სამწუხაროდ, კარგად ვერ იაზრებენ იმ საშიშროებას, რის წინაშეც შეიძლება ქვეყანა აღმოჩნდეს — მეუფე საბა სინოდზე
ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე საბას თქმით, სინოდის წევრები კარგად ვერ იაზრებენ იმ საშიშროებას, რის წინაშეც ქვეყანა შეიძლება ქვეყანა აღმოჩნდეს.
მისი თქმით, თავადაც სინოდის წევრია და არ სურს, რომ მისი პოზიცია სინოდთან დაპირისპირებად აღიქვან, თუმცა, დღეს არსებობს სახელმწიფოს ერთიანი რეგულაციები და ს მისი დაცვა საჭიროა.
"არავინ არის დაზღვეული ამ ვირუსისგან, არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არც ურწმუნო, არც მორწმუნე. ვირუსმა არ იცის ეს. ჩვენ დაავადების დროს უნდა გავითვალისწინოთ ეს რეგულაციები. რატომ ვსვამთ ზამთრის პერიოდში, როცა სხვადასხვა ვირუსია, ხან ვიტამინს, ასევე, ვითვალისწინებთ ექიმის მოთხოვნებს და რატომ გახდა ასე მიუღებელი, რომ დღეს დგას ყველაზე დიდი საშიშროება. ეს არ არის ყოველდღიური მოვლენა, რაც დღეს ხდება", — განაცხადა მეუფე საბამ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.
მეუფე საბას თქმით, მის ეპარქიაში ვირუსი ერთ-ერთ სტიქაროსანს დაუდგინდა და ამიტომ მოსაზრებებზე მრევლის დასწრება შეზღუდეს. მისივე თქმით, დღეს ყველაზე მთავარი მოწოდებაა – დარჩით სახლში და ამიტომ, მრევლმა სახლებიდან უნდა ილოცოს.
"დღეს თანამედროვე ტექნიკა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გვქონდეს ლაივი და მსახურება პირდაპირ ეთერში გადაეცეს. მრევლი გარკვეულწილად ამით ვანუგეშოთ და ჩაერთოს ლოცვაში, ხოლო ზიარებისთვის ჩვენ მივალთ სპეციალური აღჭურვილობით, როგორიც იქნება ექიმების რჩევა და სახლებში ვაზიარებთ, შევუსრულებთ სხვადასხვა ლოცვას", — განაცხადა მეუფე საბამ.
მეუფე საბას გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება. მისი თქმით, ეპარქია ითვალისწინებს სახელმწიფოს რეგულაციებს, რათა კორონავირუსი უფრო მეტად არ გავრცელდეს.
20 მარტს,სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ზიარების წესზე ეკლესია იმავე აზრზე დარჩა.
"მე პირადად ასე მიმაჩნია და წმინდა სინოდში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, რომ ეჭვის შეტანა იმაში, რომ საერთო კოვზით ზიარებით შეიძლება ინფექცია გადაედოს ვინმეს, ეს არის ყოვლად გამორიცხული. შესაბამისად, ამას რაც შეეხება არავითარი ცვლილება არ შეიძლება, რომ იყოს", — განაცხადა მან.
მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ისინი ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და მრევლსაც ამისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ამავე დროს, აცხადებს, რომ აღდგომაზე სადღესასწაულო წირვა ჩატარდება.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად 22 მარტის საკვირაო წირვა სამების ტაძარში შეუფერხებლად გაიმართა. წირვას დაესწრო კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეც. ტაძარში შეკრებილ მრევლს პერიოდულად აფრთხილებდნენ, დაეცვათ დისტანცია, თუმცა მათი ნაწილი ამას ვერ ახერხებდა. ზოგიერთი მათგანი პირბადის გარეშე იყო მისული. წირვისას საერთო კოვზით ჩატარდა ზიარების რიტუალიც.
21 მარტს საგანგებო მდგომარეობაზე საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იზღუდება.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ათზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალებოდა. ჟურნალისტების კითხვაზე ეხებოდა თუ არა ეს ეკლესიაში შეკრებებს გახარიამ უპასუხა:
"შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები