საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ-მ ორ კატეგორიაში დააჯილდოვა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის გუნდი DataIQ Awards 2026-ზე ორ საერთაშორისო კატეგორიაში დაჯილდოვდა. ბანკმა მიიღო ჯილდოები საუკეთესო გუნდისთვის მონაცემთა ან AI მიმართულებებით (Best Data or AI Team (International) და მონაცემთა ან AI მიმართულებებით მნიშვნელოვანი მიღწევისთვის (Breakthrough with Data or AI – (International).
პირველ შემთხვევაში, DataIQ-მ საქართველოს ბანკის 70-მდე თანამშრომლისგან შემდგარი გუნდის მუშაობა შეაფასა. ბოლო სამი წლის განმავლობაში მონაცემთა ანალიტიკის გუნდის ჩართულობით, ბანკის არასაკრედიტო გადაწყვეტილებების მიმართულებით AI ინიციატივების მიერ მოტანილი წლიური გავლენა ათჯერ გაიზარდა. შედეგებიდან აღსანიშნავია, რომ AI-ს დახმარებით დაკრედიტების დრო ერთ წუთამდე შემცირდა, პერსონალიზებული შეთავაზებები მომხმარებლებს მათზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენაში ეხმარება, ხოლო ჩატბოტის დახმარებით მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო კითხვებზე პასუხი რამდენიმე წამში მიიღონ დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
ბანკში AI-ის გამოყენების გასაფართოებლად შეიქმნა დაახლოებით 150 ადამიანისგან შემდგარი AI ამბასადორების ქსელი, თანამშრომლების მიერ კი 600-მდე AI ასისტენტი შეიქმნა, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენება.
მეორე ჯილდო — Breakthrough with Data or AI – International — საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ Data Science Agent Factory -ს გადაეცა. ეს მრავალაგენტიანი სისტემაა, რომელიც მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვის, კვლევის, მოდელირების, ვალიდაციისა და დეველოპმენტის პროცესების ნაწილს ავტომატიზებას უწევს.
Data Science Agent Factory-ში 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტი და მიკროაგენტი მუშაობს. სისტემა შექმნილია იმ პრინციპით, რომ აგენტები ასრულებენ სამუშაოს, ხოლო მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს თანამშრომლები იღებენ.
"ჩვენთვის ეს ორი ჯილდო მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ ისინი ერთი და იმავე ცვლილების ორ მხარეს აჩვენებს — როგორ შეიცვალა თავად გუნდის მუშაობის მოდელი და როგორ შეიძლება ამ ცვლილებამ მონაცემთა მეცნიერების შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაზარდოს. Agent Factory-ის შემთხვევაში ადამიანების როლი არ გამქრალა — პირიქით, ადამიანური გადაწყვეტილება იმ ეტაპებზე გადავიტანეთ, სადაც გამოცდილება და განსჯა ყველაზე მნიშვნელოვანია, ხოლო რუტინული და შრომატევადი სამუშაოების დიდი ნაწილი აგენტებს გადავეცით. შედეგად, გუნდს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს, სწრაფად დატესტოს ახალი იდეები და რეალურ ბიზნესპრობლემებზე იმუშაოს. მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს. აღნიშნული ჯილდოები მათ მიერ გაწეული ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა", — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.
DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. 2026 წლის კონკურსში საქართველოს ბანკი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა: Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით.
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
კომენტარები