საზღვაო ტრანსპოტის სააგენტოს ინფორმაციით, 4 ოქტომბერს ბათუმში ზღვაში ეკიპაჟის გარეშე თურქული კომპანიის გემი დაფიქსირდა. სააგენტომ IPN-ს განუცხადა, რომ გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა.

"ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დინებით შემოვიდა.

გემი იდენტიფიცირებულია და შესაბამისი უწყებები მოქმედებენ კოორდინირებულ რეჟიმში. ადგილზე იმყოფებიან კომპეტენტური ორგანოები, ასევე, მიმდინარეობს გემის ბუქსირების და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ღონისძიებები, თურქულ მხარესთან კოორდინაციით", — აცხადებენ უწყებაში.

როგორ აღმოჩნდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ჯერ-ჯერობით უცნობია.

ინფორმაცია განახლდება.