ბორის ჯონსონის კორონავირუსი და უკან დაბრუნებული ტესტები — 27 მარტის შეჯამება
ფოტო: Morteza Nikoubazl / Sipa / Rex / Shutterstock
27 მარტის მდგომარეობით მსოფლიოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 585 040;
- გარდაცვლილი — 26 819;
- გამოჯანმრთელებული — 129 812.
საქართველოში:
- დადასტურებული შემთხვევა — 83;
- გამოჯანმრთელებული — 14;
- კარანტინის რეჟიმში — 4 641;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 239.
დღის ფაქტი
ჩინეთში ჭკვიანი AI სათვალეებით კორონავირუსიან ადამიანებს პოულობენ
ჩინეთში დაცვის ოფიცრები AI-ზე დაფუძნებულ ჭკვიან სათვალეებს ატარებენ, რომელსაც სიცხიანი ადამიანების ამოცნობა შეუძლია. სათვალე ადამიანის ტემპერატურის გასაზომად თერმული გამოსახულების კამერას იყენებს და მას ფუნქციონირება ერთი მეტრის სიშორეზე შეუძლია.
დღის ფოტო
რომის პაპმა Urbi et orbi, საგანგებო ლოცვა და მიმართვა წარმოთქვა. პაპი ფრანცისკე წმ. პეტრეს ცარიელ მოედანზე იდგა, მისი მიმართვა კი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
რა ხდება მსოფლიოში
- ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს წევრი გახდა
- 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 969 ადამიანი გარდაიცვალა
- საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად ერთ დღე-ღამეში 300 ადამიანი გარდაიცვალა
- აშშ-ს კონგრესმა ეკონომიკის სტიმულირების $2-ტრილიონიანი ისტორიული პაკეტი დაამტკიცა და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას ხელი უკვე მოაწერა
- COVID-19-ის გავრცელების შიშის გამო ჩინეთში კინოთეატრები ისევ დაიხურა
- კორონავირუსი, შესაძლოა, სხვა პრიმატებისთვისაც საშიში აღმოჩნდეს
- ილონ მასკის კომპანია ტესლამ ნიუ-იორკს ასობით სასუნთქი აპარატი გადასცა
- ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს, მეტ ჰენკოკს კორონავირუსი დაუდასტურდა
- იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილი ექიმების რაოდენობა 45-მდე გაიზარდა
- ირანში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 32 000-ს გადააჭარბა
- ესპანეთში კორონავირუსით ერთ დღეში 769 ადამიანი გარდაიცვალა
- იმის ფონზე, რომ ჩინეთში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევები ახლა უკვე უცხოეთიდან იმპორტირებულ შემთხვევებს უკავშირდება, ქვეყანამ გადაწყვიტა სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტოს.
- ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი აქვს
- პანდემიის გამო ოქროს გლობუსზე საკონკურსო ფილმების მიღების წესი შეიცვალა
- რუსეთის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1000-ს გადააჭარბა
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
კორონავირუსი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს დაუდასტურდა
პრინც ჩარლზის შემდეგ კორონავირუსი პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსაც დაუდასტურდა. როგორც ჯონსონმა ვიდეომიმართვისას თქვა, მას სიმპტომები ჰქონდა, რის შემდეგაც ტესტი გაიკეთა. ახლა ის თავის ორსულ საცოლესთან ერთად თვითიზოლაციაში იქნება.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ბორის ჯონსონი დედოფალს პირადად 11 მარტის შემდეგ არ შეხვედრია. ყოველკვირეული შეხვედრები კი დისტანციურად გამართეს.
რა ხდება საქართველოში
27 მარტს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 83-მდე გაიზარდა, ამათგან 14 უკვე გამოჯანმრთელებულია. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწრაფი ტესტების საკითხი იყო, რომელიც საქართველოს უნდა შეეძინა.
საქართველომ ხელშეკრულება გააფორმა კორონავირუსის დასადგენი ტესტების მწარმოებელ ჩინურ კომპანიასთან, რომლის პროდუქციის ხარისხი ესპანეთმა დაიწუნა და უკან დააბრუნა. ესპანეთში ამბობენ, რომ ტესტის შედეგებში უზუსტობა იყო.
Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს საქართველომ 215 000 სწრაფი ტესტი შეუკვეთა, რომლის ღირებულებაც, ხელშეკრულების მიხედვით, ტრანსპორტირების გარეშე 1 182 500 აშშ დოლარს შეადგენდა.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მტკიცებით, კომპანიამ ხარვეზის შესახებ "ნოტა გამოაქვეყნა" და პროდუქცია ყველა ქვეყნიდან თავად გაიწვია. თუმცა, ასეთი დოკუმენტი საჯაროდ არ იძებნება და არც სამინისტროში პასუხობენ On.ge-ს კითხვას, რა ფორმით მიიღეს შეტყობინება და გაავრცელებენ თუ არა მას. ამასთან, ესპანეთში ჩინეთის ელჩი ამბობს, რომ Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს სამედიცინო პროდუქტების გაყიდვის ლიცენზია არ აქვს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, თანხა არ გადარიცხულა და ხელშეკრულებაც უკვე ანულირებულია. მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია კი განმარტავს, რომ ეს ტესტები ქვეყანაში საერთოდ არ შემოსულა.
ამავე თემაზე:
- სწრაფი ტესტების შემოტანისა და გამოყენების ალგორითმი ორშაბათს გახდება ცნობილი — გაბუნია
- ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ კატასტროფის ცენტრს სწრაფი ტესტების გამოყენების უფლება აქვს
- როგორ უნდა დაიკრძალოს კორონავირუსით გარდაცვლილი — სამინისტროს რეკომენდაციები
სხვა მნიშვნელოვანი ამბები საქართველოში:
- მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარებას სთავაზობს
- 17-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ქუთაისში ნიდერლანდელი ტურისტის ცხედარი იპოვეს
- მთავრობის გადაწყვეტილებით, აპრილის პენსია წინასწარ ჩაირიცხება
- StopCoV ფონდში 15 მლნ 500 ათასი ლარი შეგროვდა
- საგარეო უწყება უცხოეთში მყოფებს აფრთხილებს, დასაბრუნებლად კერძო პირების დაპირებას არ ენდონ
- ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით თითქმის 20-20 თეთრით გამყარდა
დღის მთავარი ჰედლაინი ქართულ მედიაში
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 14 ადამიანი გამოჯანმრთელდა
საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პაციენტი ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნება.
დღის ფრაზა: "დღეს არ არის სამეგობროსა და ოჯახებში შეკრების დრო და არც ეკლესიებში"
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მოსახლეობას ისევ მოუწოდა, რომ თავი შეიზღუდონ შეკრებისგან და დაიცვან სოციალური დისტანცია.
"ჩვენ ვრჩებით ერთ პოზიციაზე, რაც უფრო ნაკლები ადამიანი და კონტაქტები გვექნება... ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას. მათ შორის ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, ეხება სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც", — განაცხადა მან.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
დიდ ბრიტანეთში გადაწყვიტეს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ექიმებს მადლობა გადაუხადონ და საყოველთაო ტაშით მათ შრომასა და თავდადებას პატივი მიაგონ.
მადლიერება გამოხატეს ჰემფშირელი ექიმის, ტაილა პორტერის მიმართაც. ის დილით სამსახურში მიდიოდა, როდესაც მთელი ქუჩა გარეთ იყო გამოსული და მას ტაშს უკრავდა.
დღის რჩევა
როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მოსახლეობას თვითიზოლაციის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მნიშვნელოვანია ვირუსის პრევენციისთვის დამატებითი ნაბიჯების გადადგმა.
იმისთვის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სახლიდან გასვლისას დაცული იყოთ, 3-პუნქტიანი გეგმა უნდა შეასრულოთ:
- ჩაიცვით გრძელმკლავიანი ტანსაცმელი;
- შეიკარით თმა და არ გამოიყენოთ სამკაულები, მაკიაჟი ან კრემი;
- თუ გაქვთ პირბადე, აიფარეთ სახეზე მანამ, სანამ დატოვებთ სახლს.
გარეთ ყოფნისას ის წესები უნდა დაიცვათ, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა არაერთხელ გააჟღერა. კერძოდ:
- შეეცადეთ, არ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი;
- დაიცავით სოციალური დისტანცია: 1 მეტრი ღია სივრცეში, 2 მეტრი დახურულ სივრცეში;
- თუ სახლიდან გადიხართ ცხოველთან ერთად, შეეცადეთ არ მისცეთ მას ნება, შეეხოს სხვადასხვა ზედაპირს;
- როცა ეხებით ნებისმიერ ზედაპირს, თითებზე შემოიხვიეთ ერთჯერადი ხელსახოცი;
- გამოყენების შემდეგ, დაკუჭეთ ხელსახოცი და გადააგდეთ ნაგვის ყუთში;
- თუ რაიმეს შეეხებით, დაიბანეთ ხელი წესების შესაბამისად ან გამოიყენეთ სადეზინფექციო ხსნარი;
- თუ დაახველებთ ან დააცემინებთ, აიფარეთ იდაყვი;
- არ შეეხოთ სახეს, სანამ არ დაიბანთ ხელებს;
- შეეცადეთ, არ გამოიყენოთ ნაღდი ფული და ისარგებლეთ უკონტაქტო გადახდით.
მიუხედავად ზევით აღნიშნული პრევენციული ღონისძიებებისა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სახლში შესვლის დროსაც მნიშვნელოვანია პრევენციული ნაბიჯების გადადგმა:
- შეეცადეთ, სახლში შესვლისას არაფერს შეეხოთ;
- შემოსასვლელში ყუთში ჩაალაგეთ ყველა ნივთი, რომელიც გარეთ გქონდათ: ჩანთა, საფულე, ტელეფონი, გასაღები და ა.შ.;
- გაიხადეთ ფეხსაცმელი;
- თუ ცხოველთან ერთად სეირნობდით, გაუწმინდეთ მას თათები სადეზინფექციო ხსნარით;
- გაიხადეთ და გარეცხეთ ტანსაცმელი, რომელიც გარეთ გეცვათ;
- მიიღეთ შხაპი, ან თუ არ არის შესაძლებელი კარგად დაიბანეთ სხეულის ყველა ხილული ნაწილი: ხელები, მაჯები, სახე, კისერი და ა.შ.;
- გაწმინდეთ ტელეფონი და სათვალე საპნიანი წყლით ან ალკოჰოლის შემცველი ხსნარით;
- გარეთ ნაყიდი ნივთები დაამუშავეთ სპეციალური ხსნარით და ამ დროს გამოიყენეთ ხელთათმანები;
- ფრთხილად მოიხსენით ხელთათმანები და გადააგდეთ ნაგვის ურნაში.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
ნახეთ წინა შეჯამებები:
- 26 მარტი: $5 ტრილიონი ვირუსთან საბრძოლველად და დაჯარიმებული ჰუმანიტარული აქცია
- 25 მარტი: ინფიცირებული პრინცი დიდ ბრიტანეთში და ეკლესიის უცვლელი პოზიცია საქართველოში
- 24 მარტი: 21 თეთრით გაუფასურებული ლარი და ეპიდაფეთქების რისკი აშშ-ში
- 23 მარტი: დაჩქარებული პანდემია და მკაცრი საკარანტინო ზონა საქართველოში
- 22 მარტი: ანგელა მერკელი კარანტინში და საკვირაო წირვები საქართველოში
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა







კომენტარები