8 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ე.წ. ავტოქარხნის ციხესთან, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა ჭალიძე ავრცელებს და წერს, რომ "პოლიციელების ძალადობის მამხილებელს მხარდაჭერა სჭირდება".

გიორგი კვიცარიძე 2025 წლის 31 დეკემბერს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სწორედ მან მოიპოვა ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეების ცემის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც 2026 წელს გავრცელდა და შსს-მ მათი ავთენტურობა დაადასტურა. კვიცარიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო, ხოლო 2026 წლის სექტემბერში სასამართლომ მას ნარკოდანაშაულისთვის 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მისი ადვოკატი და ოჯახი ბრალდებას არ ეთანხმებიან და გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.