ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მეცნიერებმა COVID-19-ის გენომური "ხელწერა" გაიგეს
ინფიცირებულ ადამიანებში COVID-19-ის განმაპირობებელი ვირუსის, SARS-Cov-2-ის ამოცნობა დროთა განმავლობაში მარტივდება.
კვლევის შედეგად, მანქანური დასწავლის გამოყენებით, მეცნიერებმა ვირუსის დნმ-ის 29 სხვადასხვა თანმიმდევრობის გენომური "ხელწერა" გამოააშკარავეს. ახალი მონაცემებით მკვლევრები მომაკვდინებელი ვირუსის კლასიფიცირებას უფრო სწრაფად მოახერხებენ, რაც პანდემიის დროს სამედიცინო დახმარების მობილიზებისთვის აუცილებელია.
კვლევა დამატებით ამყარებს ჰიპოთეზას, რომ COVID-19, სავარაუდოდ, თავდაპირველად ღამურებში აღმოცენდა, როგორც ბეტაკორონავირუსების ქვეჯგუფი, სარბეკოვირუსი.
კვლევა 28 აპრილს PLOS ONE-ში გამოქვეყნდა.
მანქანური დასწავლით და სხვადასხვა მიდგომის გამოყენებით COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის ამოცნობა 100%-იანი სიზუსტით ხერხდება.
"ჩვენ მხოლოდ ვირუსის დნმ-ის თანმიმდევრობა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ მისთვის უნიკალური კანონზომიერება გვეპოვა. ამ თანმიმდევრობის გამოვლენა, სხვადასხვა გენომურ ვარიაციებთან შედარებით, წუთებში მიიღწევა", — ამბობს კვლევის თანაავტორი კათლინ ჰილი.
ჰილი მიიჩნევს, რომ მათ მიერ შემუშავებული ამომცნობი ხელსაწყო, COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის გარდა, სხვა ვირუსების სწრაფ ამოცნობასაც მოახერხებს, რაც ვაქცინის და წამლების შემუშავების პროცესს დააჩქარებს.
კომენტარები