კანადა, სამხრეთ კორეა და საქართველო აჩვენებენ, რომ COVID-19-ის შეჩერება შესაძლებელია — Foreign Policy
საერთაშორისო გამოცემა Foreign Policy საქართველოს კორონავირუსითან ბრძოლაში წარმატებული ქვეყნების გვერდით ასახელებს. გამოცემის ცნობით, ტაივანის, კანადის, სამხრეთ კორეის, ისლანდიისა დ საქართველოს მაგალითები აჩვენებს, რომ COVID-19-ის შეჩერება შესაძლებელია.
როგორც Foreign Policy წერს, ზოგიერთი ქვეყნის წარმატებული ისტორია მოულოდნელი იყო. საქართველოს მაგალითზე ისაუბრეს პოდკასტში არ შეეხო შენს სახეს, რომლის სტუმარი ქართველი ჟურნალისტი ნატალია ანთელავა იყო. საქართველოში კორონავირუსის 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 27 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
გადაცემაში აღინიშნა, რომ ქვეყნის პატარა ზომისა და რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად, თებერვლის ბოლოს ხელისუფლებამ სერიოზული ზომები მიიღო, მათ შორის სკოლების დახურვა და ტესტების ჩატარება.
"ის ფაქტიც დაეხმარა [საქართველოს], რომ ხელისუფლებამ თავიდანვე სერიოზულად აღიქვა [ვირუსი]. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მიჩვეულია კრიზისს, რომელმაც გადაიტანა სამოქალაქო ომი, 2008 წელს რუსეთის შემოჭრა და 90-იანების ძალიან ბნელი პერიოდი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა", — თქვა ანთელავამ.
კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებულ ქვეყნად მიიჩნევა ისლანდიაც. ქვეყანაში, სადაც 365 ათასი მოსახლეა, კორონავირუსი კი 1 319 ადამიანს აქვს. ერთ სულ მოსახლეზე ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. როგორც განმარტავენ, ეს იმის დამსახურებაა, რომ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი ტესტირება მოდის.
"ის, რასაც გვაძლევს ისლანდია, არის ნათელი სურათი იმისა, თუ როგორ ვრცელდება ვირუსი მოსახლეობაში", — ამბობს ისლანდიელი ჟურნალისტი იელენ კირიკი.
წარმატებული ქვეყნების მაგალითად მოყვანილია ტაივანიც, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა 21 იანვარს დაფიქსირდა. 3 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში 348 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 5 გარდაცვალება. ტაივანი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყანა არაა, რადგან მას გაერო არ აღიარებს. როგორც Forein Policy-ის ჟურნალისტი ჰილტონ იპი რამდენიმე დღის წინ წერდა, ტაივანის ხელისუფლება მოქმედებას მაშინვე შეუდგა, როგორც კი უხანში იდუმალი დაავადება გაჩნდა.
ტაივანმა, რომელიც კონტინენტური ჩინეთისგან 160 კილომეტრითაა დაშორებული, 31 დეკემბერს უხანიდან ჩასული მოგზაურების შემოწმება დაიწყო, თვითზიოლაციაში მყოფი პირების შესამოწმებლად სპეციალური სისტემა შექმნა და იანვარში სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება გაზარდა.
ჟურნალისტის თქმით, ტაივანის ასეთი ნაადრევი და ეფექტური პასუხი წინა გამოცდილებიდან გამომდინარეობს.
"იმის გათვალისწინებით, რომ ტაივანი თავისი დიდი მეზობლისგან თითქმის ყველაფერს წააწყდა — 2003 წელს SARS-ის ეპიდემიის დროს ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, სამხედრო მუქარებსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფორმაციის შეკავებას — ქვეყანამ იცის, როგორი დაცული უნდა იყოს, როდესაც ჩინეთში რაიმე სერიოზული პრობლემა ჩნდება".
ჩინეთს გარეთ ეპიდემიის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე აფეთქება სამხრეთ კორეაში იყო, თუმცა დროდადრო ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელების შეკავება. ედინბურგის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ შრიდჰარი 23 მარტს ამბობდა, რომ მასობრივი ტესტირების მოდელი პანდემიის შეკავების ერთადერთი გზაა და სხვა ქვეყნებმა აღმოსავლეთ აზიისგან უნდა აიღონ მაგალითი.
სამხრეთ კორეაში, რომლის მოსახლეობა 51 მილიონია, ყოველდღიურად 20 ათასზე მეტ ადამიანს უტარებენ ტესტირებას, იყენებენ იზოლაციას და დეტალურად იძიებენ კონტაქტებს.
კორონავირუსთან ბრძოლის კიდევ ერთ წარმატებულ მაგალითად მოყვანილია კანადა. ადგილობრივი ჟურნალისტი ჯასტინ ლინგი მარტის დასაწყისში აღნიშნავდა, რომ იანვარსა და თებერვალში ტესტირებისა და კონტაქტების მოძიებისთვის სპეციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყეს. გარკვეული გამოცდილება ქვეყანას უკვე ჰქონდა 2003 წლის SARS-ის ეპიდემიის შემდეგ, რადგან აზიის გარეთ სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.
კანადაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის კარგი სისტემა მოქმედებს და კორონავირუსზე ტესტირებისთვის კრიტერიუმები ისე შეზღუდული არაა, როგორც აშშ-ში.
"ბოლო ოცი წელი კანადა ამ მომენტისთვის ემზადებოდა. საწყის სტადიებზე შემთხვევების გამოვლენითა და კონტაქტების მოძიებით, კანადა ამ დრომდე აჩერებდა ვირუსის გავლენას", — წერს ლინი.
ევროპაში შვედეთის გარდა ყველა ქვეყანა იზოლაციაშია. ბოლო მონაცემებით, შვედეთში 5 568 შემთხვევაა დაფიქსირებული. ჟურნალისტის, ნატალი როთშილდის თქმით, ხელისუფლება ფსონს დებს იმაზე, რომ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოიქცევიან და ამისთვის ბრძანება არ დასჭირდებათ:
"მოლოდინია, რომ მოქალაქეები დათანხმდებიან იმას, რომ გაძლიერებული შეიარაღების გარეშე აიღებენ პერსონალურ პასუხისმგებლობას, მოერიდებიან ხალხმრავლობას, სახლიდან იმუშავებენ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციას დაიცავენ და ა.შ."
Foreign Policy საუბრობს იმ ქვეყნებზეც, სადაც მოსახლეობას ხელისუფლების მეთოდების არ სჯერა და მათ შორისაა რუსეთიც. მარტის შუა რიცხვებამდე მოსკოვში ცხოვრება ჩვეული ტემპით მიდიოდა, როცა სამედიცინო ექსპერტები ოფიციალურ სტატისტიკაში დაეჭვდნენ, რომელიც ინფიცირების საკმაოდ დაბალ რიცხვებს აჩვენებდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ მალევე ჩაკეტა საზღვრები და ეკონომიკის სტიმულირების გეგმაზე დაიწყო საუბარი.
"თუ ვირუსის რეალური მასშტაბი უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ პანდემიის შეკავების შანსი ხელიდან გაუშვა", — წერდა კორესპონდენტი, რეიდ სტენდიში.
საკმაოდ სერიოზული ეჭვი არსებობს ირანის სტატისტიკის მიმართაც. ოფიციალურად 53 183 ინფიცირებული და 3 294 გარდაცვლილია. პოლიტიკის მეცნიერი მაისამ ბეჰრავეში ამბობს, რომ რეალური რიცხვები, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მაღალია.
როცა იანვარში ჩინეთში შემთხვევების რიცხვი მატულობდა, ირანის ხელისუფლებას ქვეყნებს შორის მოგზაურობა არ შეუზღუდავს. გარდა ამისა, სანამ ქალაქ კუმში კორონავირუსით პირველი ადამიანი არ გარდაიცვალა, სავარაუდოდ, მოსახლეობაში ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც დააგვიანდათ.
მსოფლიოში კოორნავირუსით ინფიცირების მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. ვირუსის შედეგად უკვე გარდაიცვალა 55 ათასი ადამიანი.
-
გადახედვაპრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს სალომე ზურაბიშვილი: მათ არ უნდათ პრეზიდენტი, რომელიც ხვალ შეიძლება ხალხს მოეწონოს
-
გადახედვაზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ ზვიად ძიძიგური: პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით, იგივე ჭკუაზე ვართ. ჩვენ ამ პარლამენტში არ შევალთ
-
გადახედვაPHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა PHR-მა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებისთვის კომპენსაციის განსაზღვრის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
-
გადახედვა"ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა "ჯებირების საქმეზე" დაკავებული საბა მეფარიშვილის დედა სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა
-
-
გადახედვაყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია
-
გადახედვამოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა მოსამართლე ნათია გუდაძემ "400-ლარიანი ჯებირის საქმეზე" დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობა ძალაში დატოვა
-
გადახედვათსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ თსუ-მ თანამშრომლებს მეილზე მიწერა, რომ გამთენიისას უნივერსიტეტში მყოფი უცხო პირები "ვიქტორია სექიურითის" დაცვის წევრები იყვნენ
-
-
გადახედვახავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას ხავიერ ბარდემი სტივენ სპილბერგისა და მარტინ სკორსეზეს სერიალში მიიღებს მონაწილეობას
-
გადახედვალუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს ლუკაშენკო: დიქტატორი არ ვარ და არც მჭირდება, ეს ამერიკელებმა მომიგონეს
-
-
-
-
გადახედვა"აღმაშფოთებელია" — ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე "აღმაშფოთებელია" — ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე
-
-
გადახედვახვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება ხვალ, საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართება
-
გადახედვაკესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შერაცხადია
-
გადახედვაუკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა უკრაინის პარლამენტმა სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო სხდომა გააუქმა
-
გადახედვააშშ-მ რუსეთის 50 ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა აშშ-მ რუსეთის 50 ბანკის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
კომენტარები