ჩინეთი კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოსახლეობას სახლებთან კამერებს უყენებს
იმაში დასარწმუნებლად, რომ ადამიანები კარანტინის წესებს იცავენ, ჩინეთის ხელისუფლება კამერებს მაცხოვრებლების კარებთან, ხანდახან კი მათ სახლებშიც ამონტაჟებენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გასული ორი თვის განმავლობაში ეს მეთოდი მრავალმა პროვინციამ გამოიყენა. ჩინეთმა პანდემიის საპასუხოდ ტექნოლოგიების გამოყენება ბევრად ადრე დაიწყო, მაშინ როდესაც სპეციალური აპლიკაცია შექმნა, რომელიც ადამიანებს ატყობინებს იმყოფებოდნენ თუ არა ისინი ინფიცირებულ ადამიანთან ახლოს და საჭიროა თუ არა მათი იზოლაცია.
ახლა კი ჩინეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ამ პროცესის საკონტროლოდ ახალი კამერების დაყენება დაიწყეს.
რაც შეეხება მოსახლეობის რეაქციას, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისა და პირადი პროფილების მიხედვით CNN-მა განაცხადა, რომ მოქალაქეების პასუხი არაერთგავროვანია. თუმცა რთულია იმის გაგება თუ რას ფიქრობს რეალურად მოსახლება, რადგან ჩინეთი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კრიტიკულ მოსაზრებებს აცენზურებს.
მაგრამ აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანი საკუთარ აზრს ღიად გამოხატავს და კამერებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. პეკინში მცხოვრები იან ლაჰიფი CNN-თან აცხადებს, რომ კამერები პირადი სივრცის უხეში დარღვევაა.
"ეს ყველაფერი მონაცემების მითვისებას გავს და არ ვიცი, ეს რამდენად ლეგალურია", — აცხადებს ის.
კომენტარები