შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში ვითარება უკიდურესად საგანგაშოა. მისი თქმით, ადამიანებს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა არ აქვთ, რადგან რეგიონი რამდენიმე თვეა იზოლირებულია.

როგორც ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, 4 სექტემბრიდან დღემდე 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა რეჟიმის ამგვარ მიდგომებს.

"იმის მიუხედავად, რომ ხდება ცხელ ხაზზე კომუნიკაცია ამ ადამიანების სურვილის და საჭიროების დაფიქსირება, მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების. ასეთი პაციენტები დღესაც იმყოფებიან ახალგორში და უნდა საუბედუროდ აღვნიშნო, რომ სწორედ ეს შეზღუდვები ყველაზე მეტად აზარალებს ახალგორის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას, რომელიც არის ფაქტობრივად გაგრძელება ამ ეთნიკური დისკრიმინაციის, რომელსაც აქვს სხვადსხვა ფორმა", — აღნიშნავს მინისტრი.

მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებები — სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებები ირღვევა. ის მოუწოდებს დე ფაქტო გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ ხელი არ შეუშალონ ადამიანებს, რომელთაც დახმარება ესაჭიროებათ.