შვედური მოდელის განხილვა და ინფიცირებული რუსეთის პრემიერი — 30 აპრილის შეჯამება
29 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 3 300 062;
- გარდაცვლილი — 233 639;
- გამოჯანმრთელებული — 1 037 913.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 539;
- გამოჯანმრთელებული — 184;
- გარდაცვლილი — 6;
- კარანტინის რეჟიმში — 5 243;
- სტაციონარში — 550;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფოტო: პერუში პატიმრები ტესტირებას ითხოვენ
ფოტო გადაღებულია ლიმას ერთ-ერთ ციხეში. ბანერზე წერია: "გვინდა ჩაგვიტარდეს Covid-19-ის ტესტირება, ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება"
ფოტო: Reuters / Sebastian Castaneda
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შვედეთი მსოფლიოსთვის მოდელი უნდა იყოს — WHO
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ შეზღუდვების შემცირების შემდეგ ის მსოფლიოსთვის "მოდელი" უნდა გახდეს იმისა, თუ როგორ შეიძლება ვებრძოლოთ კორონავირუსს მინიმალური აკრძალვებით.
"ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს — თუ ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება გვსურს, სადაც იზოლაცია არ გვქონდა", — განაცხადა რაიანმა.
შვედეთმა პანდემიასთან საბრძოლველად ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებული გზა აირჩია. მაშინ, როცა ევროკავშირის მასშტაბით ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად კარანტინის მკაცრი ზომები შემოიღეს, ჩაკეტეს საზღვრები, დახურეს ბევრი ბიზნესი, შვედეთში მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები კვლავ ღიაა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.
"ჩვენ მომავალში ვანხავთ, რამდენად სწორი გამოდგა ეს მიდგომა", — ამბობს რაიანი.
რა ხდება მსოფლიოში
ნიუ-იორკის გუბერნატორი დგას იმ პირბადეებისგან შექმნილი კედლის წინ, რომლებიც შტატში ვირუსის აფეთქების დროს აშშ-ს მოქალაქეებმა სხვადასხვა შტატებიდან დასახმარებლად გაგზავნეს
ფოტო: Reuters
- ბრაზილიაში ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 7 218 შემთხვევა დაფიქსირდა
- იაპონია საგანგებო მდგომარეობას ახანგრძლივებს
- რომისა და ფლორენციის აეროპორტები 4 მაისს გაიხსნება
- დიდი ბრიტანეთის პრემიერმა მოსახლეობას ანიშნა, რომ შეზღუდვების შერბილების შემდეგ, მათ პირბადეების სავალდებულოდ ტარება მოუწევთ
- WHO-ს განცახდებით, მსოფლიოში 120-მდე პოტენციურ ვაქცინაზე მუშოაობენ
- რუსეთის ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 ათას გადააჭარბა
- რუსეთის პრემიერმინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
- ლოს-ანჯელესის ყველა მაცხოვრებელს კორონავირუსზე უფასო ტესტირებას სთავაზობენ
- შვედეთის ერთ-ერთ ქალაქში სკვერებში ქათმის განავალს ყრიან, რომ მოსახლეობის შეკრებას აირიდონ
- ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მეცნიერებმა COVID-19-ის გენომური "ხელწერა" გაიგეს
- ჩინეთი კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოსახლეობას სახლებთან კამერებს უყენებს
დღის ციტატა მსოფლიოში
ფოტო: CNN
"და რა? რა გავაკეთო? მეც ვგლოვობ. რა გინდათ რომ ვქნა? მე მესია მქვია, მაგრამ სასწაულებს ვერ ვახდენ" — ასე უპასუხა ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ მესიას ბოლსონარუმ ჟურნალისტებს, რომლებმაც სიკვდილიანობის რიცხვის ზრდაზე დაუსვეს კითხვა.
რა ხდება საქართველოში
საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 22 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რიცხვი 539-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და მათი რიცხვი 184-მდე გაიზარდა.
კორონავირუსი გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ლგბტქი ადამიანები, განსაკუთრებით კი ტრანსგენდერი ქალები შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ. ისინი მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოხვდნენ და დახმარებას ვერ მიიღებენ, ამიტომ დღეს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა.
"ვაცნობიერებთ იმ რისკებს, რაც თვითმკვლელობის ან თვითდაზიანების ზიანის მიყენებაზე საუბარმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ დუმილი შეუძლებელია, რადგან ტრანსგენდერმა ადამიანებმა აქცია იმის გამო გამართეს, რომ ისინი არიან უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში", — ასე ეხმიანება თანასწორობის მოძრაობა მომხდარს და მთავრობას დახმარებისკენ მოუწოდებს.
მათი განცხადებით, სახელმწიფომ ანტიკრიზისული გეგმის ნაწილად ლგბტქ ადამიანების საჭიროებები უნდა მოიაზროს და უზრუნველყოს ისინი ბინის ქირის სუბსიდირებით ან თავშესაფრის შეთავაზებით. ორგანიზაცის განმარტავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა ტრანსგენდერ ადამიანებს ყველაზე დიდი დარტყმა მიაყენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა დასაქმებულთა მსგავსად, მათაც შეეზღუდათ საქმიანობის შესაძლებლობა, არამედ ისინი ყველაზე მეტად მოკლარიან ებული სოციალურ მხარდაჭერას, რაც ოჯახის, ნათესავების თანადგომაში გამოიხატება.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები:
- საქართველოში დღიურად 1000-ზე მეტი PCR ტესტი ჩატარდება — ტიკარაძე
- ტიკარაძე: ერთობლივად ვმუშაობთ შესაძლო გამოსავალზე, როგორ ჩატარდეს ეროვნული გამოცდები
- ახალი ალგორითმით, ტესტირებებში თავშესაფრები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები ჩაერთვებიან — ტიკარაძე
- გამყრელიძე: რემდესივირი შეკვეთილი გვაქვს გილიადთან, იმედი გვაქვს, ქვეყანას ექნება
- ჟურნალისტებს გაფართოებული ტესტირება მომდევნო ეტაპებზე შეეხებათ — ამირან გამყრელიძე
- სავსებით რეალურია ვარაუდი, რომ მეტი ნაწილი შეიძლება იყოს ინფიცირებული — ცერცვაძე
- აფხაზეთიდან ქუთაისში ორსული ქალი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, COVID-19-ზე პასუხს ელოდებიან
- დაწესებული შეზღუდვების გამო, Tbilisi Open Air ივნისში აღარ ჩატარდება
დღის კარგი ამბავი
ქველმოქმედი კაპიტანი ტომი 100 წლის გახდა და ის პოლკოვნიკამდე დააწინაურეს
ფოტო: Reuters
ტომ მური, იგივე კაპიტანი ტომი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანია, რომელმაც შეძლო და ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის დასახმარებლად 37 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა. ის 30 აპრილს 100 წლის გახდა.
ტომმა დაბადების დღემდე თითქმით ერთი თვით ადრე გადაწყვიტა დიდი იუბილეს აღსანიშნავად პანდემიის დაძლევაში შეეტანა წვლილი და საქველმოქმედო მიზნებისთვის თანხა შეეგროვებინა: მან საკუთარი თავი ეზოში დამოუკიდებლად სეირნობაში გამოიწვია: თუ ამ დავალებას წარმატებით გაართმევდა თავს და დაამტკიცებდა, რომ თავს კვლავ მხნედ გრძნობს, მაშინ სურვილის შემთხვევაში სხვებს საქველმოქმედო ფონდში თანხა უნდა გადაერიცხათ. მისი მიზანი 100 გირვანქა სტერლინგის შეგროვება იყო, თუმცა საბოლოო თანხამ ათეულობით მილიონი შეადგინა.
ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლებმა და ბრიტანელმა ვარსკვლავმა, მაიკლ ბოლმა მასთან ერთად ცნობილი სიმღერის, You Will Never Walk Alone-ის (შენ არასდროს ივლი მარტო) ქავერი ჩაწერეს, რომელმაც კვირის ბოლოს დიდი ბრიტანეთის სინგლების ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
ესპანელმა ექიმმა ტვიტერზე დაწერა, რომ პაციენტის გასამხნევებლად დახმარება სჭირდებოდა და 15 000 შეტყობინება მიიღო
ფოტო: CNN
ესპანელმა ექიმმა 79 წლის პაციენტის გასამხნევებლად დახმარება ტვიტერზე ითხოვა. მისი თქმით, მოხუცი 46 დღეა ინფიცირებულია და დაღლილი და მოწყენილი იყო. დახმარების მსურველებმა მას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან მიმართეს და თბილ მესიჯებთან ერთად, ვიდეოებიც გაუგზავნეს.
დღის საკითხავი
რომელია თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება ადამიანთან შეხებაზე?
ფოტო: Kristen Radtke
პანდემიის ფონზე, როცა ადამიანური შეხება უპრეცედენტოდ დეფიციტური გახდა, The Atlantic-მა სთხოვა მკითხველებს, გაეზიარებინათ ის შეხებები, რომლებიც მათ განსაკუთრებული სიმძაფრით დაამახსოვრდათ.
დღეს თითქოს კაცობრიობამ ჩახუტება, გადაკოცნა თუ ხელის ჩამორთმევა შორეულ წარსულში მოიტოვა. ამიტომ იმ შემთხვევებში, როდესაც შეხება უსაფრთხოა, ჩვენ ის გამიზნულად უნდა გამოვიყენოთ — ამ ქმედებას ისევე უნდა შევხედოთ, როგორც ჩვენს კარადებში მომარაგებულ პროდუქტს, რადგან ისიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. "ერთად მცხოვრებმა ადამიანებმა უნდა გაიაზრონ, რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია შეხება; განსაკუთრებით, როცა საქმე შფოთვის შემსუბუქებას ეხება", — ამბობს მელისა ფაბელო, რომელიც სწავლობს შეხების პატერნებს კვებითი აშლილობების მქონე ახალგაზრდა ქალებში.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 50 000 გარდაცვლილი აშშ-ში და საქართველოს ანტიკრიზისული გეგმა — 24 აპრილის შეჯამება;
- აგრესიული ტესტირება საქართველოში და 200 000-ზე მეტი გარდაცვლილი მსოფლიოში — 25 აპრილის შეჯამება;
- თითქმის 3 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში და პიკი საქართველოში — 26 აპრილის შეჯამება;
- 3 მლნ-ზე მეტი ინფიცირებული და შემსუბუქებული შეზღუდვები საქართველოში — 27 აპრილის შეჯამება;
- საქართველო ფართო ტესტირების მოლოდინში და მილიონზე მეტი ინფიცირებული აშშ-ში — 28 აპრილის შეჯამება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები