ავსტრალიაში კორონავირუსის 2 პოტენციური ვაქცინა ტესტირებას ცხოველებზე გადის
COVID-19-ის პანდემიამ უამრავ ქვეყანას და ლაბორატორიას ვაქცინის შემუშავებისკენ უბიძგა. ვაქცინაზე მუშაობა აშშ-ში წინა თვეს დაიწყო.
ავსტრალიის სამეცნიერო და ინდუსტრიული კვლევის ორგანიზაცია (CSIRO) ოქსფორდის უნივერსიტეტის და ინოვიოს ფარმაცეპტული კომპანიის ვაქცინას ცხოველებზე დატესტავს. ამით განისაზღვრება რამდენად უსაფრთხოა ის ადამიანებისთვის.
"ჩვეულებრივ, ეს პროცესი 1-2 წელს გრძელდება ხოლმე, ახლა ამას რამდენიმე თვე დაჭირდა", — ამბობს CSIRO-ს წარმომადგენელი, რობ გრენფელი.
ავსტრალიელი მკლვევრები SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგოდ შემუშავებულ ორ ვაქცინას ქრცვინებზე გამოცდიან. როგორც ჩანს, ამ ცხოველებში კორონავირუსის გავრცელება ადამიანის მსგავსია.
ტესტირებაში მყოფი ორი ვაქცინა მოქმედების მექანიზმით განსხვავდება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა ვირუსის დეფექტურ მოდელს იყენებს. ანუ მასპინძელ ორგანიზმში კორონავირუსის ცილები მოთავსდება, რის საპასუხოდაც ცხოველი იმუნურ სისტემას გამოიმუშავებს.
ანუ დაიმახსოვრებს ვირუსულ ცილას და შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, იმუნური პასუხი მზად ექნება.
ინოვიოს ვაქცინა ცოტა განსხვავებულია. მისი შეყვანის შემდეგ ორგანიზმი თავისით იწყებს კორონავირუსის ცილების გამომუშავებას და უცხო სხეულისადმი მდგრადობას იმუშავებს.
"ერთდროულად მრავალი მიდგომის შემოწმება მნიშვნელოვანია", — ამბობს ავსტრალიის ცხოველთა ჯანმრთელობის ლაბორატოორის დირექტორი, ტრევორ დრიუ. "ეს წარმატების მეტ შანსს გვაძლევს".
ვაქცინების ცხოველებზე ტესტირების შედეგები სავარაუდოდ ინვისისთვის გახდება ცნობილი. წარმატების შემთხვევაში, ვაქცინები სხვადასხვა უნივერსიტეტში დამატებით ტესტირებას გაივლიან.
მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის დამზადება ყველას ეჩქარება და მეცნიერებს შორის ერთგვარი რბოლაც მიმდინარეობს, კლინიკური ტესტირება 18 თვეს გასტანს, რათა დამტკიცეს, რომ ის სრულიად უსაფრთხოა.
აშშ-ის რეგულაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინას, სხვა ლაბორატორიაში სხვა ცხოველზეც დატესტავენ.
ყველა პოტენციურ ვაქცინაზე ერთდროულად რამდენიმე ლაბორატორია და კომპანია მუშაობს.
"ეს არის საჯარო და კერძო სექტორის, ისევე როგორც აკადემიური სივრცის ჭეშმარიტი კოლაბორაცია", — ამბობს გრენფელი.
კომენტარები