენ რომ დავყვეთ იმათ იმას და განმეორებით კვლევებზე წავიდეთ, ეს ნიშნავს, რომ მთელი ხალხი ატყდება, რომ განმეორებითი იყოს [...] ახლა მე ხვალ მინისტრთან მექნება საუბარი, რომ ჯანდაცვის ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს რეგიონში. მარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვა ვერ ვეყოფით. თითოეულ მერთან უნდა იყოს მარჯვენა ხელი, ვინც ამ სამედიცინო პროცესებს მართავს", — აღნიშნა გამყრელიძემ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარ ინციდენტზე, როცა ადგილობრივებმა ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს, გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია ორი სატრანსპორტო საშუალება.
გუშინ, პირველ მაისს ბოლნისის სოფელ მუშევანში ადგილობრივმა მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცეს. როგორც On.ge-ს ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა განუცხადა, ინფიცირებულთა გადაყვანაში ეპიდემიოლოგებს ხელი ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეუშალეს, რომლებიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებობდნენ.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებიც ინციდენტის გამო ამ ეტაპზე საკუთარ სახლში რჩებიან და სავარაუდოდ მეორე დღეს კლინიკაში უნდა გადაეყვანათ.
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
კომენტარები