როგორ ვმართოთ ბიზნესი სახლიდან — პროგრამა ბალანსი
დღეს დისტანციური მუშაობა და სახლიდან საქმის სრულფასოვნად შესრულება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკის მერე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა. ყველა კომპანია, რომელიც დისტანციურ რეჟიმზეა გადასული იყენებს თანამდეროვე ქლაუდ ტექნოლოგიებს, რომლებიც ინტერნეტით იძლევა წვდომას კომპანიის ბაზებზე და ასევე, უზრუნველყოფს თანამშრომლებს შორის კავშირს.
ონლაინ საკომუნიკაციო არხებზე არაერთი სტატია დაიწერა, ამიტომ დღეს მათ არ შევეხებით და დისტანციურად ფინანსების მართვის თემაზე ვისაუბრებთ. კერძოდ კი, პროგრამა "ბალანსზე", რომელიც ერთადერთი ქართული საბუღალტრო პროგრამაა, რომელიც ქლაუდზე მუშაობს. კითხვით მივმართეთ "ბალანსის" ბიზნეს განვითარების გუნდის ხელმძღვანელს — მარიამ მამულიას:
1. როგორ ვაკეთოთ ბუღალტერია სახლიდან გაუსვლელად?
ბალანსი“ მუშაობს ქლაუდზე - ანუ ნებისმიერი ადგილიდან, თუ ინტერნეტი გაქვთ, შეძლებთ თქვენს სამუშაო ბაზაში შესვლას. ლიცენზიის შეძენაც არ გჭირდებათ. ბალანსით ქლაუდზე სარგებლობთ სააბონენტოს ფორმატით — ყოველთვიური მცირე გადახდებით. ბალანსის საიტზე შეხვალთ, დარეგისტრირდებით, თქვენი პირადი კაბინეტიდან გააკეთებთ შეკვეთას იმდენ ლიცენზიაზე და ბაზაზე, რამდენიც გჭირდებათ და თანხის გადახდის შემდეგ გიაქტიურდებათ წვდომა ბაზაზე.
2. რას მოიცავს ეს პროგრამა?
ბალანსი არ არის მხოლოდ საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე, უფრო მინი ERP-ის სტილის სისტემაა. მაშინ როცა, სხვა ტრადიციული ბუღალტრული პროგრამები მხოლოდ ბუღალტერიის კეთების საშუალებას იძლევა, ბალანსში შესაძლებელია საოპერაციო აღრიცხვაც. მარტივად რომ ვთქვათ, წამოიდგინეთ სისტემა, რომლის საფუძველია ბუღალტრული აღრიცხვა, თუმცა ზემოდან დაშენებულია ბიზნესის ყოველდღიური პროცესების აღრიცხვის მოდულები. მაგალითად, მაღაზიაში გაყიდვები, წარმოების აღრიცხვა, საწყობის მუშაობა და ა.შ. რაც მთავარია, ბალანსი არის პროგრამა რომელშიც მენეჯერებიც მუშაობენ: პროგრამას 90-მდე მზა მენეჯერული რეპორტი აქვს და სულაც არ არის საჭირო ბუღალტერიის ცოდნა, რომ მენეჯერმა თავისი კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ლაივ რეჟიმში უყუროს.
3. და ასეთი აღრიცხვის უპირატესობა რა არის?
მაგალითად თქვენ გაქვთ საოჯახო ტექნიკის მაღაზია. მაღაზიაში რაც იყიდება, ის პარალელურად აისახება ბუღალტერიაში. ანუ მოლარე რომ რამეს გაყიდის, ის საქონელი საწყობიდან ავტომატურად ჩამოიწერება და ეს ოპერაციები ბუღალტერთან ბუღალტრული გატარებების სახით გამოჩნდება. მთელი სიკეთე ისაა, რომ ყველაფერი ერთ სისტემაშია: გაყიდვები, შესყიდვები, მარაგების მართვა და ა.შ. თქვენ შეგიძლიათ სახლში გახსნათ „ბალანსი“ და ყველაფერი აკონტროლოთ მხოლოდ ერთი პროგრამით. იქვე შეამოწმოთ რა ხდება ბუღალტერიაში და ფინანსებში, დღიური მოგება, ნახოთ რა ხდება საწყობში - რამე ხომ არ არის უკვე შესასყიდი და ა.შ. თუ თქვენ გექნებათ ონლაინ მაღაზიაც, შეძლებთ საიტის ბალანსთან ინტეგრირებას და ბალანსი თქვენი ონლაინ მაღაზიის პროგრამა გახდება.
4. პროგრამაში სხვადასხვა როლის თანამშრომლების ორგანიზებული მუშაობა როგორ ხდება?
პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს ყველა თანამშრომელი, ვისაც პროცესების აღრიცხვა ევალება: მოლარე, ბუღალტერი, საწყობის მენეჯერი, წარმოების მენეჯერი, ფინანსური მენეჯერი, დირექტორი და ა.შ. ადმინ იუზერს შეუძლია ყველა თანამშრომელს გაუწეროს უფლებები და შეუზღუდოს წვდომა სხვადასხვა ოპერაციებზე. მაგალითად, მოლარე მხოლოდ გაყიდვას შეძლებს, საწყობის მენეჯერი ვერ ნახავს ხელფასებს, ბუღალტრის ასისტენტი ვერ გააკეთებს ბანკში გადარიცხვას, ვერ წაშლის ოპერაციას და ა.შ.
5. ახსენეთ რომ ლიცენზიის წინასწარ შეძენა არაა საჭირო. სააბონენტოს ტიპის გადახდები როგორ მუშაობს?
დიახ, ქლაუდ ვერსიის შემთხვევაში არ გჭირდებათ ლიცენზიის წინასწარ შეძენა - ანგარიშსწორება ხდება ყოველთვიურად. რამდენი ლიცენზიაც გინდათ, იმდენს გადაიხდით 1 თვისთვის. 1 ლიცენზია ნიშნავს 1 ადამიანის მუშაობას პროგრამაში. თუ მომავალ თვეში აღარ დაგჭირდებათ ბალანსით სარგებლობა, უბრალოდ გაგვაფრთხილებთ და შეწყვეტთ გადახდას. ასევე, თუ დამატება დაგჭირდათ, თქვენი კაბინეტიდანვე გააკეთებთ მოთხოვნას განახლებულ პაკეტზე
6. როგორ უნდა გადმოვიდეთ "ბალანსზე"
ამისთვის შესაძლოა დაგჭირდეთ ჩვენი დანერგვის მომსახურება. გააჩნია თქვენი კომპანიის პროცესების სპეციფიკას, ასევე სუპერიუზერმა უნდა გაიაროს ბალანსის ტრენინგი, რომ გაერკვეს პროგრამის ფუნქციონალში და სრულად გაეცნოს რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ბალანსმა. სუპერიუზერი როგორც წესი ბუღალტერია ხოლმე. თუ ბალანსის შეძენას გადაწყვეტთ, სჯობს შეგვეხმიანოთ, მოგვიყვეთ თქვენს პროცესებზე და ინდივიდუალურად გადავწყვიტოთ როგორ სჯობს პროცესის დაწყება. ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეხვედრებს, ტრენინგებს თუ სერვისის გაწევას სრულად დისტანციურად უზრუნველვყოფთ.
"ბალანსის" შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებგვერდზე - www.balance.ge. ასევე დაგვიკავშირდეთ ტელეფონით - 591 766 766
გისურვებთ ჯანმრთელობას!
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები