რაც არ უნდა სურვილი ჰქონდეთ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ვერაფერი გააჩენს განხეთქილებას — ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი მიმართვაში მართლმადიდებელ მრევლს კანონის დაცვა და სახლში დარჩენა ურჩია და პირობა მისცა, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის შუღლს ვერავინ ჩამოაგდებს.
"როგორც მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ხდებოდა ეკლესიის ლოცვა ერის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის. დამერწმუნეთ, რაც არ უნდა სურვილი და იმედი ჰქონდეს ზოგიერთს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის განხეთქილებას ვერავინ და ვერაფერი გააჩენს განხეთქილებას" — განაცხადა პრეზიდენტმა მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვაში.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სხვა რელიგიურმა კონფესიებმა დაიცვეს კანონი თავის დიდ დღესასწაულებზე და მოუწოდა მართმადიდებლებს, რომ თავადაც იგივე გააკეთონ.
"ძალიან კარგად მესმის და მერწმუნეთ, მე პირადად არავისზე ნაკლებად არ განვიცდი, რომ საგანგებო რეჟიმისა და კომენდანტის საათის გამო, შესაძლოა, ვერ შევხვდეთ აღდგომას ისე სრულყოფილად, როგორც რწმენა და წესი მოითხოვს. [...]
მე, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის დადებული კონკორდატის გარანტს კარგად მესმის, რომ ეკლესიამ თავისი ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, თუნდაც ზოგ შემთხვევაში შეცვლილი ფორმით. [...]
შინ დარჩენილები საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით, ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას" — განაცხადა მან.
ამავე თემაზე:
- კანონმა, როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია — ზურაბიშვილი
- ზურაბიშვილი: დღეს სახელმწიფოსთვის ბრძოლა გადის კანონის შესრულებასა და სახლში დარჩენაზე
15 აპრილს საქართველოს მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის მიუხედავად, აღდგომის ლიტურგიას მრევლი დაესწრება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ. პაატა იმნაძემ კი თქვა, რომ ინფიცირებულებმა, რომლებმაც არ იციან დაავადების არსებობის შესახებ, ეკლესიებში მივლენ და ავად გახდიან ყველას. მისი თქმით, თუ არ გვინდა საქართველო კუბოების რაოდენობას ვეღარ აუდიოდეს, ყველა სახლში უნდა დარჩეს. მეორე დღეს გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ ეკლესიაში არ წავიდნენ და სახლში დარჩნენ. მისი თქმით, ერთხელ ტრადიციაზე უარის თქმის გამო, ღმერთი არ გაბრაზდება და ასე ქვეყანა გადაარჩენენ. მანვე სთხოვა ეკლესიას, რომ შეეცვალათ სააღდგომო ლიტურგიის ფორმატი.
ვირუსის ფართოდ გავრცელების საფრთხის შესახებ ეპიდემიოლოგებისა და ექიმების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღდგომის ღამეს დიდ ეკლესიებში ორი მეტრის დისტანცია იქნება დაცული, პატარა ტაძრებში კი მრევლი ეზოში განაწილდება.ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, მრევლი ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივა და დილის 6 საათზე წამოვა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეკლესიებთან მობილიზებული იქნება პოლიცია.
ეკლესია ასაკობრივი ჯგუფის, რისკჯგუფის, დაავდების ან რაიმე სიმპტომის მქონე ადამიანებს, ასევე, ბავშვებს აძლევს რეკომენდაციას, რომ ყველა ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინონ. ჯაღმაიძემ, ასევე, თქვა, რომ აღდგომის დღეებში სასაფლაოზე არ წასვლით, არაფერი დაირღვევა და ეს ეკლესიის წესების ნაწილი არაა.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირი დანით მოკლა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
-
თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ თავი დაანებეთ — ვამპირის დღიურების ფანები სტივენ მაკქუინს ინტერნეტის კრიტიკისგან იცავენ
გადახედვა
-
მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს მდინარე რიონზე 436-მეტრიანი ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა მიმდინარეობს
გადახედვა
-
"არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს "არა პატიმრების წამებას" — პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გადახედვა
-
2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა 2024 წლის აქციების მონაწილეების 71%-მა ორი ან მეტი ქიმიური საშუალების ზემოქმედება განიცადა — კვლევა
გადახედვა
-
იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში იდეიდან ტექნოლოგიურ გადაწყვეტამდე — როგორ ეხმარება Technovation Girls გოგოებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შექმნაში
-
მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის მალე Gemini-ის უფასო ვერსიით სარგებლობა შეგვეზღუდება — რა იცვლება მომხმარებლებისთვის
გადახედვა
-
ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს ყირგიზეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმა რუსეთში შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო საზღვარზე კონტროლი გააძლიერეს
გადახედვა
-
ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის ყოფილი პრინცი ენდრიუ პოლიციას მისი ჩხრეკისა და დაკავებისთვის უჩივის
გადახედვა
-
ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე ბოსნია-ჰერცეგოვინაში, ჩრდ. მაკედონიისა და ალბანეთის რესპუბლიკებში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა ელიფ შაფაქის ახალი რომანი გუსტავ ფლობერის ცხოვრებაზეა
გადახედვა
კომენტარები