ამერიკაში COVID-19-ის კომერციული ტესტების გაყიდვა დაიწყო
ტესტების რამდენიმეკვირიანი დეფიციტისა და სკრინინგის პრობლემების შემდეგ, რაც მთავრობას სათანადო რეაგირების საშუალებას არ აძლევდა, FDA-მ (ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია) პირველი კომერციულად გასაყიდი ტესტები მოხმარებაში დაუშვა. ახალი ტესტები მნიშვნელოვნად დააჩქარებენ პაციენტებში ვირუსის დადგენის დროს.
ორივე ტესტმა გაყიდვისა და წარმოების უფლება პარასკევს მოიპოვა, ამისათვის კი 24 საათზე ნაკლები დასჭირდათ, რადგან განცხადებები FDA-მ მალევე დაადასტურა.
"ამ ქცევამ დაგვანახა, რომ ჩვენი ადმინისტრაცია მონდომებით ცდილობს პრობლემასთან გამკვლავებას", — განაცხადა FDA-ს კომისარმა სტეფენ ჰანმა თავის განცხადებაში.
შვეიცარიული კომპანიის, Roche-ს თქმით, მათ უკვე აქვთ 400 000 ტესტი, რომელიც გასაყიდად მზადაა, გარდა ამისა ისინი გეგამვენ, რომ კვირაში 400 000-მდე ახალი ტესტი დაამზადონ.
სამედიცინო აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანია ThermoFisher-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ 1,5 მილიონი ტესტი აქვთ მზად, ხოლო აპრილისთვის კვირაში 5 მილიონი ტესტის წარმოება უნდა შეძლონ.
ორივე კომპანია აცხადებს, რომ მათი ტესტების მეშვეობით ზუსტი პასუხის გაგება უმოკლეს დროშია შესაძლებელი.
"ჩვენი ტესტის ბაზარზე დაშვება პაციენტების დაცვაში დაგვეხმარება, ხოლო ექიმები შეძლებენ სწრაფი პასუხების მეშვეობით მკურნალობა დაჩქარებულად დაიწყონ" — განაცხადა ThermoFisher-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ კასპერმა.
რაღა თქმა უნდა, იმ ადამიანების რიცხვი ვისი შემოწმებაც მოხერხდება გაცილებით დაბალია. მკურნალობის სრული კურსის დროს ერთი ტესტი საკმარისი არ არის, რადგან პაციენტები გადამოწმებას ხშირად საჭიროებენ.
სავარაუდოდ, ტესტების მასიურად წარმოებას სხვა ლაბორატორიები და საწარმოებიც დაიწყებენ, რაც დეფიციტს ბოლომდე აღმოფხვრის.
კომენტარები