კორონავირუსი: რა ხდება საქართველოსა და მსოფლიოში 12 მარტის მდგომარეობით
ფოტო: Angelos Tzortzinis/AFP/Getty Images
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
12 მარტის მდგომარეობით:
- 134 711 დადასტურებული შემთხვევა მსოფლიოში
- 4953 გარდაცვლილი
- 68 344 გამოჯანმრთელებული
- კორონავირუსი 195 ქვეყნიდან 116 ქვეყანაშია გავრცელებული
საქართველოში:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 25
- კარანტინის რეჟიმში - 245
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 58
დღის ფაქტი:
იტალიაში კორონავირუსისგან 24 საათში 200 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში იტალიაში კორონავირუსით 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში:
ტომ ჰენკსსა და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ
ფოტო: Getty
ოსკაროსან მსახიობ, ტომ ჰენკსსა და მის ცოლს, რიტა უილსონს ავსტრალიაში კორონავირუსი დაუდასტურდათ. მსახიობი ინსტაგრამზე წერს, რომ სამედიცინო დახმარებისთვის სიმპტომების გამოვლინების შემდეგ მიმართეს. ახლა ისინი იზოლაციაში იქნებიან. ტომ ჰენკსი ავსტრალიაში ელვის პრესლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ფილმზე მუშაობდა.
დღის ფოტო: ფრენა პანდემიის დროს
დღის დამაიმედებელი ამბავი:
პანდემია, შესაძლოა, ივნისში დასრულდეს — სასუნთქი დაავადებების ჩინელი ექსპერტი
ფოტო: Deng Hua/Xinhua/Getty
ჩინეთის სასუნთქი გზების დაავადებების კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, შონგ ნენშენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ყველაზე დაზარალებული ქვეყნები საკმარის ზომებს მიიღებენ, პანდემია, შესაძლოა, ივნისში დასრულდეს.
რა ხდება მსოფლიოში:
- იუვენტუსის ფეხბურთელს, დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდგინდა
- კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნორვეგიაში, აზერბაიჯანსა და ინდოეთში
- მადრიდის რეალი კარანტინშია
- კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო თვითიზოლაციაშია
- დუმის დეპუტატმა იზოლაციის წესები დაარღვია და პუტინის მოსმენას დაესწრო
- ჩინეთმა იტალიაში ექიმები და სამედიცინო აღჭურვილობა გაგზავნა
- NBA-ს ყველა თამაში შეჩერებულია, ერთ-ერთ კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
რა ხდება საქართველოში:
12 მარტს საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი, 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა.
მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, მოსალოდნელი იყო, რომ მიღებული ზომები მთელი მსოფლიოს გარშემო გამკაცრდებოდა. საქართველოს მთავრობა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და ახალი შეზღუდვები და რეკომენდაციები გაავრცელა:
- პრემიერმა შსს-ს დაავალა, გააკონტროლოს თვითიზოლაციაში მყოფი პირები
- პრემიერმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებს დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია მისცა
- კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის მერიის სერვისები შეიზღუდება
- საქართველოს საზღვარზე შემოწმების შემდეგ სავალდებულო კარანტინი კიდევ 4 ევროპული ქვეყნისთვის დაწესდა
აქამდე სავალდებულო კარანტინი და თვითიზოლაცია ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოსული მგზავრებისთვის იყო დაწესებული. არსებულ 4 ქვეყანას კიდევ 4 დაემატა და თვითიზოლაცია სავალდებულო გახდა საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან და გერმანიიდან შემოსული მგზავრებისათვის.
კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა ეკონომიკაზეც აისახა: ლარი დოლართან 7 თეთრით, ევროსთან — 5 თეთრით გაუფასურდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანა 3 სცენარისთვისაა მზადყოფნაში: პირველი სცენარია, როდესაც ქვეყანაში პანდემია მსუბუქად და ნაკლები ინფიცირებული პაციენტით გადაივლის, თუმცა, პროცესი შეიძლება შედარებით ხანგრძლივი იყოს. საშუალო სირთულის სცენარით, ქვეყანაში გავრცელება შეიძლება 12 კვირას გაგრძელდეს და რამდენიმე ასეული დაინფიცირებული პაციენტი გვყავდეს. ყველაზე რთულ შემთხვევაში კი შეიძლება ვირუსით 400-მდე ადამიანი დაინფიცირდეს, რომელთა მართვაც მარტივი არ იქნება, თუმცა ტიკარაძის თქმით, ქვეყნის ინფრასტრუქტურა და სამედიცინო პერსონალი ამ საგანგებო მდგომარეობაში მუშაობისთვის უკვე მომზადებულია.
საქართველოში დროებით დაიხურა ღამის კლუბები: ბასიანი, მტკვარზე, KHIDI. კორონავირუსის გამო თბილისის ჯაზ-ფესტივალი გადაიდო.
თსუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კორონავირუსის გამო 1 აპრილამდე დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.
ერთი ამბავი, რომელმაც დღეს გაგვაღიმა
როგორც ჩანს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის დედაც არაა დაცული კორონავირუსზე გადაუმოწმებელი ნიუსებისგან.
მან "კარგი ამბავი" გააზიარა, რომელიც სიცრუე აღმოჩნდა. პანდემიის ფარგლებში ასეთი ამბების გავრცელება საფრთხის შემცველიცაა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ მაშინვე იზრუნა, რომ პირველ რიგში დედა და შემდეგ ფეისბუქის მომხმარებლები შეცდომაში არ შეეყვანა და გაზიარებულ პოსტს ასე უპასუხა: დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ.
კომენტარს ამჟამად 9 500-ზე მეტი ლაიქი აქვს.
დღის რჩევა:
როგორ ვესაუბროთ ბავშვებს კორონავირუსის შესახებ
ფოტო: Photo by Kelly Sikkema on Unsplash
- დაეხმარეთ ბავშვებს, რათა მონახონ პოზიტიური გზები (მაგ., ხატვის საშუალებით და სხვ.), რომ გამოხატონ შემაწუხებელი გრძნობები - მაგ., შიში და სევდა. თითოეულ ბავშვს გამოხატვის თავისი გზა აქვს. ზოგჯერ ამაში ეხმარება ისეთ შემოქმედებით აქტივობებში ჩართვა, როგორიცაა თამაში, ხატვა, და ა.შ. შემაწუხებელი გრძნობების გამოხატვა/კომუნიკაცია უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ეხმარება ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს.
- ამყოფეთ ბავშვები ახლოს თავის მშობლებთან და ოჯახთან, თუ ეს უსაფრთხოა ბავშვებისთვის, და რამდენადაც ეს შესაძლებელია, თავი აარიდეთ ბავშვებისა და მათზე მზრუნველი ადამიანების (მშობლების, ძიძების და ა.შ.) დაცილებას. ამასთან, დაშორების პერიოდში, უზრუნველყავით ბავშვის რეგულარული კონტაქტი თავის ოჯახის წევრებთან/მზრუნველებთან - იქნება ეს დღეში ორჯერ სატელეფონო საუბარი, ან ვიდეო ზარი, თუ სხვა, ასაკისთვის შესაფერისი კომანუნიკაციის ფორმატის (მაგ, სოციალური მედია) საშუალებით.
- მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ჩვეული რუტინა, განსაკუთრებით, თუ ბავშვი სახლშია იზოლირებული. ჩართეთ ბავშვი ასაკისთვის შესაფერის აქტივობებში. რამდენადაც შესაძლებელია, წაახალისეთ ბავშვი, იურთიერთოს და ითამაშოს სხვებთან - თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრებთან, თუ ოჯახი იზოლაციის მდგომარეობაშია.
- სტრესისა და კრიზისის პერიოდში, ბავშვებს მეტი ურთიერთობა სჭირდებათ და ისინი ითხოვენ კიდევაც მშობლების ყურადღებას. განიხილეთ კორონავირუსი თქვენს შვილებთან გულწრფელად და მათი ასაკისთვის შესაბამისი ფორმით. თუ შეატყობთ, რომ ბავშვი წუხს, განიხილეთ მისი წუხილი ერთობლივად, ამან შესაძლოა შეამსუბუქოს მისი მდგომარეობა. ბავშვები აკვირდებიან ზრდასრულთა ემოციებსა და ქცევას და მათგან სწავლობენ რეაგირებას და ემოციების მართვას განსაცდელის სიტუაციაში.
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფები პირებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
-
ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ვის და რისთვის გადაეცა 2026 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში
გადახედვა
-
შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს-მ "კავკასიის უნივერსიტეტის" წვეულებაზე სტუდენტების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა მექსიკის ეროვნულ გვარდიას პაწაწინა ჩიხუახუა შეუერთდა
გადახედვა
-
"მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე "მტკიცებულებაა საჭირო" — კალაძე ციხეში პატიმრის სავარაუდო გაუპატიურებაზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს შესაძლოა, მთვარის შორეულ მხარეს აღმოჩენილმა სტრუქტურამ მისი მაგნეტიზმის ისტორია შეცვალოს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება? ივა კუზანოვი, გია მურღულია, ნუგზარ რუხაძე — ვის მიენიჭა "საპატიო თბილისელის" წოდება?
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა

კომენტარები